მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია
"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­კუ­თარ ბი­ძაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მა­რი­ა­მის პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს მოქ­მე­დი წევ­რია, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ცოლ­სა და ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და და ამ­ჯე­რად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

გრე­მე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­მა­კა­ცი გაქ­ცე­უ­ლია და პო­ლი­ცი­ას ემა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი AMBEBI.GE-ს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მაც და­უ­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა მის­ცა ჩვე­ნე­ბა და ისი­ნი ამ­ჯე­რად ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გურ­ჯა­ან­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

- მა­რი­ამ, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი გაქ­ცე­უ­ლია...

- დიახ, ასეა, გაქ­ცე­უ­ლია. ბავ­შვე­ბი ახლა თე­ლა­ვი­დან გურ­ჯა­ან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ცოლ­მაც და შვი­ლებ­მაც ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. ორი შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია, ერთი, გო­გო­ნა - 19 წლის. ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი ჰყავს.

- მა­რი­ამ, ეს მა­მა­კა­ცი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით?

- დიახ, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია ახ­ლაც.

- თქვენ თუ ესა­უბ­რე­ბო­დით, რომ მისი მხრი­დან ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ძა­ლა­დო­ბას რა შე­იძ­ლე­ბა მო­ყო­ლო­და?

- მე მას­თან დიდი ხა­ნია არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. მის ცოლ-შვილ­თან და დე­დას­თან მქონ­და მხო­ლოდ ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ ვფიქ­რობ ახლა რა იქ­ნე­ბა. მეც არა­ნაკ­ლებ მსხვერ­პლად გან­ვიც­დი თავს, ამ პოსტს ჩემს ოჯახ­ში ძა­ლი­ან დიდი ამ­ბე­ბი მოჰ­ყვა. ზო­გა­დად ხო კა­ცებ­მა უნდა გვი­კარ­ნა­ხონ, "ფე­ის­ბუქ­ზეც" რა უნდა დავ­წე­როთ და რა - არა. იმე­დია მი­ი­ღებს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია.

მე ახლა თე­ლავ­ში ვარ, თა­ვად თე­ლა­ვის გვერ­დზე სო­ფელ­ში, შა­ლა­ურ­ში ცხოვ­რობს. დე­და­ჩემ­მა ჩემს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი რომ ნახა, შე­ში­ნე­ბულ­მა და­მი­რე­კა, ახლა მე მო­მი­ვარ­დე­ბა და ტყვი­ას და­მახ­ლის შუბ­ლშიო. ასეთ ტე­რორ­ში ჰყავს ხალ­ხი, ია­რა­ღი უჭი­რავს და დარ­ბის. ჩემ პოსტს რომ ნა­ხავს, კაც­მა არ იცის რას ჩა­ი­დენს. ამ ეტაპ­ზე არ იცის პო­ლი­ცი­ამ, სად არის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

სად გაიქცევა...

lol
14

ყოჩაღ ამ გოგოს, ბევრს შეეშინდებოდა და სირაქლემას პოზიციით გააგრძელებდა შორიდან თავის ქნევას და განსჯას, მეც შემეშინდებოდა ჩემი ოჯახის წევრებზე არ ეძია შური. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია

"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია

რამდენიმე საათის წინ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ ბიძაშვილზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

მარიამის პოსტში ვკითხულობთ, რომ მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც თელავის საკრებულოს მოქმედი წევრია, ოჯახის წევრებზე, ცოლსა და ორ ქალიშვილზე მუდმივად ძალადობდა და ამჯერად ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

გრემელაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მამაკაცი გაქცეულია და პოლიციას ემალება. აღნიშნული AMBEBI.GE-ს მარიამ კუკუნაშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრმა მისცა ჩვენება და ისინი ამჯერად ექსპერტიზაზე გურჯაანში არიან გადაყვანილები.

- მარიამ, ჩვენი ინფორმაციით მიხეილ გრემელაშვილი გაქცეულია...

- დიახ, ასეა, გაქცეულია. ბავშვები ახლა თელავიდან გურჯაანში გადაიყვანეს ექსპერტიზაზე და ცოლმაც და შვილებმაც ჩვენება მისცეს. ორი შვილი არასრულწლოვანია, ერთი, გოგონა - 19 წლის. ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავს.

- მარიამ, ეს მამაკაცი საკრებულოს წევრია "ქართული ოცნების" კვოტით?

- დიახ, საკრებულოს წევრია ახლაც.

- თქვენ თუ ესაუბრებოდით, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობას რა შეიძლება მოყოლოდა?

- მე მასთან დიდი ხანია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მის ცოლ-შვილთან და დედასთან მქონდა მხოლოდ ურთიერთობა. ვერ ვფიქრობ ახლა რა იქნება. მეც არანაკლებ მსხვერპლად განვიცდი თავს, ამ პოსტს ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ამბები მოჰყვა. ზოგადად ხო კაცებმა უნდა გვიკარნახონ, "ფეისბუქზეც" რა უნდა დავწეროთ და რა - არა. იმედია მიიღებს, რასაც იმსახურებს. ჯერჯერობით პოლიტიკური კუთხით არავინ დამკავშირებია.

მე ახლა თელავში ვარ, თავად თელავის გვერდზე სოფელში, შალაურში ცხოვრობს. დედაჩემმა ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, ახლა მე მომივარდება და ტყვიას დამახლის შუბლშიო. ასეთ ტერორში ჰყავს ხალხი, იარაღი უჭირავს და დარბის. ჩემ პოსტს რომ ნახავს, კაცმა არ იცის რას ჩაიდენს. ამ ეტაპზე არ იცის პოლიციამ, სად არის.

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შეიარაღებული დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა მუხრანში?