პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე
ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში კვა­ლი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლამ­დე, იგი­ვე "კაწ­რომ­დე" მი­დის. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც პი­რა­დად მუ­შა­ობს თე­მა­ზე, ამ­ტკი­ცებს, რომ აქამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით არ­გა­სულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხვდე­ბა დი­დუ­ბის სად­გურ­თან მან­ქა­ნით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მცხე­თი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნეს) მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია.

"კაწ­როს" შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან კავ­შირ­ზე "მთა­ვარ­მა არ­ხმა" არა­ერ­თი რე­პორ­ტა­ჟი მო­ამ­ზა­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მის ცხელ კვალ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ვი­ღა­ცას არ აძ­ლევ­და ხელს, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" მო­რაგ­ბე­ე­ბი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არი­ან, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი კი, თა­ვის მხრივ "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია - ის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექს-პრე­მი­ე­რის რე­პე­რი ვაჟი "კაწ­როს" მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლი­აა და ამ კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მე­გობ­როს მფარ­ვე­ლო­ბას ახერ­ხებს.

იმას, რომ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად მე­გობ­რო­ბენ, მოწ­მობს "კაწ­როს" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ათო­ბით ფოტო, რომ­ლე­ბიც 2015 წლი­დან თა­რიღ­დე­ბა. ფო­ტო­ებ­ში ჩანს, რომ ბი­ლა­ნიშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს ერთი სა­მე­გობ­რო ჰყავთ, ერ­თო­ბი­ან ბა­თუმ­ში, შეკ­ვე­თილ­ში თუ ბორ­ჯო­მის სას­ტუმ­რო­ში რე­პე­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ა.შ.

2016 წელს ბე­რას და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო

ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან და ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად
ასევე დაგაინტერესებთ
17:20 / 08-07-2020

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

22:58 / 08-07-2020

"განმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში" - შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა

10:05 / 09-07-2020

"მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა... მე არაფერ შუაში ვარ" - რას ამბობს "კაწრო", რომელიც შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს

11:24 / 14-07-2020

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

13:09 / 14-07-2020

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

10:38 / 25-07-2020

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია

გვა­რა­მი­ას თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი, არის თუ არა "კაწ­რო" ის პირი, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის სად­გურ­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩნდე­ბა და შეხ­ვდა თუ არა ის გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის კავ­შირს შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან, მისი გა­რე­მოც­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. "მთა­ვა­რი არ­ხის" რე­პორ­ტაჟს ვრცე­ლი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა "კაწ­როს" მე­უღ­ლე ნა­თია. აი, რას წერს ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"ჟურ­ნა­ლის­ტი­კის არსი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მუდ­მი­ვი გა­და­მოწ­მე­ბაა, მაგ­რამ რა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე და გა­და­მოწ­მე­ბა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც საქ­მე მთა­ვარ არხს და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც არ ვუ­წო­დებ მათ, ვი­ნა­ი­დან არ მინ­და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო ამ პრო­ფე­სი­ის ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვინც მარ­თლა სი­მარ­თლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა და არა სიც­რუ­ის და ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას.

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია მთა­ვა­რი არ­ხის მიერ მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ. ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ისი­ნი ცდი­ლო­ბენ და­უ­კავ­ში­რონ ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­მაც მარ­თლა შეძ­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

და აი, ამ ამ­ბავს რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ, აქ უკვე ამ არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს ადა­მი­ა­ნებ­საც ვე­ღარ ვუ­წო­დებ.ჩემი მე­უღ­ლე იმი­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თურ­მე ამ ამ­ბავ­თან, რომ ცხოვ­რობს "ნა­ხა­ლოვ­კა­ში", ხოლო ბერა იმი­ტომ, რომ მე­გობ­რობს ავთო ბი­ლა­ნიშ­ვილ­თან. ალ­ბათ ხვდე­ბით, რო­გორ აბ­სურ­დთან გვაქვს საქ­მე.ეს არხი ყო­ველ­დღი­უ­რად არა­ერთ ადა­მი­ანს აზა­რა­ლებს ჩემი ოჯა­ხის მსგავ­სად. ამა­ში ახლა უკვე სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ მათი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ჩვენც შეგ­ვე­ხო.

ად­ვი­ლია იმის თქმა, - "შენ ხო იცი მა­გათ არა­ვინ არ უყუ­რებს", ყვე­ლამ იცის ესე­ნი რომ მა­ტყუ­ა­რე­ბი არი­ან" "მა­გათ არა­ფე­რი და­ე­ჯე­რე­ბათ" და აშ. მაგ­რამ მე მყავს ოჯახ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რო­მე­ლიც მის­ვამს კი­თხვებს და ავად­მყო­ფი დე­დამ­თი­ლი, რო­მელ­საც აქვს სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. არა­ვინ ფიქ­რობს ამ დროს ამ ბინ­ძურ მი­ზან­მი­მარ­თულ შავ კამ­პა­ნი­ას რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს!

მთა­ვა­რი არსი ხომ სწო­რედ იმა­შია, რომ შექ­მნას ტყუ­ი­ლი, ამ ტყუ­ი­ლით მო­ახ­დი­ნოს მოკ­ლე და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ეფექ­ტი სა­კუ­თარ მიმ­დევ­რებ­ზე, რომ შემ­დგომ მათ მე­თა­ურს ქონ­დეს ჭო­რა­ო­ბის, ლან­ძღვის და გი­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­და­ცე­მებ­ში" - წერს ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე.

მკითხველის კომენტარები / 178 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შსს-ს
9

სასწრაფოდ დააპრიორიტეტეთ ამ უბედურების გამოძიება, რომ დაესვას წერტილი ამდენ ლაყბობას და უდანაშაულო ადამიანების ჩირქის მოცხებას. დამნაშავეები კი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ვისაც კი ოდნავი, იოტის ოდენა ბრალი მაინც მიუძღვის ამ მართლა ანგელოზივით ადამიანის გარდაცვალებაში !!!

111
23

ეხ "ნეტ დიმა ბეზ აგნია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც პირადად მუშაობს თემაზე, ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბილანიშვილია.

"კაწროს" შაქარაშვილის საქმესთან კავშირზე "მთავარმა არხმა" არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული "ნახალოვკელი" მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, თავის მხრივ "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია - ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია.

არსებული ინფორმაციით, ექს-პრემიერის რეპერი ვაჟი "კაწროს" მეჯვარე და შვილის ნათლიაა და ამ კავშირების წყალობით, ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული სამეგობროს მფარველობას ახერხებს.

იმას, რომ ბილანიშვილი და ბერა ივანიშვილი ნამდვილად მეგობრობენ, მოწმობს "კაწროს" "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ათობით ფოტო, რომლებიც 2015 წლიდან თარიღდება. ფოტოებში ჩანს, რომ ბილანიშვილსა და ივანიშვილს ერთი სამეგობრო ჰყავთ, ერთობიან ბათუმში, შეკვეთილში თუ ბორჯომის სასტუმროში რეპერის დაბადების დღეზე და ა.შ.

2016 წელს ბერას დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო

ბილანიშვილი მეუღლესთან და ბერა ივანიშვილთან ერთად

გვარამიას თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, არის თუ არა "კაწრო" ის პირი, რომელიც დიდუბის სადგურთან გადაღებულ კადრებში ჩნდება და შეხვდა თუ არა ის გურამ ამირხანაშვილს.

გამოძიება ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ მუშაობს, თუმცა ავთანდილ ბილანიშვილის კავშირს შაქარაშვილის საქმესთან, მისი გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს. "მთავარი არხის" რეპორტაჟს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა "კაწროს" მეუღლე ნათია. აი, რას წერს ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას.

უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს "ნახალოვკაში", ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო.

ადვილია იმის თქმა, - "შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს", ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან" "მაგათ არაფერი დაეჯერებათ" და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს!

მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში" - წერს ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე.

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

"ხურვალეთთან პოლიციამ  საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან" - სუს-ი