პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი
"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის ად­ვო­კა­ტის, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მას გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის მა­სა­ლებ­თან ერ­თად გა­დას­ცა, არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან. ამის შე­სა­ხებ ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

"არ გავ­ცნო­ბი­ვარ დე­ტა­ლებს. არ ვიცი, ვინ არის ამ მა­სა­ლის გა­დამ­ღე­ბი, ეს დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი და ვი­თხოვ გა­ნად­გუ­რე­ბას, იმი­ტომ, რომ ეს არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი, და­ნარ­ჩენს არ გავ­ცნო­ბი­ვარ. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი გაგ­ვიც­ვა­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რემ, თვი­თონ ჩა­წე­რა ჩვენს კომ­პი­უ­ტერ­ში.

სა­უ­ბა­რია ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე. არა­ი­დენ­ტი­ფიც­რე­ბუ­ლი პი­რია ფა­ი­ლებ­ში, არა­ვინ არ ამო­მიც­ნია. არ შე­მის­წავ­ლია, ვნა­ხე თუ არა, მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას. არ არის არა­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან, შე­მიძ­ლია ამის თქმა თა­ვის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მცხე­თა­ში, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ად­ვო­კა­ტის თქმით, "ფა­ი­ლე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იძ­ლე­ვა".

"არ მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, მცხე­თა­ში მოხ­და მოქ­მე­დე­ბა თუ სად­მე სხვა­გან. ეს ფა­ი­ლე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გვაძ­ლევს. როცა ვნა­ხე ეს ფა­ი­ლე­ბი, იყო ორ­მხრი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მო­ვი­თხო­ვე გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მე­ლიც არის კა­ნო­ნი­ე­რი და სწო­რი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

გარ­და ამი­სა, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლა შე­საძ­ლოა, ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მისი თქმით, ბრეგ­ვა­ძის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ დას­კვნა ექ­სპერ­ტი­ზას ჯერ არ და­უ­დია.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მა­სა­ლებ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ად­ვო­კატ­მა ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ა­სა­ჯა­როა. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­ი­ლე­ბი სხვა მა­სა­ლებ­თან ერ­თად შეც­დო­მით გა­და­უგ­ზავ­ნა. თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რა­ტუ­რაც ადას­ტუ­რებს, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი პი­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში შე­ნა­ხუ­ლი აღ­მოჩ­ნდა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რისი შეს­წავ­ლაც, უწყე­ბის ცნო­ბით, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

ავტორი:

"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი

"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც მას გამოძიებამ საქმის მასალებთან ერთად გადასცა, არანაირად არ არის დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"არ გავცნობივარ დეტალებს. არ ვიცი, ვინ არის ამ მასალის გადამღები, ეს დეტალები არ ვიცი. არ არის იდენტიფიცირებული არაფერი და ვითხოვ განადგურებას, იმიტომ, რომ ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ვნახე რამდენიმე სურათი, დანარჩენს არ გავცნობივარ. ეს დოკუმენტები გაგვიცვალა ბრალდების მხარემ, თვითონ ჩაწერა ჩვენს კომპიუტერში.

საუბარია ფოტო და ვიდეომასალაზე. არაიდენტიფიცრებული პირია ფაილებში, არავინ არ ამომიცნია. არ შემისწავლია, ვნახე თუ არა, მაშინვე დავუკავშირდი პროკურატურას. არ არის არანაირად დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან, შემიძლია ამის თქმა თავის შინაარსიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მცხეთაში, იმ ტერიტორიაზე იყოს გადაღებული, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ადვოკატის თქმით, "ფაილები ამ ინფორმაციას არ იძლევა".

"არ მაქვს ეს ინფორმაცია, მცხეთაში მოხდა მოქმედება თუ სადმე სხვაგან. ეს ფაილები ამ ინფორმაციას არ გვაძლევს. როცა ვნახე ეს ფაილები, იყო ორმხრივი კომუნიკაცია გამოძიებასთან და მოვითხოვე განადგურება, რომელიც არის კანონიერი და სწორი ამ სიტუაციაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ვასილ მამულაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა შესაძლოა, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ბრეგვაძის მობილური ტელეფონის შემცველი ინფორმაციის შესახებ დასკვნა ექსპერტიზას ჯერ არ დაუდია.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

"მუდმივი სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ გიორგის დედას, მამას და ბებიას..." - მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახზე

"თქვა, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა" - შსს-ს ინფორმაციით, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება გააკეთა