ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ პატარა ფოთის მონაკვეთში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, "მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი - ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.