საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?
პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?

და­ცხა და სი­ცხემ სა­ზა­ფხუ­ლო პრობ­ლე­მე­ბიც მო­ი­ტა­ნა. ბავ­შვებ­ში კი ამ დროს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ნა­სი­ცხია, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უფრო რთუ­ლი სა­ხე­ლი აქვს - ოფ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი წი­თე­ლი დერ­მა­ტო­ზი.

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე მშობ­ლებს უზი­ა­რებს სა­ჭი­რო რჩე­ვებს, რო­მე­ლიც ნა­სი­ცხის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ:

  • რა იწ­ვევს ნა­სი­ცხს?

ზა­ფხულ­ში გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად მა­ტუ­ლობს და პა­ტა­რა ოფ­ლი­ა­ნობს. კა­ნის ფო­რე­ბი ვიწ­როა, მათი დახ­შო­ბა კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, რაც წვრი­ლი წი­თე­ლი გა­მო­ნაყ­რის სა­ხით ვლინ­დე­ბა.

ეს უსი­ა­მოვ­ნო წი­თე­ლი კოპ­ლე­ბი მე­ტად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ნა­ო­ჭებ­ში, სხე­უ­ლის ზედა ნა­წი­ლებ­ში. ნა­სი­ცხი წლის ცივ დრო­საც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, თუ პა­ტა­რას ძა­ლი­ან თბი­ლად აც­მევთ, რის გა­მოც ის ოფ­ლი­ა­ნობს.

ნა­სი­ცხის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს ახალ­შო­ბი­ლის და ჩვი­ლის კა­ნის ანა­ტო­მი­ურ-ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი - კანი თხე­ლია, მის ფე­ნებს შო­რის კავ­ში­რი სუს­ტია, უხ­ვად მა­რაგ­დე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბით, ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო კანი ად­რე­ულ ასაკ­ში ად­ვი­ლად ზი­ან­დე­ბა და ღი­ზი­ან­დე­ბა, მე­ო­რა­დი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რა და გავ­რცე­ლე­ბა სწრა­ფად ხდე­ბა.

  • სტკი­ვა თუ არა გა­მო­ნა­ყა­რი პა­ტა­რას და რო­გორ და­ვეხ­მა­როთ მას?

სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ნა­ყა­რი მტკივ­ნე­უ­ლი არ არის, თუმ­ცა მას შე­საძ­ლოა თან მცი­რე ქა­ვი­ლი ახ­ლდეს და ბავ­შვს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­დეს.

  • ხში­რად აბა­ნა­ვეთ, შე­გიძ­ლი­ათ უბ­რა­ლოდ სუფ­თა წყა­ლი გა­ა­დავ­ლოთ ან სუ­ლაც მცე­ნა­რე­უ­ლი აბა­ზა­ნა გა­უ­კე­თოთ დღის მან­ძილ­ზე, სა­ღა­მოს კი და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­მო­ი­ყე­ნოთ. მთა­ვა­რია, პა­ტა­რას ოფლი მო­ა­შო­როთ და კანს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ.
  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კა­ნის ნა­ო­ჭებს, ამ ად­გი­ლებ­ში ოფ­ლი­ა­ნო­ბა უფრო მე­ტია. თუ წყლის გა­დავ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებთ, გრილ წყალ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი რბი­ლი ნაჭ­რით გაწ­მინ­დეთ ეს არე­ე­ბი და დე­ტა­ლუ­რად გამ­შრა­ლეთ.
  • ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ ტალკს და ცხი­მი­ან კრე­მებს სხე­ულ­ზე წა­სას­მე­ლად. ამით მხო­ლოდ უფრო მე­ტად ჩა­კე­ტავთ ფო­რებს და კანს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას შე­უ­ზღუ­დავთ.
  • არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სინ­თე­ზუ­რი ქსო­ვი­ლე­ბი­სა­გან შე­კე­რი­ლი სა­მო­სი. ტან­საც­მე­ლი უნდა იყოს მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის, რათა კა­ნის სუნ­თქვას და "გა­ნი­ა­ვე­ბას" ხელი შე­უ­წყოთ.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კა­ნის სი­სუფ­თა­ვეს. მიკ­რო­ბე­ბის შეჭ­რი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია კანი უფრო მე­ტად და­ზი­ან­დეს, წარ­მო­იქ­მნას ჩირ­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი და და­ზი­ა­ნე­ბის დიდი კე­რე­ბი, რაც ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის.
  • ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა 22-23 გრა­დუ­სი უნდა იყოს.
  • არ და­ი­ვი­წყოთ სი­თხე­ე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­წო­დე­ბა. ოფ­ლის სა­ხით პა­ტა­რა სი­თხეს კარ­გავს, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­ხუ­რე­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

თა­ვის­თა­ვად, ნა­სი­ცხი სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ თუ გა­მო­ნა­ყა­რი გავ­რცელ­და, კანი მე­ტად გა­ღი­ზი­ან­და, შე­ნიშ­ნეთ ჩირ­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ვი­ზიტ­ზე თქვენს ექიმს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?

პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?

დაცხა და სიცხემ საზაფხულო პრობლემებიც მოიტანა. ბავშვებში კი ამ დროს მთავარი პრობლემა ნასიცხია, რომელსაც სამედიცინო ლიტერატურაში უფრო რთული სახელი აქვს - ოფლით გამოწვეული წითელი დერმატოზი.

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს უზიარებს საჭირო რჩევებს, რომელიც ნასიცხის მკურნალობასა და მის თავიდან აცილებაში დაეხმარებათ:

  • რა იწვევს ნასიცხს?

ზაფხულში გარემოს ტემპერატურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს. კანის ფორები ვიწროა, მათი დახშობა კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც წვრილი წითელი გამონაყრის სახით ვლინდება.

ეს უსიამოვნო წითელი კოპლები მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, სხეულის ზედა ნაწილებში. ნასიცხი წლის ცივ დროსაც შეიძლება განვითარდეს, თუ პატარას ძალიან თბილად აცმევთ, რის გამოც ის ოფლიანობს.

ნასიცხის განვითარებას ხელს უწყობს ახალშობილის და ჩვილის კანის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები - კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ყოველივე ამის გამო კანი ადრეულ ასაკში ადვილად ზიანდება და ღიზიანდება, მეორადი ინფექციის შეჭრა და გავრცელება სწრაფად ხდება.

  • სტკივა თუ არა გამონაყარი პატარას და როგორ დავეხმაროთ მას?

საბედნიეროდ, გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა თან მცირე ქავილი ახლდეს და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს.

  • ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ დღის მანძილზე, საღამოს კი დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ. მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და დეტალურად გამშრალეთ.
  • ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.
  • არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისაგან შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და "განიავებას" ხელი შეუწყოთ.
  • ყურადღება მიაქციეთ კანის სისუფთავეს. მიკრობების შეჭრისას შესაძლებელია კანი უფრო მეტად დაზიანდეს, წარმოიქმნას ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანების დიდი კერები, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის.
  • ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს.
  • არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით პატარა სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

თავისთავად, ნასიცხი საშიში არ არის, მაგრამ თუ გამონაყარი გავრცელდა, კანი მეტად გაღიზიანდა, შენიშნეთ ჩირქოვანი გამონაყარი, აუცილებლად ეწვიეთ ვიზიტზე თქვენს ექიმს.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და სამი გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა - "ლეა მამასთან ნებივრობს"

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა