თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილია ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.
ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფული აქვთ გასაკეთებელი და ახლა ცოფი გამოიგონეს!! ჩქარობენ ამხანაგები!
კიდევ იძახეთ არ დახოცოთ მაწანწალა ძაღლებიო.
21-ე საუკუნეში კიდევ ცოფის ვირუსი და მაწანწალა ძაღლები რომ იქნება. იმ ქვეყანას არც საშველი აქვს და არც მომავალი
არ დაბლოკოთ