პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში
"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში

ერთი წლის წინ მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. მომ­ღერ­ლის ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა სოფო დღემ­დე პოსტზეა და აჭა­რის რა­ი­ონ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ამ­ბობს, რომ კმა­ყო­ფი­ლია სა­კუ­თა­რი საქ­მით. პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი კი იმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, რომ დრო შვი­ლე­ბის­თვის და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის, კუ­ლი­ნა­რი­ის­თვის და­ეთ­მო...

- სოფო, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახლა ბა­თუმ­ში, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გაქვთ და­გეგ­მი­ლი?

- ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა. პან­დე­მი­ამ ხელი შეგ­ვი­შა­ლა და რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლი გა­უქ­მდა. რაც დარ­ჩა, იმა­ზეც შე­ვამ­ცი­რეთ თან­ხე­ბი, რად­გან არ ვი­ცო­დით რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და. კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, ელი­სო ბოლ­ქვა­ძი­სა და ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა. ასე­ვე გი­ორ­გი გა­რა­ყა­ნი­ძის ფოლკ­ლო­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი და აქვე გან­ვმე­ორ­დე­ბი, რომ - არა იმ მას­შტა­ბის, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო.

- კლუ­ბე­ბი, ბა­რე­ბი თუ მუ­შა­ობს აჭა­რა­ში?

- მხო­ლოდ ნა­წი­ლი, რად­გან და­ხუ­რულ სივ­რცე­ზე ბა­რი­ე­რი მოხ­სნი­ლი არ არის. კა­ფე­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს.

- რამ­დე­ნი­მე სტა­ტუ­სი შემ­ხვდა ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ბა­თუმ­ში ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტია, ვინ არი­ან ეს ხალ­ხი, პან­დე­მი­ის დროს დარ­ჩნენ თუ ახლა შე­მო­ვიდ­ნენ?

- დიახ, ბევ­რია ვინც პან­დე­მი­ის დროს ჩარ­ჩა და მინ­და გი­თხრათ, რომ აღარ უნ­დათ უკან წას­ვლა. ამ ეტაპ­ზე ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან და მი­ხა­რია, რად­გან მო­წო­დე­ბა, რომ "და­ის­ვე­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში", გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

- ორი დღის წინ ირი­ნა ონაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რომ ზღვის ნა­პირ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხავ­სი და ჭა­ო­ბი იყო, რა ხდე­ბა, რამ­დე­ნად მა­სი­უ­რია ეს პრობ­ლე­მა?

- არ ვიცი არა­ფე­რი. ზღვა იმ­ხე­ლაა და ნა­პი­რი, რომ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ვი­პო­ვოთ. შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ფერ­ში პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ნა­ხოთ, რად­გან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იმას ვერ აკე­თებ­დნენ, რაც უნ­დო­დათ. გა­ვი­დეთ კარგ ნა­პი­რას და ის ფო­ტო­ე­ბი დავ­დოთ. ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა რამე ნაკ­ლი მოვ­ძებ­ნოთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ქარ­თვე­ლო, უნდა მო­ვუ­წო­დოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ და­ის­ვე­ნონ ბა­თუმ­ში. მწვა­ნე ზო­ნაა აჭა­რა... არ მი­ნა­ხავს ეს სტა­ტუ­სი, არ ვიცი, რაზე მე­სა­უბ­რე­ბით. ჭუ­ჭყი და ხავ­სი შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან შეგ­ვხვდეს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა მა­ინც მი­წევ­და, მაგ­რამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. დავ­კავ­დი იმით, რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და აქამ­დე დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ვერ ვა­კე­თებ­დი. ჩემ შვი­ლებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, ვა­კე­თებ­დი სხვა­დას­ხვა სა­ხის კერ­ძებს. ვმღე­რო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ჩი­ნოვ­ნი­კის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობთ?

- ჩემი თა­ვის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო მაქვს. და­ნარ­ჩე­ნი, ვცდი­ლობ, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს ხელი შე­ვუ­წყო, ვი­საც ამი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რო და გვერ­დით და­ვუდ­გე. ყვე­ლა ქარ­თველ ვარ­სკვლავ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­მი­ვი­დეს.

- მე­უღ­ლე რამ­დე­ნად გიდ­გათ მხარ­ში, რო­დე­საც ასე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ?

- მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, თავს შე­ვი­კა­ვებ, ძა­ლი­ან არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
7

სად ნახეთ ეს ფოტოები?!ამის მეტი ვერ შეარჩიეთ?!!!!

ბოტანიკოსი
1

შესაძლოა, ხავსი არცთუ სასიამოვნო იყოს მავანი კოპწია ტურისტისთვის ან ადგილობრივისთვის, მაგრამ იგი ჭუჭყში ნამდვილად ვერ იზრდება და პირადად მე საკმაოდ ძვირადაც ვყიდულობ საკუთარი საქმიანობისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში

"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში

ერთი წლის წინ მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. მომღერლის ახალი თანამდებობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა სოფო დღემდე პოსტზეა და აჭარის რაიონში ღონისძიებების დაგეგმვას ხელმძღვანელობს.

ამბობს, რომ კმაყოფილია საკუთარი საქმით. პანდემიის პერიოდი კი იმისთვის გამოიყენა, რომ დრო შვილებისთვის და საყვარელი საქმისთვის, კულინარიისთვის დაეთმო...

- სოფო, რა მდგომარეობაა ახლა ბათუმში, რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

- ბათუმში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. პანდემიამ ხელი შეგვიშალა და რამდენიმე ფესტივალი გაუქმდა. რაც დარჩა, იმაზეც შევამცირეთ თანხები, რადგან არ ვიცოდით რა მდგომარეობა იქნებოდა. კინოფესტივალი, ელისო ბოლქვაძისა და ლიანა ისაკაძის ფესტივალები აუცილებლად გაიმართება. ასევე გიორგი გარაყანიძის ფოლკლორული ფესტივალი და აქვე განვმეორდები, რომ - არა იმ მასშტაბის, როგორც დაგეგმილი იყო.

- კლუბები, ბარები თუ მუშაობს აჭარაში?

- მხოლოდ ნაწილი, რადგან დახურულ სივრცეზე ბარიერი მოხსნილი არ არის. კაფეები ჩვეულებრივად მუშაობს.

- რამდენიმე სტატუსი შემხვდა ბოლო დროს სოციალურ ქსელში, რომ ბათუმში ბევრი რუსი ტურისტია, ვინ არიან ეს ხალხი, პანდემიის დროს დარჩნენ თუ ახლა შემოვიდნენ?

- დიახ, ბევრია ვინც პანდემიის დროს ჩარჩა და მინდა გითხრათ, რომ აღარ უნდათ უკან წასვლა. ამ ეტაპზე ბევრი დამსვენებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მიხარია, რადგან მოწოდება, რომ "დაისვენეთ საქართველოში", გაითვალისწინეს.

- ორი დღის წინ ირინა ონაშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომ ზღვის ნაპირზე დიდი რაოდენობით ხავსი და ჭაობი იყო, რა ხდება, რამდენად მასიურია ეს პრობლემა?

- არ ვიცი არაფერი. ზღვა იმხელაა და ნაპირი, რომ ყველგან შეიძლება რაღაც ვიპოვოთ. შეგვიძლია ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ, რადგან პანდემიის პერიოდში ადამიანები იმას ვერ აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. გავიდეთ კარგ ნაპირას და ის ფოტოები დავდოთ. ყოველთვის შეიძლება რამე ნაკლი მოვძებნოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ მდგომარეობაშია საქართველო, უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ დაისვენონ ბათუმში. მწვანე ზონაა აჭარა... არ მინახავს ეს სტატუსი, არ ვიცი, რაზე მესაუბრებით. ჭუჭყი და ხავსი შეიძლება ყველგან შეგვხვდეს.

- პანდემიის პერიოდი როგორ გადაიტანეთ?

- სამსახურში მისვლა მაინც მიწევდა, მაგრამ ღონისძიებებზე დაკავებული არ ვიყავი. დავკავდი იმით, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ვაკეთებდი. ჩემ შვილებთან ერთად ვიყავი, ვაკეთებდი სხვადასხვა სახის კერძებს. ვმღეროდი ბავშვებთან ერთად.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რაც ჩინოვნიკის სტატუსით ცხოვრობთ?

- ჩემი თავისთვის ნაკლები დრო მაქვს. დანარჩენი, ვცდილობ, რომ იმ ადამიანებს ხელი შევუწყო, ვისაც ამისი საჭიროება აქვს და მაქსიმალურად დავეხმარო და გვერდით დავუდგე. ყველა ქართველ ვარსკვლავთან მაქვს ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ღონისძიება გამომივიდეს.

- მეუღლე რამდენად გიდგათ მხარში, როდესაც ასეთი დაკავებული ხართ?

- მეუღლესთან დაკავშირებით კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თავს შევიკავებ, ძალიან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა