მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ლაშა ლურსმანაშვილსა და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს
შსს ლაშა ლურსმანაშვილსა და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმ ტე­რი­ტო­რი­ის გა­დაწ­ვის მი­ზე­ზებ­ზე, სა­დაც გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი იმა­ლე­ბო­და.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაც­ნო­ბებთ, რომ ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი მო­ქა­ლა­ქე დად­გე­ნი­ლია, იგი არის 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ხა­შურ­ში მცხოვ­რე­ბი ლ.ლ. და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ის არის ა.ბ., სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გე­ნი­ლია, რომ კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი პი­როვ­ნე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ხა­შუ­რი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მოძ­რა­ობ­და ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­ვე, ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ არის მო­რი­გი სიც­რუე და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ 4 ივ­ლისს, არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი მე­ტა­ლის და­მუ­შა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია. შეს­წავ­ლი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ყ., ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით, ად­გილ­ზე მე­ტალს ამუ­შა­ვებ­და და და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ პრო­ცეს­ში ბა­ლახს მო­ე­კი­და ცე­ცხლი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, პირი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ღა­მეს, მის მე­გო­ბარ გური ამირ­ხა­ნაშ­ვილს დი­დუ­ბე­ში ხვდე­ბა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა, ლაშა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლია. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი ხა­შუ­რის მკვიდ­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ჩანს, „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ თუ რო­გორ ხვდე­ბა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­უდ­გე­ნელ პირს. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, სა­ი­და­ნაც სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ჩა­მო­დის. ის ამირ­ხა­ნაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
146

წყალში ჩაუგდეს გვარამიას თითიდან გამოწოვილი პროვოკაციები!

Giorgi sixarulidze
204

ნიკა გვარამია არის ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალი ფულით დაქირავებული ავანტიურისტ- პროვოკატორი რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ! 

 

ჰალსტუხჭამია ფა გვარამია საქართველოს მტრები არიან ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს ლაშა ლურსმანაშვილსა და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს ლაშა ლურსმანაშვილსა და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის შესახებ, რომელიც "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ლაშა ლურსმანაშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ასევე საუბარია იმ ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით.

ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია.

აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?