მცხეთაში ორი დღის წინ შემზარავი მკვლელობა მოხდა - 28 წლის ახალგაზრდამ ოჯახის ორი წევრი ცივი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა.
მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
"ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა" - ამბობენ მეზობლები.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.
მგონი მართლა ფსიქოტრონული იარაღი დაგვიმიზნა ვიღაცამ.
ყელი გამოჭრა, მძინარე ცოლი ჩაცხილა, ბენზინი მიასხა და დაწვა... ყოველ დილას, რომ ამას წაიკითხავ ან მოუსმენ ტელევიზიით, რა განწყობით უნდა გააგრძელო დღე? მასიური სიბოროტე, სიგიჟეა უკვე გავრცელებული ხალხში. საინფორმაციობესაც მეტი რა გინდათ? ყველაზე ცუდი კუთხით გამოგაქვთ ამბავი, რომ დაიშოკოს, დაისტრესოს ხალხი - რეიტინგი ამას მოაქვს სამწუხაროდ !
მეორეს მხრივ, კითხვა მიჩნდება მოძალადე, ბოროტ და ჩასაფრებულ ადამიანებთან. სუფრას სადღეგრძელოებით ღმერთის დიდებით იწყებთ და ამთავრებთ .სად არის რეალობაში ღმერთი? მოკვლა, ჩაგვრა და ე.წ. "ქუჩური გაგებაა" ღმერთი? (((