ავტორი:

გარდაიცვალა "ხუტა უფროსი" - ქართული კინო და თეატრი გოვენ ჭეიშვილს ემშვიდობება

გარდაიცვალა "ხუტა უფროსი" - ქართული კინო და თეატრი გოვენ ჭეიშვილს ემშვიდობება

საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი" ქუთაისში 1940 წელს დაიბადა. კინოში შემთხვევით მოხვდა. როცა რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა... "რეკორდში" კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

შემდეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა დასამახსოვრებელი როლები. გოვენ ჭეიშვილი გადაღებულია ასევე ფილმებში "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016).

1996 წლიდან ის ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა წლების წინ დაემშვიდობა თეატრს, როგორც მსახიობი და მიუხედავად ამისა, ხშირად დადიოდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ესწრებოდა სპექტაკლებს და თვალს ადევნებდა ახალგაზრდა კოლეგებს.

ბოლო პროფესიული შეხება თეატრთან 2015 წელს ჰქონდა, როდესაც მესხიშვილის თეატრში მისი 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას შემდეგ გოვენ ჭეიშვილი მალევე გამოემშვიდა თეატრს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქთან დამშვიდობებაც მოუხდა - ბოლო წლები ქუთაისიდან ბორჯომში შვილთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

წაიკითხეთ: "მინისტრმა დაიწუნა: როგორ შეიძლება საბჭოთა მილიციელი უვიცი იყოსო?!" - გოვენ ჭეიშვილის მოგონებები "რეკორდზე" და "ხუტა უფროსზე"

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - უახლესი მონაცემები

"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა