პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს
"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

"მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნი კულ­მი­ნა­ცი­ურ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა. პრო­ექ­ტში მხო­ლოდ 6 მო­ნა­წი­ლე დარ­ჩა და 22:00 სა­ათ­ზე გა­ვი­გებთ, ვინ მოხ­ვდე­ბა სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში.

სა­ნამ გა­ვი­გებთ, ვინ გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის, შეფ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს „მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ. ამარ­თლე­ბენ თუ არა კონ­კურ­სან­ტე­ბი ჟი­უ­რის მო­ლო­დი­ნებს და რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­სა­მე სე­ზო­ნი?

- პირ­ველ და მე­ო­რე სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით წელს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია დონე, უფრო ძლი­ე­რი, კრე­ა­ტი­უ­ლი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. უკვე ამ­დე­ნი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ და გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი ჯერ კი­დევ არ ჩანს, ეს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, წელს მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან კარ­გი ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა, ისე­თი, რო­გო­რიც ჯერ არ ყო­ფი­ლა.

- წელს 12-ეულ­ში შე­ირ­ჩა 2 კონ­კურ­სან­ტი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის კერ­ძებს წარ­მო­ად­გე­ნენ ხოლ­მე - იანა და რა­მი­ლია. რას აძ­ლევს ეს პრო­ექტს?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქ ცხოვ­რო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. ბევ­რი, ია­ნას მსგავ­სად, აქ გა­თხოვ­და და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გახ­და. ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩვენს შო­უ­შიც რომ აი­სა­ხა, რა თქმა უნდა, კარ­გია და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ბევრ ახალ­გაზ­რდას მის­ცემს სტი­მულს, რომ მო­ვიდ­ნენ „მას­ტერ­შეფ­ში“.

- პრო­ექ­ტში არი­ან რო­გორც გა­მოც­დი­ლი, ასე­ვე გა­მო­უც­დე­ლი, მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი. წელს ისე ჩანს, რომ გა­მო­უც­დე­ლე­ბიც კი ტოლს არ უდე­ბენ გა­მოც­დილ მზა­რე­უ­ლებს.

- შე­და­რე­ბით გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლი კრე­ა­ტი­ვით, ტექ­ნი­კით შე­იძ­ლე­ბა ჯობ­დეს გა­მო­უც­დელ მზა­რე­ულს, მაგ­რამ ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა, რომ მოყ­ვა­რულს ბევ­რად უფრო კარ­გი კერ­ძი მო­ე­ტა­ნა ჩვენ­თან და გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლი სახ­ლში გა­ეშ­ვა. წელ­საც ასეა, რა თქმა უნდა.

- რამ­დე­ნად ამარ­თლე­ბენ კონ­კურ­სან­ტე­ბი თქვენს მო­ლო­დი­ნებს?

- ვი­ღაც ამარ­თლებს, ვი­ღაც - არა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან ბევ­რს ელო­დე­ბი და იმედს გიც­რუ­ებს, ხან­და­ხან პი­რი­ქით ხდე­ბა - ბევ­რს არ ელო­დე­ბი, მაგ­რამ უცებ ისეთ რა­მეს გა­ა­კე­თებს, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბი. წელს ორი­ვე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ცა­დეთ და მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ნავს.

ვინც სხვებ­თან შე­და­რე­ბით სუს­ტი აღ­მოჩ­ნდა, ვერ შეძ­ლო პრო­ექ­ტის ეტა­პე­ბის გა­და­ლახ­ვა. ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რა­მაც კერძზე უარ­ყო­ფი­თად შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს: ნერ­ვი­უ­ლო­ბა, სტრე­სი, დრო­ის ფაქ­ტო­რი და ა.შ.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კერ­ძის მზა­დე­ბის დროს შე­ფე­ბის მათ­თან მის­ვლაც კი ძა­ლი­ან ანერ­ვი­უ­ლებთ

- ჩვენც ხომ მა­გის­თვის ვართ - უნდა შე­ვუქ­მნათ ის წნე­ხი, რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბას თან ახ­ლავს. კარგ მზა­რე­ულს სტრე­სის მარ­თვა უნდა შე­ეძ­ლოს. მით უმე­ტეს, ყო­ველ სე­ზონ­ში უფრო და უფრო ძლი­ე­რი ნა­კა­დი მო­დის, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვა­ლე­ბე­ბიც რთულ­დე­ბა.

ჩინო
0

ბიჭები გიჟები......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

"მასტერშეფის“ მესამე სეზონი კულმინაციურ ეტაპს უახლოვდება. პროექტში მხოლოდ 6 მონაწილე დარჩა და 22:00 საათზე გავიგებთ, ვინ მოხვდება საუკეთესო ხუთეულში.

სანამ გავიგებთ, ვინ გააგრძელებს ბრძოლას მასტერშეფის ტიტულისთვის, შეფ ლევან კობიაშვილს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის შეფასება ვთხოვეთ. ამართლებენ თუ არა კონკურსანტები ჟიურის მოლოდინებს და რა ელოდება მაყურებელს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- რით არის გამორჩეული მესამე სეზონი?

- პირველ და მეორე სეზონებთან შედარებით წელს გაცილებით მაღალია დონე, უფრო ძლიერი, კრეატიული და შრომისუნარიანი კონკურსანტები არიან. უკვე ამდენი ეტაპი გავიარეთ და გამოკვეთილი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩანს, ეს მონაწილეების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, წელს მაყურებელს ძალიან კარგი ფინალი ელოდება, ისეთი, როგორიც ჯერ არ ყოფილა.

- წელს 12-ეულში შეირჩა 2 კონკურსანტი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის კერძებს წარმოადგენენ ხოლმე - იანა და რამილია. რას აძლევს ეს პროექტს?

- მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელებიც. ბევრი, იანას მსგავსად, აქ გათხოვდა და საქართველოს მოქალაქე გახდა. ეს მრავალფეროვნება ჩვენს შოუშიც რომ აისახა, რა თქმა უნდა, კარგია და საქართველოში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, რომ მოვიდნენ „მასტერშეფში“.

- პროექტში არიან როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი, მოყვარული მზარეულები. წელს ისე ჩანს, რომ გამოუცდელებიც კი ტოლს არ უდებენ გამოცდილ მზარეულებს.

- შედარებით გამოცდილი მზარეული კრეატივით, ტექნიკით შეიძლება ჯობდეს გამოუცდელ მზარეულს, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა, რომ მოყვარულს ბევრად უფრო კარგი კერძი მოეტანა ჩვენთან და გამოცდილი მზარეული სახლში გაეშვა. წელსაც ასეა, რა თქმა უნდა.

- რამდენად ამართლებენ კონკურსანტები თქვენს მოლოდინებს?

- ვიღაც ამართლებს, ვიღაც - არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს, ხანდახან პირიქით ხდება - ბევრს არ ელოდები, მაგრამ უცებ ისეთ რამეს გააკეთებს, რომ სასიამოვნოდ გაოცებული რჩები. წელს ორივე შემთხვევა გამოვცადეთ და მაყურებელი ამას აუცილებლად შენიშნავს.

ვინც სხვებთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა, ვერ შეძლო პროექტის ეტაპების გადალახვა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რამაც კერძზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს: ნერვიულობა, სტრესი, დროის ფაქტორი და ა.შ.

- კონკურსანტები აღნიშნავენ, რომ კერძის მზადების დროს შეფების მათთან მისვლაც კი ძალიან ანერვიულებთ

- ჩვენც ხომ მაგისთვის ვართ - უნდა შევუქმნათ ის წნეხი, რაც სამზარეულოში მუშაობას თან ახლავს. კარგ მზარეულს სტრესის მართვა უნდა შეეძლოს. მით უმეტეს, ყოველ სეზონში უფრო და უფრო ძლიერი ნაკადი მოდის, შესაბამისად, დავალებებიც რთულდება.

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები