სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე
"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი კრის­ტი­ნე ლო­მი­ძე წერს, რომ თეთ­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის მეტ­როს­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რებს, მა­მა­მისს ეკუთ­ვნის.

გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­მი­სი უკვე წლე­ბია ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სის რე­ისს ას­რუ­ლებს და თბი­ლის­ში ყო­ველ ღამე და სა­შუ­ა­ლოდ ზუს­ტად იმ დროს ჩა­მო­დის, რაც კად­რებ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი.

"ორი ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი დღე, რო­გორც იქნა, დას­რულ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლამ ბევ­რჯერ ნა­ხეთ "მთა­ვა­რი არ­ხის" რე­პორ­ტა­ჟი. კერ­ძოდ, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ახალ "სკან­და­ლურ" დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, და მათ შო­რის ჩემ­თვი­საც ( ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვამ­დე ) მთა­ვა­რი არხი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­როა. ბევრ ადა­მი­ანს დღემ­დე ღრმად სჯე­რა და სწამს იმის რა­საც კონ­კრე­ტულ არხზე, კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მებ­ში ამ­ბო­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩე­მის მხრივ, ჩემს მე­გობ­რებს მა­ინც გა­გა­გე­ბი­ნოთ სი­მარ­თლე. ის რა­საც ნიკა გვა­რა­მია ამ სი­უ­ჟეტ­ში სა­უბ­რობს, არის წმინ­და წყლის ცი­ლის­წა­მე­ბა.

ეს მარ­შუტ­კა ეკუთ­ვნის მა­მა­ჩემს. ვინც მე და ჩემს ოჯახს იც­ნობთ, ყვე­ლამ იცით, რომ მა­მა­ჩე­მი უკვე წლე­ბია ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სის რე­ისს ას­რუ­ლებს (ტვირ­თი გა­და­აქვს) თით­ქმის ყო­ველ ღამე და სა­შუ­ა­ლოდ ზუს­ტად იმ დროს ჩა­მო­დის თბი­ლის­ში.

მა­მა­ჩე­მი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დღეს და ღა­მეს ას­წო­რებს პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით და არას­დროს არა­ვის­თვის ცუდი არ გა­უ­კე­თე­ბია, ბა­ტონ­მა გვა­რა­მი­ამ გა­მო­იყ­ვა­ნა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის "გვა­მის გა­დამ­ზი­დად". მსგავ­სი ცი­ლის­წა­მე­ბა სცდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ზღვარს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნი­დან გად­მო­დის, არის ბიჭი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს ამ საქ­მეს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიჭი მა­მამ ხა­შურ­ში ჩა­ის­ვა და დი­დუ­ბე­ში ჩა­მოს­ვა. ამ ბი­ჭის და ვინ­მე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი კი ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვის თხოვ­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ეს ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ რო­მე­ლი­ღაც ად­ვო­კატ­მა და გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ბი­ძამ თქვა. ასე­ვე თა­ვად მაგ ბიჭ­მა გარ­კვე­ვით თქვა ინ­ტერ­ვი­უ­ში. ეს ბიჭი პირ­ვე­ლი არ არის, ვინც მა­მამ და­იმ­გზავ­რა, ყო­ველ­თვის თუ ად­გი­ლი აქვს და ვინ­მე წაყ­ვა­ნას სთხოვს, უარს არ ეუბ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სი­კე­თის კე­თე­ბა სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბით შე­მო­უბ­რუნ­და.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ეს ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე, ყვე­ლა კა­მე­რა ამო­ი­ღო გა­მო­ძი­ე­ბამ და ყვე­ლა მოწ­მე და­ი­კი­თხა, ამი­ტომ ეჭ­ვე­ბი და კი­თხვე­ბი აღარ არ­სე­ბობს. თუმ­ცა ბა­ტო­ნი გვა­რა­მია აშ­კა­რაა ისევ ცი­ლის­წა­მე­ბი­თაა და­კა­ვე­ბულ" - წერს კრის­ტი­ნე ლო­მი­ძე,

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვარ­მა არ­ხმა" ორი დღის წინ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს რო­გორ ხვდე­ბა დი­დუ­ბის სად­გურ­თან მან­ქა­ნით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მცხე­თი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნეს) მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც თეთ­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­დის.

ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს პირი ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე "კაწ­რო" იყო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით დად­გინ­და, რომ ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ფი­გუ­რი­რებს, ხა­შუ­რის მკვიდ­რი ლაშა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლია. იგი გუ­შინ შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამირ­ხა­ნაშ­ვილს არ იც­ნობს და დი­დუ­ბის მეტ­როს­თან შემ­თხვე­ვით მოხდვა, რა დრო­საც გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მას ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა სთხო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
103

არ მჯერა და რა ვქნა?? ეს ყველაფერი დადგმულია. ჭიათურიდან გამოვყევიო იმ ტიპმა და ეს კაცი კიდე ქუთაისი-თბილუსს ასრულებს. შეიძლება ამის მამა ღვთისნიერია მარა იქ ვინც ჩერდება ის არა მგონია ამის მამა.... მოკლედ რა!!!

!!!
116

ძალიან მწყინს ნიკა გვარამიას საქციელი, ნუთუ მართლა ჭორებს ავრცელებს და ცილისწამებითაა დაკავებული. უნიჭიერესი ადამიანია და რატომ ილახავს რეპუტაციას, მას თავისი ნიჭით შეუძლია დიდი საქმეების კეთება, არ მინდა იმის დაჯერება რომ გვარამია ტყუილებს ავრცელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი კრისტინე ლომიძე წერს, რომ თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბის მეტროსთან გადაღებულ კადრებში ფიგურირებს, მამამისს ეკუთვნის.

გოგონას ინფორმაციით, მამამისი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს და თბილისში ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის, რაც კადრებზეა მითითებული.

"ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ "მთავარი არხის" რეპორტაჟი. კერძოდ, ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ "სკანდალურ" დეტალებზე საუბრობს.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ) მთავარი არხი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე. ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს, არის წმინდა წყლის ცილისწამება.

ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის "გვამის გადამზიდად". მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.

რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის, არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება.

ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში. ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს, უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს. თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებულ" - წერს კრისტინე ლომიძე,

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" ორი დღის წინ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოდის.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს პირი ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" იყო. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია. იგი გუშინ შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ამირხანაშვილს არ იცნობს და დიდუბის მეტროსთან შემთხვევით მოხდვა, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა მას ტელეფონზე დარეკვა სთხოვა.

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"