ავტორი:

5 ქვეყანა, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

5 ქვეყანა, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გაუხსნას, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ეს არის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტებს შეეძლებათ ნებისმიერი სახის ვიზიტის განხორციელება საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გზით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობისას, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება