Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"
რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"

რუს­თავ­ში, მე-12 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნა­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს, 42 წლის და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ცე­ცხლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნად­რე­ბის დრო­უ­ლი ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ოთხი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი.

სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, მათ შო­რის მე­ხან­ძრეს და პატ­რულს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხან­ძარს გა­და­ურჩნენ და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლის დედა, და და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცესს ძლი­ე­რი ქარი და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და. მე­ხან­ძრებ­მა ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აი­ვან­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხოდ გა­მოყ­ვა­ნაც შეძ­ლეს, თუმ­ცა ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირი იყო და ეტ­ლით სარ­გებ­ლობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ძმის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გულ­გრი­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლის და. მისი თქმით, ოჯა­ხი უშე­დე­გოდ ითხოვ­და და­ვი­თის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი სა­წარ­მოო ტრავ­მის გამო, ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა, რის გა­მოც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კი სტა­ცი­ო­ნარ­ში მის მო­თავ­სე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და, ად­გი­ლე­ბის არ­ქო­ნის გამო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი თა­ვის დაწ­ვით იმუქ­რე­ბო­და.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს კარ­გად იც­ნობ­და:

"რუს­თავ­ში ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა". დიახ მე­გობ­რე­ბო ემსხვერ­პლა, იმი­ტომ რომ ამ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მელ­საც დათო ჰქვია, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. დიახ, ემსხვერ­პლა იმი­ტომ რომ, ყვე­ლა ფსი­ქიტ­რი­ულ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უარი უთხრა და კარი მი­უ­ჯა­ხუ­ნა.

პი­რა­დად მივ­ყე­ვი ოჯახს თბი­ლი­სის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში (ქავ­თა­რა­ძე­ზე) ავუხ­სე­ნით პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ წარ­ბიც არ შე­უხ­რია მო­რი­გე ექიმს, “ად­გი­ლი არ მაქვს და რა ვქნაო!! კი­თხვა რომ და­ვუს­ვი ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე მეთ­ქი?! მხრე­ბი აი­ჩე­ჩა! შენ­თან გად­მო­მა­მი­სა­მარ­თა “ჩემო ქვე­ყა­ნა”!

ეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე რუს­თა­ვის ქარ­ხა­ნა­ში მომ­ხდარ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ მი­იყ­ვა­ნა. ეტლს მი­ჯაჭ­ვულ­მა ვერ გა­უძ­ლო სტრესს, ოჯა­ხის წევ­რებს სახ­ლის გა­დაწ­ვით ემუქ­რე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იცო­დი შენ "აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზე მდგა­რო ჩემო ქვე­ყა­ნა", მაგ­რამ რა გა­ა­კე­თე? რო­გორ და­ი­ცა­ვი ან ის ან დე­და­მი­სი ან მისი და? რო­გორ და­ი­ცა­ვი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე საფრ­თხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ? ად­გი­ლი არ გვაქ­ვსო რომ გა­ი­ძა­ხო­და მთე­ლი თვის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო, მერე ხომ გა­მოჩ­ნდა “ლუქს პა­ლა­ტა" "ზე­მო­დან” რომ და­გი­რე­კეს, მაგ­რამ ესეც არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი!

მერე ისიც კი გვი­თხა­რით, ინ­ვა­ლი­დებს ჩვენ აქ ვერ მივ­ხე­დავთ, გი­ჟე­ბი სცე­მენ და თავს ვერ და­ი­ცავ­სო. დიახ, ვერ და­იც­ვა თავი, ფერ­ფლად იქცა და ახლა მის­გან არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ეი შენ ჩემო ქვე­ყა­ნა, მი­თხა­რი - მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა უნდა მოხ­დეს, რომ ად­გი­ლი გა­მო­ნა­ხო ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის შენ "სა­გი­ჟეთ­ში"? რუს­თა­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში რომ დავ­რე­კე, მო­რი­გე ექიმ­მა მი­თხრა ად­გი­ლი არ გვაქვს, ჩვე­ნი მუდ­მი­ვი პა­ცი­ენ­ტიც კი ვერ მი­ვი­ღეთ და თქვენ რო­გორ მი­გი­ღებ­თო.

დღეს მი­ვე­დი ამ სახ­ლში, სახ­ლში რომ­ლის­გა­ნაც არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ამ სახ­ლში მე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ ცხოვ­რობ­და ეს ბიჭი! ზუს­ტად, ეს ახალ­გაზ­რდა, ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი ბიჭი, და­ი­კი­და ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ! ამ სახ­ლთან და ამ ბი­ჭთან ერ­თად და­იწ­ვა ჩემი ბავ­შვო­ბის ბევ­რი მო­გო­ნე­ბაც. და შენ მო­კა­ლი ის ჩემო ქვე­ყა­ნა" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

სწო­რედ რუს­თავ­ში მოხ­და გა­სულ წელს კი­დევ ერთი მძი­მე შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ­მა კლი­ნი­კამ ად­გი­ლე­ბის არ­ქო­ნის გამო არ მი­ი­ღო. 2019 წლის 10 თე­ბერ­ვალს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ვა­ლე­რი ირე­მა­ძემ, და­ნით მრავ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და სას­ტი­კად მოკ­ლა 13 წლის ძმის­შვი­ლი. მკვლე­ლო­ბას წინ მა­მას­თან კონ­ფლიქ­ტი უძღო­და, რო­მე­ლიც ირე­მა­ძემ სახ­ლი­დან გა­აგ­დო, კარი გა­და­კე­ტა და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად ბი­ნა­ში მარ­ტო დარ­ჩა.

ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბის მსგავ­სად, ირე­მა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბას ითხოვ­და, მკვლე­ლო­ბის წინა დღეს ის მე­უღ­ლემ და მე­გობ­რებ­მა თბი­ლის­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბა­ზე უარი მი­ი­ღეს.

ავ­ტო­რი: მა­რი­კა ვარ­დოშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
1

რა ფსიქიატრიული? რამდენი უნდა აშენდეს, ყველა რომ დაეტიოს იქ?/ აბა კაცი რომ ყველა ტრაგედიას, ხელისუფლებას დააბრალებს განურჩევლად და ამაზე მთელი სერიოზულოით მსჯელობს, ხო ჭირდება ფსიქიატრიული? "იქ არ გადაიყვანეს, აქ არ მოიყვანეს" იცით რაა ვისაც ტრაგედია დამართვია ოდესმე, სულ თქმულა;" აიქ რომ არ წასულიყო, აი ცოტა რომ დაეგვიანა, ეს აცდებოდა" და ასეთი რამეები. ხოდა ტრაგედია, ტრაგედიაა და ამაში ვინმეს, გამიზნული, დადანაშაულება, სულ მცირე სიბრიყვეა!...

თამარი
0

ძალიან სამწუხაროა ამ ადამიანის ბედი, მაგრამ ამდენი მაშინ უნდა გველაპარაკა, როცა ფსიქიატრიულის (და არა მარტო) შენობებს ყიდდენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"

რუსთავში მომხდარ ხანძარს 42 წლის შშმ პირი ემსხვერპლა - "ოჯახს სახლის გადაწვით ემუქრებოდა... ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, შენ მოკალი ჩემო ქვეყანა"

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს, 42 წლის დავით ბოსტოღანაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი მრავალსართულიან კორპუსში, გუშინ დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ბინადრების დროული ევაკუაცია განახორციელეს, ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამართალდამცავები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მეხანძრეს და პატრულს.

საბედნიეროდ, ხანძარს გადაურჩნენ დავით ბოსტოღანაშვილის დედა, და და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესს ძლიერი ქარი და დაკვამლიანება ართულებდა. მეხანძრებმა ცხრასართულიანი კორპუსის აივანზე დარჩენილი ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანაც შეძლეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს დავით ბოსტოღანაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო და ეტლით სარგებლობდა.

გარდაცვლილი ძმის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს ბოსტოღანაშვილის და. მისი თქმით, ოჯახი უშედეგოდ ითხოვდა დავითის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას. მამაკაცი მიღებული საწარმოო ტრავმის გამო, ეტლს მიეჯაჭვა, რის გამოც ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება კი სტაციონარში მის მოთავსებაზე უარს აცხადებდა, ადგილების არქონის გამო. ოჯახის წევრების განცხადებით, დავით ბოსტოღანაშვილი თავის დაწვით იმუქრებოდა.

უბედური შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს კარგად იცნობდა:

"რუსთავში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა". დიახ მეგობრებო ემსხვერპლა, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დათო ჰქვია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დიახ, ემსხვერპლა იმიტომ რომ, ყველა ფსიქიტრიულმა დაწესებულებამ უარი უთხრა და კარი მიუჯახუნა.

პირადად მივყევი ოჯახს თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ქავთარაძეზე) ავუხსენით პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ წარბიც არ შეუხრია მორიგე ექიმს, “ადგილი არ მაქვს და რა ვქნაო!! კითხვა რომ დავუსვი ვინ არის პასუხისმგებელი ამ მამაკაცის ოჯახის წევრების სიცოცხლეზე მეთქი?! მხრები აიჩეჩა! შენთან გადმომამისამართა “ჩემო ქვეყანა”!

ეს ახალგაზრდა მამაკაცი ამ მდგომარეობამდე რუსთავის ქარხანაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მიიყვანა. ეტლს მიჯაჭვულმა ვერ გაუძლო სტრესს, ოჯახის წევრებს სახლის გადაწვით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი იცოდი შენ "აღმავლობის გზაზე მდგარო ჩემო ქვეყანა", მაგრამ რა გააკეთე? როგორ დაიცავი ან ის ან დედამისი ან მისი და? როგორ დაიცავი მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ასევე საფრთხეში აღმოჩნდნენ? ადგილი არ გვაქვსო რომ გაიძახოდა მთელი თვის მანძილზე თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო, მერე ხომ გამოჩნდა “ლუქს პალატა" "ზემოდან” რომ დაგირეკეს, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი!

მერე ისიც კი გვითხარით, ინვალიდებს ჩვენ აქ ვერ მივხედავთ, გიჟები სცემენ და თავს ვერ დაიცავსო. დიახ, ვერ დაიცვა თავი, ფერფლად იქცა და ახლა მისგან არაფერია დარჩენილი. ეი შენ ჩემო ქვეყანა, მითხარი - მერამდენე შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ ადგილი გამონახო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შენ "საგიჟეთში"? რუსთავის ფსიქიატრიულში რომ დავრეკე, მორიგე ექიმმა მითხრა ადგილი არ გვაქვს, ჩვენი მუდმივი პაციენტიც კი ვერ მივიღეთ და თქვენ როგორ მიგიღებთო.

დღეს მივედი ამ სახლში, სახლში რომლისგანაც არაფერია დარჩენილი. ამ სახლში მე დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ ცხოვრობდა ეს ბიჭი! ზუსტად, ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, დაიკიდა ჩემმა ქვეყანამ! ამ სახლთან და ამ ბიჭთან ერთად დაიწვა ჩემი ბავშვობის ბევრი მოგონებაც. და შენ მოკალი ის ჩემო ქვეყანა" - წერს ოჯახის ახლობელი.

სწორედ რუსთავში მოხდა გასულ წელს კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა, რომელიც ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს უკავშირდება, რომელიც სპეციალიზირებულმა კლინიკამ ადგილების არქონის გამო არ მიიღო. 2019 წლის 10 თებერვალს ფსიქიკური პრობლემების მქონე ვალერი ირემაძემ, დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და სასტიკად მოკლა 13 წლის ძმისშვილი. მკვლელობას წინ მამასთან კონფლიქტი უძღოდა, რომელიც ირემაძემ სახლიდან გააგდო, კარი გადაკეტა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ბინაში მარტო დარჩა.

ბოსტოღანაშვილების მსგავსად, ირემაძეების ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა, მკვლელობის წინა დღეს ის მეუღლემ და მეგობრებმა თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში ჩაიყვანეს, თუმცა მის სტაციონარში განთავსებაზე უარი მიიღეს.

ავტორი: მარიკა ვარდოშვილი