ავტორი:

"პირი, რომელიც აცხადებს, რომ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა" - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე

"პირი, რომელიც აცხადებს, რომ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა" - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე

ლაშა ლურსმანაშვილი ნამდვილად არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ლაშა ლურსმანაშვილი, რომელზეც საუბარია შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა.

ჯანაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრი იგივე გვარ-სახელის მქონე პირია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მცხეთაში მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან.

„ხაშურის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრი ნამდვილად არის ლაშა ლურსმანაშვილი, თუმცა, აღნიშნული პირი, იგივე გვარ-სახელის მქონე, აბსოლუტურად სხვა პირია და შესაბამისად არანაირი შემხებლობა არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილი გუშინ გამოკითხეს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

შსს-ს თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს