პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული
"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 18 ივ­ნისს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, მცხე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წილ­მა თემ­ქა­ზე, იუ­ბი­ლარ ანი გა­ბე­ჩა­ვას მე­გობ­რის სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლა, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი.

მა­რი­ა­მი სხვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და თემ­ქა­ზე და AMBEBI.GE-სთან ადას­ტუ­რებს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ნამ­დვი­ლად შემ­თხვე­ვის ღა­მე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"თემ­ქა­ზე წა­ვე­დით იმის­თვის, რომ უბ­რა­ლოდ გაგ­ვერ­კვია, რა მოხ­და. რაც გავ­რცელ­და, ეს იმ ღა­მის სუ­რა­თე­ბია. მეც ვი­ყა­ვი იმ დროს იქ, უბ­რა­ლოდ ფო­ტო­ებ­ში არ ვარ, რად­გან ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრე­კავ­დი აქეთ-იქეთ. ია­კობს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მცხე­თა­ში არ გა­და­უ­ღია ფო­ტო­ე­ბი, რად­გან გვი­ან მო­ვი­და და რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი, ისე არც იყო მოწ­ვე­უ­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.

AMBEBI.GE-ს კი­თხვა­ზე, უამ­ბოთ თუ არა ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, ხა­ტის­კა­ცი ამ­ბობს, რომ ფო­ტოგ­რაფ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, მაგ­რამ რა თქვა კონ­კრე­ტუ­ლად, ამა­ზე სა­უბ­რის­გან გო­გო­ნა ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ვახო სა­ნა­ი­ამ გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მას შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი მცხე­თა­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლაქ­ში წა­მო­ვი­და და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტომასალაზე, რომლის თანახმადაც, 18 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, მცხეთიდან წამოსული ახალგაზრდების ნაწილმა თემქაზე, იუბილარ ანი გაბეჩავას მეგობრის სახლში გადაინაცვლა, პირველ კომენტარს აკეთებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მარიამ ხატისკაცი.

მარიამი სხვებთან ერთად იმყოფებოდა თემქაზე და AMBEBI.GE-სთან ადასტურებს, რომ გავრცელებული ფოტოები ნამდვილად შემთხვევის ღამესაა გადაღებული.

"თემქაზე წავედით იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვერკვია, რა მოხდა. რაც გავრცელდა, ეს იმ ღამის სურათებია. მეც ვიყავი იმ დროს იქ, უბრალოდ ფოტოებში არ ვარ, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი და ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრეკავდი აქეთ-იქეთ. იაკობს დაბადების დღეზე, მცხეთაში არ გადაუღია ფოტოები, რადგან გვიან მოვიდა და როგორც ფოტოგრაფი, ისე არც იყო მოწვეული" - გვეუბნება შაქარაშვილის მეგობარი.

AMBEBI.GE-ს კითხვაზე, უამბოთ თუ არა იაკობ ბრეგვაძემ მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, ხატისკაცი ამბობს, რომ ფოტოგრაფმა მომხდარის შესახებ ისაუბრა, მაგრამ რა თქვა კონკრეტულად, ამაზე საუბრისგან გოგონა ამ ეტაპზე თავს იკავებს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან ამოღებული მასალა, რომელიც თბილისში მას შემდეგ არის გადაღებული, რაც ახალგაზრდების ნაწილი მცხეთაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, დედაქალაქში წამოვიდა დაბადების დღის წვეულების გასაგრძელებლად.

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება" - პრემიერი

"ავტობუსში პირბადე არ მეკეთა... ერთი გამომესარჩლა: რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?!" - რა პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს პანდემიამ