მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან
მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

18 ივ­ნი­სის ღა­მეს, მას შემ­დეგ რაც მცხე­თა­ში სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბა­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თავს და­ესხნენ არაგ­ვის ხიდ­ზე მყო­ფებს და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ი­კარ­გა, ამ მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მცხე­თი­დან წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქა­ზე აგ­რძე­ლებ­და წვე­უ­ლე­ბას.

ჟურ­ნა­ლის­ტი, "პო­ლიტ­მეტ­რის" წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან, რო­მე­ლიც მისი თქმით, სწო­რედ თემ­ქის წვე­უ­ლე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს კად­რე­ბი და ის ფაქ­ტი, რომ აქამ­დე არა­ვის უხ­სე­ნე­ბია ახალ­გაზ­რდე­ბის თემ­ქა­ზე შეკ­რე­ბა, და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს:

"1. და­ბა­დე­ბის დღი­დან სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნით წა­მო­სუ­ლი იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი თბი­ლის­ში ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

2. ანა გა­ბე­ჩა­ვა გად­მოჯ­და იმ მან­ქა­ნა­ში, სა­დაც ზის მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, მათ შო­რი­საა იუ­ბი­ლა­რის ნა­თე­სა­ვი ვაჟა, ასე­ვე გი­ორ­გი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­თვის უც­ნო­ბი ბიჭი.

3. ყვე­ლა­ნი მი­დი­ან თემ­ქა­ზე, იუ­ბი­ლარ ანა გა­ბე­ჩა­ვას ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ახლა იწყე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ეს ის ღა­მეა, როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. როცა მცხე­თა­ში ხიდ­თან ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

ახლა გა­ვაგ­რძე­ლოთ. რო­გორც გი­თხა­რით, ახალ­გაზ­რდე­ბი ადი­ან თემ­ქა­ზე. უკვე იმ ბი­ნა­ში ჩანს ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ფო­ტო­ებს უღებს იქ მყოფ გო­გო­ებ­სა და ბი­ჭებს. ფო­ტო­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით, და­ვად­გი­ნეთ, რომ ია­კობს უკვე გა­დახ­და ის ის­ტო­რია მცხე­თა­ში ხიდ­თან, შემ­დეგ ია­კო­ბი პო­ლი­ცი­ამ წა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. სა­ბო­ლო­ოდ ის აღ­მოჩ­ნდა თემ­ქა­ზე. წარ­მო­გიდ­გენთ ფო­ტო­მა­სა­ლას ია­კობ ბრეგ­ვა­ძის აპა­რა­ტი­დან.

რა­ტომ არა­ფერს უფრო მეტს არ ამ­ბობს ამ დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა? რა­ტომ არ­სად ჩანს ზო­გი­ერ­თის ჩვე­ნე­ბა­ში, რომ ია­კობ ბრეგ­ვა­ძე დი­ლამ­დე იმ­ყო­ფე­ბა თემ­ქა­ზე? სად ჩა­მოს­ვა პო­ლი­ცი­ამ ბრეგ­ვა­ძე - თვი­თონ ამ­ბობს, დი­ღომ­შიო. გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე და მერე სახ­ლში წა­ვე­დიო. მო­უყ­ვა თუ არა ბრეგ­ვა­ძე სხვა თა­ნა­ტო­ლებს ყვე­ლა­ფერს, რამ­დე­ნი ბიჭი დარ­ჩა მცხე­თა­ში და სად გაქ­რნენ? ზუს­ტად რა გა­დახ­დათ თავს მას და სხვებს სამ­რე­ცხა­ოს­თან, როცა თავს და­ეს­ხა ჯერ "მერ­სე­დე­სის", შემ­დეგ კი "ტო­ი­ო­ტას" შე­მად­გენ­ლო­ბა? რო­დის გა­ი­გეს თემ­ქა­ზე დი­ლამ­დე მყოფ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ?

ასე­ვე დავ­დე ერთ-ერ­თის - თემ­ქის ბი­ნის მას­პინ­ძლის ჩვე­ნე­ბა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ თემ­ქა­ზე ყოფ­ნის დროს მათ იცი­ან ია­კო­ბის­გან მერ­სე­დე­სი­სა და ტო­ი­ო­ტას ჩხუ­ბის ეპი­ზო­დე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რამ­დე­ნად კარ­გად იცი­ან პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მე? შე­გახ­სე­ნებთ, ია­კო­ბი დი­ლამ­დე თემ­ქა­ზე რჩე­ბა და ამას მას­პინ­ძე­ლი ადას­ტუ­რებს და ის ფო­ტო­ე­ბიც, რაც ავ­ტვირ­თე.

ახალ­გაზ­რდე­ბი (ნა­წი­ლი მა­ინც) დი­ლამ­დე რჩე­ბი­ან თემ­ქა­ზე. ჯერ გვი­ა­ნი ღა­მეა, მერე კი გამ­თე­ნი­აც ჩანს - ფო­ტო­ებ­შია. მათ იცი­ან ია­კო­ბის­გან, რომ თავ­დას­ხმა მოხ­და მცხე­თა­ში, ხიდ­თან, მაგ­რამ სად გაქ­რნენ ია­კობ­თან ერ­თად მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი? რა ბედი ეწი­ათ მათ? ამა­ზე აქვთ იმ დროს პა­სუ­ხი?

თემ­ქის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან: იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა, მარი და ვაჟა ადე­იშ­ვი­ლე­ბი. მას­პინ­ძლე­ბი ლიზი ნა­დი­რა­ძე, მა­რი­ამ კვა­ჭა­ძე, გი­ორ­გი ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე.

დღეს, როცა ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რე­ბი თემ­ქა­ზე, იმ კორ­პუს­თან მი­ვიდ­ნენ, მა­ლე­ვე ად­გილ­ზე გაჩ­ნდნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ისი­ნი ავიდ­ნენ ერთ-ერთი ბი­ნა­ში. მოკ­ლედ, სულ უფრო და უფრო უც­ნა­უ­რია ეს საქ­მე" - წერს ვახო სა­ნა­ია.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
++++
420

და ამ დროს მათ მშობლებს როგორ მშვიდად ეძინათ? გოგოები 5 6 საათზე წავიდნენ სახლშიო((( აი თქვენი გადამეტებული თავისუფლება,აღარაფერზე დაეკითხოთ ჭჯუა უფროსებს, არ ვიცი რა ჩემი საქმეა სხვისი ცხოვრება მაგრამ ასე თავის ნებაზე მიშვება ასე უყურადღებობა მშობლების მხრიდან კარგას არაფერს მოიტანს, ამ ასაკში როდესაც ასე უქრით, ასეთი გარდამტეხი, ცოტა რთული და ჩამოუყალიბებლები არიან უნდა დავუდგეთ გვერდში და დავანახოთ სწორი და არასწორი, ამდენი ბავშვის ერთად შეყრა უყურადღებოდ, ფხიზლებს რომ არ მოეკითხებათ ჭკუა და მითუმეტეს ნასვამებს არ შეიძლება, იქ რომ 1 2 უფროსი ადამიანი ყოფილიყო ახლა ის საცოდავი ცოცხალი იქნებოდა. დაუსჯელი არავინ დარჩება ამ ქვეყნიურ სამართალს თუ გაექცევა უფალის წინაშე ასმაგად აგებს პასუხს. იმ ანგელოზის სული კი უფლის გვერდით დაიდებს ბინას და იმაზე ათჯერ მეტად მისი მკვლელები მეცოდებიან.

მშობლებო გავზარდოთ შვილები ადამიანებად, პირველ რიგში ურთუერთსიყვარული ვასწავლოთ და ურთიერთპატივისცემა თორემ ცუდად შემოგვიბრუნდება.

მმმ
5

არაფერი უცნაური არ არის. დღეს ასე ცხოვრობენ ახალგაზრდები. მათ არაფერი საზრუნავი არა აქვთ.ბფუქსავატობენ და ერთობიან. არც დაინტერესებულან, ისე დატოვეს ის ადგილი ჩხუბის მერე, ყველა მშვიდობიანად გადარჩა თუ არა. ამ ბრეგვაძემ კი დარეკა 112-ში მაგრამ არც ორგანოები არ დაინტერესდნენ მაინცადამაინც ამ შემთხვევით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

18 ივნისის ღამეს, მას შემდეგ რაც მცხეთაში საბედისწერო წვეულებაზე ჩხუბი მოხდა, თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები თავს დაესხნენ არაგვის ხიდზე მყოფებს და გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, ამ მოვლენების პარალელურად მცხეთიდან წასული ახალგაზრდების ნაწილი თბილისში, თემქაზე აგრძელებდა წვეულებას.

ჟურნალისტი, "პოლიტმეტრის" წამყვანი ვახო სანაია ავრცელებს ფოტოებს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან, რომელიც მისი თქმით, სწორედ თემქის წვეულებაზეა გადაღებული. ეს კადრები და ის ფაქტი, რომ აქამდე არავის უხსენებია ახალგაზრდების თემქაზე შეკრება, დამატებით კითხვებს აჩენს:

"1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.

2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.

3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან.

რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე - თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ "მერსედესის", შემდეგ კი "ტოიოტას" შემადგენლობა? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?

ასევე დავდე ერთ-ერთის - თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე.

ახალგაზრდები (ნაწილი მაინც) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს - ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები? რა ბედი ეწიათ მათ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი?

თემქის ბინაში იმყოფებიან: იუბილარი ანა გაბეჩავა, მარი და ვაჟა ადეიშვილები. მასპინძლები ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე, გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე.

დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში. მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე" - წერს ვახო სანაია.

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა - გუგა ქაშიბაძე