სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს
სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარს სიკ­ვდი­ლის წინ მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კონ­კრე­ტუ­ლად, დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცხე­დარს:

"მო­ლურ­ჯო-მო­ი­ის­ფრო ფე­რის სისხნაჟ­ღენ­თე­ბი: შუბ­ლის არე­ში მარ­ცხნივ გა­ფან­ტუ­ლად მდე­ბა­რე 11/8 ფარ­თზე. შუბ­ლის მი­და­მო­ში მარ­ჯვნივ 6/3 ფარ­თზე...

ასე­თი­ვე ფე­რის სისხნაჟ­ღენ­თე­ბი მუც­ლის მარ­ცხე­ნა გვერ­დი­თი მი­და­მო­დან მარ­ცხე­ნა სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის და მარ­ჯვნის სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო­ში გარ­და­მა­ვა­ლი 32/8 სმ ფარ­თზე. მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრის უკა­ნა ზე­და­პი­ზე ზო­მით, 3/2 სმ. მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის ზემო მე­სა­მედ­ში ზო­მით 1/1-ზე. მარ­ცხნივ დუნ­დუ­ლოს გა­რე­თა ქვე­და და ზედა კვად­რან­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე, ზო­მით 1/1 სმ. მარ­ჯვნივ წე­ლის მი­და­მოს საპ­რო­ექ­ცი­ოდ, ზო­მით 4/1 სმ..." - ვკი­თხუ­ლობთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნის მი­ხედ­ვით 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი წყალ­ში დახ­რჩო­ბა გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GEO
6

ანუ ამ დასკვნით ორი ვარიანტია ან თავი მოიკლა ან დაახჩვეეს,პირველი ვარიანტი გამორიცხული მგონია და ეხლა გამოძიების დროა, იმედია სწორად გამოიძიებენ ამ საწყალი ბავშვის საქმეს

რუსა
2

იმედია საქმის ჩაფარცხვის მცდელობას არ აქვს ადგილი. ჭკუით იმოქმედეთ თორემ თქვენც უარესი მოგივათ,ვიდრე წინა ხელისუფლებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიკვდილის წინ მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რომელიც მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით არის მიყენებული.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კონკრეტულად, დასკვნაში მითითებულია რა ტიპის დაზიანებები აღენიშნება გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს:

"მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხნაჟღენთები: შუბლის არეში მარცხნივ გაფანტულად მდებარე 11/8 ფართზე. შუბლის მიდამოში მარჯვნივ 6/3 ფართზე...

ასეთივე ფერის სისხნაჟღენთები მუცლის მარცხენა გვერდითი მიდამოდან მარცხენა საზარდულის, ბოქვენის და მარჯვნის საზარდულის მიდამოში გარდამავალი 32/8 სმ ფართზე. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპიზე ზომით, 3/2 სმ. მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედში ზომით 1/1-ზე. მარცხნივ დუნდულოს გარეთა ქვედა და ზედა კვადრანტების საზღვარზე, ზომით 1/1 სმ. მარჯვნივ წელის მიდამოს საპროექციოდ, ზომით 4/1 სმ..." - ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიხედვით 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობა გახდა.

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?