პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას" - შაქარაშვილის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ
"ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას" - შაქარაშვილის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ

შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბულ ვახო ახვლე­დი­ა­ნის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­მა, ნო­დარ მე­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში არას­წო­რად გა­ა­შუ­ქა ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა და მან რე­ა­ლუ­რად, სხვა რამ თქვა და­კი­თხვის დროს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პირ­ველ რიგ­ში, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო. ვეხ­მა­უ­რე­ბით "ტვ პირ­ველ­ზე" გა­სულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც გუ­შინ 7 ივ­ლისს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და არ­ხის სხვა­დას­ხვა გა­მოშ­ვე­ბა­ში. კერ­ძოდ, არხზე გა­ვი­და ვახო ახვლე­დი­ა­ნის მე­ო­რე ჩვე­ნე­ბის ეს ნა­წი­ლი: “აშ­კა­რა იყო რომ მათ ჩვე­ნი ცემა არ უნ­დო­დათ.” რე­ა­ლურ ჩვე­ნე­ბა­ში კი წე­რია სა­პი­რის­პი­რო: “აშ­კა­რა იყო, რომ ჩვენს სა­ცე­მად მორ­ბოდ­ნენ”.

ჩვე­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო კონ­ტექ­სტში გა­შუ­ქე­ბის მი­ზა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, იყო ტრა­გე­დი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბებ­ში კი აცხა­დებ­დნენ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დამ მათი სი­უ­ჟე­ტი გა­ა­ზი­ა­რა და ტვ პირ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბით, ვახო ახვლე­დი­ა­ნი მძი­მე ფორ­მით გა­აკ­რი­ტი­კა.

"ტვ პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი უკვე კვი­რა­ზე მე­ტია ავ­რცე­ლებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს ვა­ხოს შე­სა­ხებ, თით­ქოს ის იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მათ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ასე­ვე, არ არის სი­მარ­თლე, თით­ქოს ვახო ახვლე­დი­ა­ნი პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან იყო აგა­რა­კის კი­ბე­ებ­თან მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი, - ვახო ახვლე­დი­ა­ნი არას­წო­რად არის მო­ნიშ­ნუ­ლი წით­ლად არ­ხის მიერ გა­შიფ­რულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში. ვა­ხოს ეცვა შორ­ტი, იმ კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდ­ში მო­ნიშ­ნულ ახალ­გაზ­რდას კი შარ­ვა­ლი აც­ვია.

ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის მე­ო­რე ჩვე­ნე­ბა

ამ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მივ­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლო­საც.

ვი­თხოვთ არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის­გან - ნო­დარ მე­ლა­ძის­გან, გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბა, რა­ტომ ჩა­ა­მა­ტა ჩვე­ნე­ბა­ში სი­ტყვა - „არ“ და რა­ტომ ერ­ჩის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვახო ახვლე­დი­ანს. სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ფაქ­ტი თუ ჩვე­ნე­ბა, რაც 20 წლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბი­ჭის ფსი­ქი­კას ანად­გუ­რებს და მის სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბას ახ­დენს. ვახო ახვლე­დი­ა­ნიც ისე­თი­ვე მსხვერ­პლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ტრა­გე­დი­ის ღა­მეს დევ­ნიდ­ნენ.

ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ის ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი არაგ­ვის ხევ­ში გა­და­ჩეხ­ვას. ასე­ვე სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა სა­ხის არე­ში სას­ტი­კად ნა­ცე­მი მისი მე­გო­ბა­რი - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე. ვახო ახვლე­დი­ანს, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და კოკო ღიბ­რა­ძეს ამ საქ­მე­ში აქვთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ხში­რად ამ საქ­მე­ში აქ­ცენ­ტი არ არის ბი­ჭე­ბის და­სას­ჯე­ლად ჩა­სულ რკი­ნის ხელ­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მო­ძა­ლა­დე­ებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე და არის მსხვერ­პლზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მა­სობ­რი­ვი ბუ­ლინ­გი.

ვთხოვთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ფი­ზი­კუ­რად ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნილ 20 წლის ახალ­გაზ­რდებს ნუ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ მო­რა­ლუ­რად და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი, არა­ე­თი­კუ­რი ან გან­გებ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით. იმედს ვი­ტო­ვებთ, საქ­მე უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნე­ბა. მა­ნამ­დე კი გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს!" - ნათ­ქვა­მია ახვლე­დი­ა­ნის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11

მიცვალებულის დას გაეცით პასუხი.

Nia
3

იმ ანგელოზი ბიჭის ცოდვით ვერ გაიხარებთ ვერც დამნაშავე და ვერ დამფარავი!!!უფალს სად დაემალებით?? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას" - შაქარაშვილის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ

"ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას" - შაქარაშვილის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ტელეკომპანია პირველმა, ნოდარ მელაძის გადაცემაში არასწორად გააშუქა ახვლედიანის ჩვენება და მან რეალურად, სხვა რამ თქვა დაკითხვის დროს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ 7 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: “აშკარა იყო რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ.” რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: “აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ”.

ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი სავარაუდოდ, იყო ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და ტვ პირველზე დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, - ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია.

ვახტანგ ახვლედიანის მეორე ჩვენება

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც.

ვითხოვთ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან - ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა - „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ.

ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით. იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს!" - ნათქვამია ახვლედიანის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებაში.

საქართველოში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო - როგორია კორონავირუსის ბოლოდროინდელი სტატისტიკა გლობალური მასშტაბით

თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით