პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება
"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მოს­კო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლას გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შეგნ­გე­ლია ყო­ველ­თვის იცავ­და სამ­შობ­ლოს და ნაკ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს და "ის ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბით კი­დევ არა­ერ­თხელ გა­ა­ხა­რებს".

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ეხ­მა­უ­რე­ბა თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მოს­კო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რო­გორც აქამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი კლუ­ბის რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და, თორ­ნი­კე ყო­ველ­თვის იცავ­და და და­ი­ცავს თა­ვის სამ­შობ­ლო­სა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კი­დევ არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ხა­რებს თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რით და მისი ლი­დე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბებს!

წარ­მა­ტე­ბე­ბი თოკო!!!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოს­კო­ვის ცსკა-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია რუ­სუ­ლი კლუ­ბის წევ­რი გახ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა "არ­მი­ელ­თა" სა­იტს მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რი­გებ­ში გა­დას­ვლით და ერთი სული მაქვს რო­დის შევ­ძლებ სა­უ­ცხოო მო­თა­მა­შე­ე­ბის გვერ­დი­თა და ბრწყინ­ვა­ლე მწვრთნე­ლე­ბის და­მო­ძღვრით თა­მაშს. იმე­დი მაქვს, ცსკა-სთან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­სა და ვი-თი-ბი ლი­გა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წევთ", - ამ­ბობს შენ­გე­ლია.

თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა და თუ შენ­გე­ლია "ცსკა"-ში გა­და­ვა, ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.......
4

რა გაუჭირდა ამის ფასი:((((

შინდისი
2

ჩემი წილი სიხარულიც თქვენთვის დამითმია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეგნგელია ყოველთვის იცავდა სამშობლოს და ნაკრების ინტერესებს და "ის ქვეყანას წარმატებით კიდევ არაერთხელ გაახარებს".

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა "არმიელთა" საიტს მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია.

თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

„16 500 ლარი ფასდაკლება Mazda-ს ავტომობილებზე“- მაზდა ცენტრი „თეგეტაში“ დიდი ფასდაკლება დაიწყო