მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია
"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს და მის ბი­ძაშ­ვილს ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, რის გა­მოც ერთ-ერ­თმა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, გრე­მე­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია.

"ხმას არ ვი­ღებ წლე­ბია დე­დის ხათ­რით, გამ­ზრდე­ლი ბი­ცო­ლის ხათ­რით, ბე­ბი­ის ხათ­რით, მაგ­რამ ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა უკვე და­ნა­შა­უ­ლია! პრინ­ციპ­ში აქამ­დეც და­ნა­შა­უ­ლი იყო. მინ­და ყვე­ლა იც­ნობ­დეთ ჩემს ბი­ძაშ­ვილს მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვილს - მან 19 წლის შვი­ლე­ბი, გო­გო­ე­ბი ისე სცე­მა, რომ და­ა­ლურ­ჯა წყლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მიწ­ვდის გამო. და ეს, ცოლ-შვი­ლის ცემა, ძა­ლა­დო­ბა და ია­რა­ღით დევ­ნა და სრო­ლა, მისი მხრი­დან წლე­ბია უკვე გრძელ­დე­ბა.

უფ­როს გო­გოს, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ­ლის წინ წე­რი­ლი და­წე­რა არ დამ­მარ­ხოთ, თეთრ ზე­წარ­ში გა­მახ­ვი­ეთ და ისე გა­და­მაგ­დეთ, ისეთ ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობ მეტს არც ვიმ­სა­ხუ­რე­ბო. ფსი­ქო­ლო­გებ­თან ტა­რე­ბის შემ­დეგ ძლივს გა­მო­ვი­და ბავ­შვი დეპ­რე­სი­ი­დან. ბავ­შვე­ბი ამ­ჟა­მად, ამ წუ­თებ­ში პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და­კი­თხვა­ზე და ისე­თებს ყვე­ბი­ან მა­მა­ზე, გა­გიჟ­დე­ბით...

კა­ხე­თის "ოც­ნე­ბის" საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მო­ძა­ლა­დე, ლა­ჩა­რი მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი და­სა­ჭე­რია, ან ვინ მის­ცა ასეთ ზნე­და­ცე­მულ კაცს ია­რა­ღი?! ჩა­მო­არ­თვით მა­მო­ბის უფ­ლე­ბა, გა­ა­შუ­ქეთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც, სა­ნამ შე­მო­აკ­ვდე­ბა ეს ულა­მა­ზე­სი ცოლ-შვი­ლი და ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვე­ბი... მე წა­ვიყ­ვან ბავ­შვებს!!! ფურ­თხის ღირ­სა­დაც არ მი­მაჩ­ნი­ხარ მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლო... სე­სი­აშ­ვი­ლის პრო­ტეჟევ, სე­სი­აშ­ვილ­საც უნდა მივ­წე­რო საკ­რე­ბუ­ლო­ში შენ­ნა­ი­რებს რო­გორ აჩე­რე­ბენ" - წერს კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი გა­მო­კიხ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს..

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

რატომ ატარებენ პოლიტიკოსები იარაღს?

და ის ვინც ატარებს,იყენებს კიდეც.

saqartvelos rigiti moqalaqe
19

შენც უნდა მიგაჯინონ გვერდით, ამდენ ხანს დანაშაულს რომ მალავდი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მის ბიძაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუკუნაშვილის ინფორმაციით, მიხეილ გრემელაშვილი ქალიშვილებზე ფიზიკურად ძალადობს, რის გამოც ერთ-ერთმა თავის მოკვლაც სცადა.

ცნობისათვის, გრემელაშვილი თელავის საკრებულოს წევრია.

"ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს მიხეილ გრემელაშვილს - მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო. და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა, მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო. ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით...

კახეთის "ოცნების" საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი?! ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც, სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები... მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო... სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ" - წერს კუკუნაშვილი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ გრემელაშვილის შვილები გამოკიხვაზე იმყოფებიან. გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს..

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

შორენა ბეგაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ ქალიშვილთან ერთად აიცრა - ფოტოები