მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საარჩევნო სიაში? - პრემიერის პასუხი
იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საარჩევნო სიაში? - პრემიერის პასუხი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ 2020 წლის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ვი­დეს. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ვი­ხი­ლოთ.

„რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მისი თავ­მჯდო­მა­რე. რა თქმა უნდა...“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მისი თქმით, გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე მმარ­თვე­ლი გუნდს არ სცა­ლია იმის­თვის, რომ იმა­ზე გა­მარ­თოს დის­კუ­სია, ვინ იქ­ნე­ბა სიის სა­თა­ვე­ში.

„რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვი და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ. მე ვიქ­ნე­ბი ბოლო ნო­მე­რი, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩემ­თვის არ აქვს, მე რო­მე­ლი ნო­მე­რი ვიქ­ნე­ბი, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით - ჩემი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა, მთავ­რო­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა არის პირ­ველ რიგ­ში პან­დე­მია, ის, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კონ­ტრო­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი, მე­ო­რე ამო­ცა­ნა გახ­ლავთ კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღორ­ძი­ნე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა პოსტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კრი­ზი­სი გა­და­ი­ზარ­და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში და ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გეს თი­თო­ე­ულ ქარ­თველ ოჯახს, თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს და მე­სა­მე ამო­ცა­ნაა ამ ორი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, პან­დე­მი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში - წყნა­რად, მშვი­დად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ვა­ტა­როთ არ­ჩევ­ნე­ბი.

რო­გორ ფიქ­რობთ? ამ სამი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის, ომის, თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დით, რომ ორ ფრონტზე ვიბ­რძვით, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ახლა მე­სა­მე ფრონტზე ვიბ­რძვით, ამის პი­რო­ბებ­ში ან მე ან მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რს აქვს დრო იმის­თვის, რომ ვიმ­სჯე­ლოთ ან დის­კუ­სი­ე­ბი გავ­მარ­თოთ, პირ­ვე­ლი სი­ა­ში ვინ იქ­ნე­ბა ან მე­ო­რე, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. სი­ა­ში ვინ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ამას კი არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ან რო­მე­ლი პარ­ტია უფრო მეტ ხმას მი­ი­ღებს, ესეც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ ერ­თად - ოპო­ზი­ცი­ამ, მთავ­რო­ბამ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ყვე­ლამ ერ­თად უნდა ჩა­ვა­ტა­როთ სა­ნი­მუ­შო არ­ჩევ­ნე­ბი, ეს არის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. ეს არის ის გა­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც იმ ბევრ სპე­კუ­ლი­რე­ბას, რის სივ­რცე­საც ზო­გი­ერ­თი ვა­ი­პო­ლი­ტი­კო­სი ქმნის, ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­მე­ვა წერ­ტი­ლი”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
467

წავა ისევ აფერისტობები უფასო ფულები და უფასო გადასახადები უფასო ნაშები რისი იმედი გაქ ბიძინა ისევ 8 წელი უნდა დაგვაპაუზო ?

Giorgi sixarulidze
956

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს სიამაყე ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საარჩევნო სიაში? - პრემიერის პასუხი

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საარჩევნო სიაში? - პრემიერის პასუხი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შევიდეს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, გამოწვევების ფონზე მმართველი გუნდს არ სცალია იმისთვის, რომ იმაზე გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში.

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით - ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები, მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი”, - განაცხადა გახარიამ.

"საღამოს ნიუსრუმი" ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში!

"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

NDI: რისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი გავრცელება? - მთავრობის და ექიმების სწორი ნაბიჯები - 73%, გენეტიკა და რელიგია - 17%