მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით
ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი წყალ­ში დახ­რჩო­ბა გახ­და.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით.

ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით და­სად­გე­ნია დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა წარ­მო­შო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

ამავდრო­უ­ლად, მი­სა­ღე­ბია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სხვა პირ­თა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი და უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი.მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვალ­შიც მი­აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რის შე­სა­ხე­ბაც წი­ნას­წარ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა კონ­სულ­ტა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­თან.საქ­მის სირ­თუ­ლის და სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სთხოვს ყვე­ლას თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მო­უ­წ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, რათა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პი­რებ­მა სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგონ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

ასე­ვე, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფო­ტო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის გა­რე­შე" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
2

ცემეს გათიშეს ეგონათ შემოგვაკვდა და წყალში ჩააგდეს არაადამიანები 

Giorgi sixarulidze
59

მუხლი გადაკვალიფიცირდა და ეს ბევრს ნიშნავს უკვე ! 

დაველოდოთ გამოძიებას ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

საქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობა გახდა.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან.საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ექსპერტიზის დასკვნა ვრცლად

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ჩემი წყარო არის შსს-ს გენერალური ინსპექცია..." - რის თქმას აპირებს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვისას

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა