პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს
"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის, ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის დედა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მარი ბრეგ­ვა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯახს უსამ­ძიმ­რებს და სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს იხ­სე­ნებს.

მისი თქმით, იმ ღა­მეს ია­კობს არც მას­თან და არც ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­თან არ და­უ­რე­კია და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ი­გო.

"უპირ­ვე­ლე­სად მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს. მე, 7 შვი­ლის დედა და 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია ვარ, 18 წლის წინ მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო და ამ­ხე­ლა ოჯახს მარ­ტო ვუ­ძღვე­ბი. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და იმ ტკი­ვი­ლის, რა­საც ახლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი გრძნობს. ეს ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­აა და სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბიც არ მაქვს! არა­ვის ვუ­სურ­ვებ მსგავს უბე­დუ­რე­ბას...

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც ია­კო­ბის დედა, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გარ­შე­მო გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო. ამ პოსტს არ ვწერ მათ­თვის, ვინც ისე­დაც ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლებს და სი­მარ­თლე არ აინ­ტე­რე­სებს, ამ დღე­ებ­ში კი ტყუ­ი­ლი ნამ­დვი­ლად ბევ­რი ით­ქვა. შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, რომ ასეთ ფა­ქიზ თე­მას ზო­გი­ერ­თი მე­დია ისე აშუ­ქებს, რომ არც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ზე ფიქ­რო­ბენ, არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე და არც ეთი­კა გა­აჩ­ნი­ათ.არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი და მზად ვარ, ყვე­ლა გა­ჩე­ნილ და­მა­ტე­ბით კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო. უპირ­ვე­ლე­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ყვე­ლა ყვე­ლას ნა­თე­სა­ვია. ნინო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია და ეს მე­ა­მა­ყე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, ია­კობ­მა არამ­ცთუ ნი­ნოს, მეც არ და­მი­რე­კა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ რა­მო­დე­ნი­მე დღის მერე გა­ვი­გე, თუმ­ცა, ასეთ მძი­მე ფაქტთან თუ გვქონ­და საქ­მე, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი.

იცით, რომ ფო­ტოგ­რა­ფი კა­მე­რის გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს და ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან დამ­კვე­თე­ბი, არა­და, ეს მის­თვის დღეს შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­როა და თავს შეკ­ვე­თე­ბით ირ­ჩენს. ბუ­ნებ­რი­ვია, ვრე­კავ­დი ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა, მათ შო­რის დავ­რე­კე ნი­ნოს­თა­ნაც. ნინო ჩა­მე­კი­თხა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ჩემს შვილს ისი­ნი ჩა­მორ­თმე­უ­ლი და გა­უკ­ვირ­და, რომ ამ საქ­მე­ში ჩემი შვი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და, დიდი ხა­ნია არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვართ და ია­კო­ბი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც მის­თვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი.

მი­პა­სუ­ხა, რომ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბო­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და.ამ ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სი­მარ­თლით, შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი სა­უბ­რის ამო­ნა­წე­რიც ამო­ი­ღონ, მე ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს, პი­რი­ქით! 112 -ს ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც ჩანს, თუ რო­დის ვის და ვის­თან აქვს და­რე­კი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "და­ქი­რა­ვე­ბულ ფო­ტოგ­რაფს"- და­ე­კი­თხეთ მოწ­მე­ებს, ვინ­მეს თუ და­უ­ნა­ხავს წვე­უ­ლე­ბა­ზე, რომ ია­კობს კა­მე­რა ეჭი­რა ხელ­ში და იღებ­და? ჩემი შვი­ლი იქ სტუმ­რად იყო, და დღეს პი­რი­ქით, ნა­ნობს კი­დეც რომ არა­ფე­რი გა­და­ი­ღო, ნეტა გა­და­მე­ღოო…იუ­ბი­ლარ­თან მე­გობ­რობს და მან და­პა­ტი­ჟა, სხვებს არ იც­ნობ­და..

ხიდ­ზე, ვი­დე­ო­შიც ჩანს, რომ ბი­ჭე­ბი სუ­ლაც არ მო­ე­ლოდ­ნენ საფრ­თხეს, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ და რო­დე­საც გა­ჩერ­და მან­ქა­ნა და რკი­ნის ჯო­ხით გად­მო­ვი­და თავ­დამ­სხმე­ლი,მანდ უკვე გა­და­ღე­ბა­ზე კი არა, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და ია­კო­ბი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შეძ­ლო იმ შე­ნო­ბის­თვის თავი შე­ე­ფა­რე­ბი­ნა, თო­რემ, რა მოხ­დე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და! ნეტა, გი­ორ­გიც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო...

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­აქვს, რომ ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე არ გა­მო­იკ­ვე­თოს. ვინც ეხლა გან­სჯის ია­კობს და ტყუ­ი­ლებს უვრცე­ლე­ბენ, ვურ­ჩევ, და­ფიქ­რდნენ და გა­ა­ნა­ლი­ზონ, ვის აწყობს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა­ტომ ატყდა ასე­თი ამ­ბა­ვი ერთ ზარ­ზე პო­ლი­ცი­ა­ში? ჩემი შვი­ლი ხომ ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა?

და­ფიქ­რდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მო­ა­ხერ­ხებს უშ­ვე­ლოს თავს და დარ­ე­კოს პო­ლი­ცი­ა­ში, მერე რა­ტომ წაშ­ლის რა­მეს, თუკი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი???ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია და მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას რომ აბუ­ლინ­გონ ჩემი შვი­ლი და მკვლე­ლი ეძა­ხონ? ია­კო­ბი გარ­და იმი­სა, რომ ამ საქ­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ის დღეს უკვე ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლია... ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დე­ბა და სი­მარ­თლეს ფარ­და აეხ­დე­ბა!" - წერს მოწ­მის დედა.

ცნო­ბის­თვის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. იმ დროს რო­დე­საც მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ, მათ შო­რის ია­კობ­მა გა­და­წყვი­ტეს მათ­გან თავი გაქ­ცე­ვით და­ეღ­წი­ათ. დღეს შსს-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის­მის, რო­გორ რე­კავს ბრეგ­ვა­ძე 112-ში და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
74

ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში წესით დაცული უნდა იყოს ანონიმურობა,მაგრამ ჩვენი ქვეყანა ხომ ერთი დიდი ბაზარ-ვაგზალია,ყველაფერი უნდა აყრანტალონ ტელევიზორში,ჟურნალისტები გამომძიებლებზე უკეთ იძიებენ და ასე შემდეგ....არანაირი უდანაშაულობის პრეზუმცია,გარდაცვლილსაც კი არ ასვენებენ!!!! არც მის გაუბედურებულ ოჯახს!!! არის 24 საათი ერთიდაიგივეს ტრიალი,წარმოუდგენელი ხდება დღევანდელ მედიაში

მმმ
85

ეს ახალგაზრდა ყველაზე ადეკვატურად მოიქცა. დამნაშავეების მომხრეები აბულინგებენ ალბათ. იმედია მალე გაირკვევა მტყუან მართალი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს

"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს. მარი ბრეგვაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს უსამძიმრებს და საბედისწერო ღამეს იხსენებს.

მისი თქმით, იმ ღამეს იაკობს არც მასთან და არც ნინო გიორგობიანთან არ დაურეკია და მომხდარის შესახებ მან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო.

"უპირველესად მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას...

ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო. ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ.არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო. უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება.

რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი.

იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა, მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა.ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ს ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი.

რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა..

ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი,მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი. მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს. ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა?

დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული???ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია... ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!" - წერს მოწმის დედა.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა გადაწყვიტეს მათგან თავი გაქცევით დაეღწიათ. დღეს შსს-მ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ რეკავს ბრეგვაძე 112-ში და დახმარებას ითხოვს.

"იქ ვინც ვიყავით, ყველა ფიქრობდა, საკუთარი თავისთვის ეშველა" - DJ კოკოს პირველი კომენტარი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის შესახებ

პროკურატურა დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"მცხეთაში "ნახალოვკიდან" ჩასული პირების გარდა, რამდენიმე მანქანით "საბურთალოელებიც" ჩავიდნენ" - რას ყვება ვახო ახვლედიანის მეზობელი