ავტორი:

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 844 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები მაგისტრალიდან

"2 ინფიცირებული სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა" - ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - უახლესი მონაცემები