მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!
"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ვე­ლი დრა­ი­ვინ კი­ნო­თე­ატ­რი „კა­ვეა დრა­ი­ვინ სი­ნე­მა“ ლი­სის ახალ იპოდ­რომ­ზე გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდ ეკ­რან­ზე ქარ­თუ­ლი ფილ­მის „უარ­ყო­ფი­თი რი­ცხვე­ბის“ პრე­მი­ე­რას ნა­ხავს და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ დრა­ი­ვინ კონ­ცერტს მო­ის­მენს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის და მისი ბენ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

„კა­ვეა Drive-in ლი­სის“ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­ი­დო თუ არა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გახ­სნის არ­ცერ­თი ბი­ლე­თი აღარ იყო და ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი გვწერ­და, რომ ვერ მო­ას­წრეს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა, სწო­რედ ასეთ­მა მო­თხოვ­ნამ გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა, რომ კი­დევ ერთი დღე დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა დრა­ივ ინ კონ­ცერ­ტი ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის და მისი ბენ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ასე რომ მა­ყუ­რე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ი­ძი­ნოს, 10 ივ­ლი­სის ბი­ლე­თე­ბი, და­ეს­წროს კონ­ცერტს და ნა­ხოს უტა ბე­რი­ას „უარ­ყო­ფი­თი რი­ცხვე­ბი“- აცხა­დე­ბენ „კა­ვე­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

“კა­ვე­ას” ქსე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პირ­ველ კი­ნო­თე­ატ­რში, მა­ყუ­რე­ბელს უახ­ლეს რე­პერ­ტუ­არ­თან და მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რებ­თან ერ­თად, კი­ნო­მა­რა­თო­ნებს და სხვა ივენ­თებს შეს­თა­ვა­ზებს. „კა­ვეა drive-in ლისი“ 100 ავ­ტო­მო­ბილ­ზეა გათ­ვლი­ლი და ყო­ველ სა­ღა­მოს 21:00 და 23:00 სა­ათ­ზე მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ფილ­მებს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან უყუ­რონ.

უტა ბე­რი­ას ფილ­მის „უარ­ყო­ფი­თი რი­ცხვე­ბის პრე­მი­ე­რა, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში იყო და­გეგ­მი­ლი და ახა­ლი კი­ნო­თე­ატ­რიც სწო­რედ ამ ნა­მუ­შევ­რით იხ­სნე­ბა. „კა­ვეა დრა­ი­ვინ ლის­ზე“ მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, კონ­ცერ­ტის და ფილ­მის ხმას სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში, რა­დი­ო­მიმ­ღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ის­მენს. drive-in ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლის შემ­დეგ, რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი უნდა მო­მარ­თოთ ტალ­ღა­ზე 95.9. ეს არის ამე­რი­კუ­ლი პრაქ­ტი­კა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი დღეს, პირ­ვე­ლად გა­მოც­დის.

ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი ასე გა­ნი­სა­ზღვრა, ჯი­პე­ბის­თვის 39 ლარი, ხოლო სე­და­ნის­თვის 29 ლარი და ავ­ტო­მო­ბილ­ში მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა კი­ნო­თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ არ იზღუ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს რომ 29 ლა­რად თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ვეა დრა­ი­ვინ ლის­ზე ფილ­მს ოთხმა ადა­მი­ან­მა უყუ­როს ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, რაც სტან­დარ­ტუ­ლი კი­ნოს ბი­ლე­თის ფას­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია.

„კა­ვეა დრა­ი­ვინ ლი­სის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ცუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ინ­ტე­რაქ­ცია მომ­ხმა­რე­ბელ­სა და პერ­სო­ნალს შო­რის მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, ასე­ვე და­ცუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

დღეს, საქართველოში, პირველი დრაივინ კინოთეატრი „კავეა დრაივინ სინემა“ ლისის ახალ იპოდრომზე გაიხსნება, სადაც მაყურებელი დიდ ეკრანზე ქართული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერას ნახავს და საქართველოში პირველ დრაივინ კონცერტს მოისმენს ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით.

„კავეა Drive-in ლისის“ ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, დაიდო თუ არა, რამდენიმე საათში გახსნის არცერთი ბილეთი აღარ იყო და ბევრი მაყურებელი გვწერდა, რომ ვერ მოასწრეს ბილეთების შეძენა, სწორედ ასეთმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ კიდევ ერთი დღე დაგვემატებინა დრაივ ინ კონცერტი ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით, ასე რომ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს, 10 ივლისის ბილეთები, დაესწროს კონცერტს და ნახოს უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“- აცხადებენ „კავეას“ წარმომადგენლები.

“კავეას” ქსელი ავტომობილების პირველ კინოთეატრში, მაყურებელს უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს შესთავაზებს. „კავეა drive-in ლისი“ 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველ საღამოს 21:00 და 23:00 საათზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან უყურონ.

უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების პრემიერა, კინოთეატრებში პანდემიამდე პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალი კინოთეატრიც სწორედ ამ ნამუშევრით იხსნება. „კავეა დრაივინ ლისზე“ მოსული მაყურებელი, კონცერტის და ფილმის ხმას საკუთარ ავტომობილებში, რადიომიმღების მეშვეობით მოისმენს. drive-in ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, რადიომიმღები უნდა მომართოთ ტალღაზე 95.9. ეს არის ამერიკული პრაქტიკა, რომელსაც ქართველი მაყურებელი დღეს, პირველად გამოცდის.

ბილეთების ღირებულება კი ასე განისაზღვრა, ჯიპებისთვის 39 ლარი, ხოლო სედანისთვის 29 ლარი და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა კინოთეატრის ადმინისტრაციის მიერ არ იზღუდება, რაც ნიშნავს რომ 29 ლარად თავისუფლად არის შესაძლებელი კავეა დრაივინ ლისზე ფილმს ოთხმა ადამიანმა უყუროს ერთი ავტომობილიდან, რაც სტანდარტული კინოს ბილეთის ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.

„კავეა დრაივინ ლისის“ ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების რეკომენდაციები, ინტერაქცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია ყველა, მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოცდილება.

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს