საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი იყო ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო" - ბრალდებულების ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ
"ბიჭი იყო ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო" - ბრალდებულების ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. დო­კუ­მენ­ტში აღ­წე­რი­ლია რო­გორც სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი, ისე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლის დად­გო­მის შემ­დეგ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

დას­კვნის მი­ხედ­ვით, შა­ქა­რაშ­ვილს სიკ­ვდი­ლის წინ, მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც "ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს და დამ­დგარ სიკ­ვდი­ლის ფაქტთან უშუ­ა­ლო მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან".

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­ამ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა - 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, 17 და­კა­ვე­ბუ­ლი­დან ვის და­უმ­ძიმ­დე­ბა ბრა­ლი. საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და და მო­რაგ­ბე­ე­ბის - არ­ჩილ გაგ­ნი­ძი­სა და ვა­სილ მა­ხა­რა­ძის უფ­ლე­ბა­დაც­ველ, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე­სა და ძი­უ­დო­ისტ გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

კო­ბა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი შა­ქა­რაშ­ვი­ლის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს.

"მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ასე­თი დას­კვნა იქ­ნე­ბო­და. ეს უფრო იმ ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს, რომ ცხო­ნე­ბუ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს საქ­მე­ში ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­მო­ი­ტა­ნა და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ალ­ბათ, უწყე­ბას ჰქონ­და საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ამის­თვის. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ამ მუხ­ლით. ვე­ლო­დე­ბით სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს - ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ა.შ. და თუ ექ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ რო­მე­ლი­მე პირ­მა ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი, მა­შინ ახალ ბრალს წა­რუდ­გენს მათ.

ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ გა­რე­ფაქ­ტო­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად არის და­ზი­ა­ნე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ და­სად­გე­ნია ვინ მი­ა­ყე­ნა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი

მკვრი­ვი ბლაგ­ვი სა­გა­ნი არის ხელ­კე­ტიც და ბე­ტო­ნიც, ამი­ტომ ჯერ კი­დევ წინ არის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და ვნა­ხოთ, სა­ბო­ლო­ოდ რა შე­დე­გი დად­გე­ბა" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან მო­რაგ­ბე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე.

კო­ლე­გის­გან სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გი ად­ვო­კატ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს, რო­მე­ლიც გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს. ყიფ­ში­ძის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლია.

"დიახ, ეს არის მკვლე­ლო­ბა. გან­ზრახ თუ არა, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ბიჭი იყო ნა­ცე­მი, მას ჰქონ­და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და შემ­დეგ ცო­ცხალ-მკვდა­რი გა­და­აგ­დეს წყალ­ში და და­იხ­რჩო.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ვინც ნახა, ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ იმ­ხე­ლა მან­ძი­ლის გავ­ლა და წყალ­ში ისე ჩა­ვარ­დნა, რომ იქ ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია

ჯერ იმი­ტომ, რომ წყლამ­დე ძა­ლი­ან დიდი მან­ძი­ლია, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი და მე­ო­რეც - წყა­ლი არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი, ისე რომ, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი იქ არ და­იხ­რჩო­ბო­და. ამ ვერ­სი­ას ვა­მუ­შა­ვებ­დი თავ­ში­ვე, რომ სცე­მეს მაგ­რად, შემ­დეგ გა­და­აგ­დეს წყალ­ში და ჩან­თა შე­მო­დეს იქ. რა­საც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, ზუს­ტად ის სცე­ნა­რია და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც ამას ადას­ტუ­რებს. სას­ტი­კად ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი გა­დაგ­დე­ბუ­ლია წყალ­ში, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ და სა­ბო­ლო­ოდ წყალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ქვე­მოთ ჩა­ათ­რი­ეს ნა­ცე­მი და შემ­დეგ გა­და­აგ­დეს წყალ­ში" - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
35

ეს ყიფშიძე ,ვისი ადვოკატია?!)))

ჯოყოლა
4

აი ვინც სხვანაირად ფიქრობს იმათი დასაცავები არის შეასწავლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბიჭი იყო ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო" - ბრალდებულების ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ

"ბიჭი იყო ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო" - ბრალდებულების ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. დოკუმენტში აღწერილია როგორც სიცოცხლისდროინდელი, ისე ბიოლოგიური სიკვდილის დადგომის შემდეგ მიყენებული დაზიანებები.

დასკვნის მიხედვით, შაქარაშვილს სიკვდილის წინ, მკვრივი-ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები, რომლებიც "ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან".

საქართველოს გენერალურმა პროკურატუამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა - 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.

ჯერჯერობით უცნობია, 17 დაკავებულიდან ვის დაუმძიმდება ბრალი. საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მოსაზრებით AMBEBI.GE დაინტერესდა და მორაგბეების - არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადაცველ, ალექსანდრე კობაიძესა და ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატ გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა.

კობაიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ვერსიას ამყარებს.

"მქონდა მოლოდინი, რომ ასეთი დასკვნა იქნებოდა. ეს უფრო იმ ვერსიას ამყარებს, რომ ცხონებული უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, პროკურატურამ დღეს საქმეში ახალი კვალიფიკაცია შემოიტანა და საქმის გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად მკვლელობას გულისხმობს.

ალბათ, უწყებას ჰქონდა საკმარისი საფუძველი ამისთვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ამ მუხლით. ველოდებით სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებს - ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და ა.შ. და თუ ექნება პროკურატურას მტკიცებულებები, რომ რომელიმე პირმა ჩაიდინა ეს დანაშაული, მაშინ ახალ ბრალს წარუდგენს მათ.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარეფაქტორის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანები მიყენებული, მაგრამ დასადგენია ვინ მიაყენა ეს დაზიანებები

მკვრივი ბლაგვი საგანი არის ხელკეტიც და ბეტონიც, ამიტომ ჯერ კიდევ წინ არის ექსპერტიზის დასკვნები და ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგი დადგება" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან მორაგბეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

კოლეგისგან სრულიად საპირისპირო დასკვნების გამოტანის საფუძველს აძლევს ექსპერტიზის შედეგი ადვოკატ გიორგი ყიფშიძეს, რომელიც გიგა ტატიაშვილის ინტერესებს იცავს. ყიფშიძის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.

"დიახ, ეს არის მკვლელობა. განზრახ თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ბიჭი იყო ნაცემი, მას ჰქონდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები და შემდეგ ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო.

შემთხვევის ადგილი ვინც ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ იმხელა მანძილის გავლა და წყალში ისე ჩავარდნა, რომ იქ ადამიანი დაიხრჩოს, წარმოუდგენელია

ჯერ იმიტომ, რომ წყლამდე ძალიან დიდი მანძილია, მიხვეულ-მოხვეული და მეორეც - წყალი არის საკმაოდ დაბალი, ისე რომ, ცოცხალი ადამიანი იქ არ დაიხრჩობოდა. ამ ვერსიას ვამუშავებდი თავშივე, რომ სცემეს მაგრად, შემდეგ გადააგდეს წყალში და ჩანთა შემოდეს იქ. რასაც პირველივე დღიდან ვამბობდი, ზუსტად ის სცენარია და ექსპერტიზის დასკვნაც ამას ადასტურებს. სასტიკად ნაცემი ადამიანი გადაგდებულია წყალში, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და საბოლოოდ წყალში გარდაიცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ქვემოთ ჩაათრიეს ნაცემი და შემდეგ გადააგდეს წყალში" - გვეუბნება გიორგი ყიფშიძე.

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე