საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა
"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის, ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­უ­რე­კა, რაც ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს პო­ლი­ცი­ამ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რე­ბი ჩა­მო­არ­თვა.

რო­გორც მის მიერ "ფე­ის­ბუ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო გი­ორ­გო­ბი­ან­მა, რომ ბრეგ­ვა­ძე შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, ია­კობ­მა არამ­ცთუ ნი­ნოს, მეც არ და­მი­რე­კა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ რა­მო­დე­ნი­მე დღის მერე გა­ვი­გე, თუმ­ცა, ასეთ მძი­მე ფაქტთან თუ გვქონ­და საქ­მე, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. იცით, რომ ფო­ტოგ­რა­ფი კა­მე­რის გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს და ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან დამ­კვე­თე­ბი, არა­და, ეს მის­თვის დღეს შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­როა და თავს შეკ­ვე­თე­ბით ირ­ჩენს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვრე­კავ­დი ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა, მათ შო­რის დავ­რე­კე ნი­ნოს­თა­ნაც. ნინო ჩა­მე­კი­თხა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ჩემს შვილს ისი­ნი ჩა­მორ­თმე­უ­ლი და გა­უკ­ვირ­და, რომ ამ საქ­მე­ში ჩემი შვი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და, დიდი ხა­ნია არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვართ და ია­კო­ბი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც მის­თვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი.

მი­პა­სუ­ხა, რომ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბო­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და.ამ ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სი­მარ­თლით, შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი სა­უბ­რის ამო­ნა­წე­რიც ამო­ი­ღონ, მე ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს, პი­რი­ქით! 112 -ს ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც ჩანს, თუ რო­დის ვის და ვის­თან აქვს და­რე­კი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "და­ქი­რა­ვე­ბულ ფო­ტოგ­რაფს"- და­ე­კი­თხეთ მოწ­მე­ებს, ვინ­მეს თუ და­უ­ნა­ხავს წვე­უ­ლე­ბა­ზე, რომ ია­კობს კა­მე­რა ეჭი­რა ხელ­ში და იღებ­და? ჩემი შვი­ლი იქ სტუმ­რად იყო, და დღეს პი­რი­ქით, ნა­ნობს კი­დეც რომ არა­ფე­რი გა­და­ი­ღო, ნეტა გა­და­მე­ღოო…იუ­ბი­ლარ­თან მე­გობ­რობს და მან და­პა­ტი­ჟა, სხვებს არ იც­ნობ­და.." - წერს მარი ბრეგ­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. იმ დროს რო­დე­საც მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ, მათ შო­რის ია­კობ­მა გა­და­წყვი­ტეს მათ­გან თავი გაქ­ცე­ვით და­ეღ­წი­ათ. დღეს შსს-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის­მის, რო­გორ რე­კავს ბრეგ­ვა­ძე 112-ში და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა

"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედის ინფორმაციით, ნინო გიორგობიანს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც იაკობ ბრეგვაძეს პოლიციამ ტელეფონი და კამერები ჩამოართვა.

როგორც მის მიერ "ფეისბუზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო გიორგობიანმა, რომ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებდა.

"რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს.

ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა, მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა.ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ს ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი.

რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა.." - წერს მარი ბრეგვაძე.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა გადაწყვიტეს მათგან თავი გაქცევით დაეღწიათ. დღეს შსს-მ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ რეკავს ბრეგვაძე 112-ში და დახმარებას ითხოვს.

"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა