მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის მშობლები შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ
გიორგი შაქარაშვილის მშობლები შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

19 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდნენ.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის ვა­და­ში უნდა მოხ­დეს იმ პი­რე­ბის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა, ვი­საც შე­საძ­ლოა, შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან შე­ხე­ბა ჰქონ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, „ტო­ი­ო­ტა ქემ­რის“ 6 მგზავ­რის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა­ზე პი­რო­ბი­თი ვადა მი­ე­ცა თუ არა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას, ნი­კო­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ეს ვადა 40 დღი­ა­ნი იყო, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რაა დარ­ჩე­ნი­ლი.

"გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას და მა­მას შეხ­ვედ­რა ჰქონ­და რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ასე­ვე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ასეთ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ვა­და­ში უნდა მოხ­დეს ამ პი­რე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბის წარ­დგე­ნა.

რომ არ და­იბ­ნეთ და იცო­დეთ, არას­რუ­წლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ არ ვცდე­ბი, ეს ვადა 40 დღი­ა­ნი იყო. უკვე დარ­ჩე­ნი­ლია არა­უ­მე­ტეს 2 კვი­რი­სა, რო­გორც მახ­სოვს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ვა­და­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ბრა­ლის წარ­დგე­ნა ყვე­ლა პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­ძემ.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ე­მა­ტა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 ივ­ნისს, 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის მშობლები შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

გიორგი შაქარაშვილის მშობლები შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა მოხდეს იმ პირებისთვის ბრალის წარდგენა, ვისაც შესაძლოა, შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან შეხება ჰქონდა. ჟურნალისტების კითხვაზე, „ტოიოტა ქემრის“ 6 მგზავრისთვის ბრალის დამძიმებაზე პირობითი ვადა მიეცა თუ არა საგამოძიებო უწყებას, ნიკოლაძემ განმარტა, რომ ეს ვადა 40 დღიანი იყო, საიდანაც დაახლოებით 2 კვირაა დარჩენილი.

"გარდაცვლილის დედას და მამას შეხვედრა ჰქონდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს ხელმძღვანელობასთან, ასევე გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიციაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის კონკრეტული მუხლების წარდგენა.

რომ არ დაიბნეთ და იცოდეთ, არასრუწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ არ ვცდები, ეს ვადა 40 დღიანი იყო. უკვე დარჩენილია არაუმეტეს 2 კვირისა, როგორც მახსოვს. შესაბამისად, ამ ვადაში აუცილებლად უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა ყველა პირთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა

"ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გიორგი მოკლეს და შემდგომ გადააგდეს არაგვში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა