სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რას გა­ნაგ­რძობს. ბან­კის ფი­ნან­სუ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ზე­მო­ფარ­ცხმა­ში ღვი­ნის მა­რა­ნი აშენ­და. მა­რან­ში 4 ქვევ­რი გან­თავ­სდე­ბა თი­თო­ე­უ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 700 ლიტ­რია. ქვევ­რე­ბი კომ­პა­ნი­ამ უკვე შე­ი­ძი­ნა და ამ ეტაპ­ზე მისი მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კომ­პა­ნია ჩხა­ვე­რის ჯი­შის ღვი­ნოს თა­ვად აწარ­მო­ებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­სა­ვა­ლი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. შპს „მა­რი­კა შო­შაშ­ვი­ლი“ წელს 3 ტონა ყუ­რძე­ნის მო­სა­ვალს ელო­დე­ბა. მოყ­ვა­ნი­ლი ყუ­რძნით კომ­პა­ნია „მე­ფა­რიშ­ვი­ლის მა­რანს“ ეტი­კე­ტი­რე­ბულ ბოთ­ლებ­ში ას­ხამს, თუმ­ცა მა­ნამ­დე მას ქვევრში, ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ინა­ხავს.

კომ­პა­ნია მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას და ღვი­ნის ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს გახ­სნას აპი­რებს.

ღვი­ნის მარ­ნის ასა­შე­ნებ­ლად ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­დე­ბულ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბამ 70 000 ლარი შე­ად­გი­ნა. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნია სო­ფელ­ში ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას გეგ­მავს.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ზე­მო­ფარ­ცხმა­ში ღვი­ნის სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი აშენ­დე­ბა. სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი ევ­რო­პა­ში, მა­გა­ლი­თად იტა­ლი­ა­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ღვი­ნის ბიზ­ნესს და ამით წა­ვა­ხა­ლი­სოთ ტუ­რიზ­მი. ახა­ლი მარ­ნის გახ­სნა ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­საც შექ­მნის, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ახვლე­დი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ცა­ლო ბიზ­ნე­სის სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს. კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს „მარიკა შოშაშვილი“ წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია „მეფარიშვილის მარანს“ ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს.

კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს.

ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი. ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

NS

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ