ავტორი:

"დედა და და კარანტინში არიან... ატირონ სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი " - ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

"დედა და და კარანტინში არიან... ატირონ სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი " - ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

ფოთში 2 ივლისს მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახლობლების განცხადებით, მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის დედა და და საზღვარგარეთიდან გუშინ ჩამოფრინდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან და არ ეძლევათ საშუალება ოჯახის წევრის დაკრძალვას დაესწრონ.

მათივე თქმით, ისინი წლებია საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებიან.

"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, დედას და დას მიცვალებულის დატირების საშუალება მისცენ. გუშინ ჩამოფრინდნენ ისრაელიდან. უთხრეს ექვსი საათის განმავლობაში მოხდებაო თქვენი შემოწმება, მაგრამ დღემდე კარანტინის სივრცეში ჩაკეტილები არიან.

ერთი დღით გამოუშვან და ადგილზე დავიცავთ იმ პირობებს, რაც აუცილებელია. ატირონ ასე სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი“- განაცხადა ოჯახის ნათესავმა ნანი ტყებუჩავამ.

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

შავი სიმინდი, ოქროსფერი კენკრა, აფრიკული კიტრი... - გაიცანით კაცი, რომელსაც მრავალი წელია ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტები მოჰყავს

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - ვინ იყო თბილისის ნომერ პირველი "პარტნოი"?