საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"
დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"

პირი, რო­მე­ლიც გლ­დან­ში, უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა პირ­მა ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. სა­სიგ­ნა­ლო ია­რა­ღი­დან, რამ­დენ­ჯერ­მე უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, კერ­ძოდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარს არ უღებ­და.

„2020 წლის 9 ივ­ლისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გლ­დან­ში, აკა­კი ვა­სა­ძის ქუ­ჩა­ზე, მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ად­გილ­ზე ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც. ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­ირ­კვა, რომ ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. სა­სიგ­ნა­ლო ია­რა­ღი­დან, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მო­ქა­ლა­ქემ - 1997 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბ.შ.-მ რამ­დენ­ჯერ­მე უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა. სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ამას­თა­ნა­ვე, ბ.შ. არ და­ე­მორ­ჩი­ლა ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, კერ­ძოდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ის პო­ლი­ცი­ე­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარს არ უღებ­და. ბ.შ. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) და 166-ე (წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა) მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ია­რა­ღი, რომ­ლი­და­ნაც გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"

დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"

პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა. ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. მათივე ცნობით, ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

„2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა. ბ.შ. დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა

რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"

შავ ზღვაში ბანაობა აიკრძალა - სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება