სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუფ­თან („EIB ჯგუ­ფი“) 60 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მო­ცუ­ლო­ბის სა­გა­რან­ტიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. InnovFin სა­გა­რან­ტიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიერ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ცე­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სეს­ხის 50%-ს და­ა­ზღვევს და მი­მარ­თუ­ლია ისე­თი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სე­ბის და სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და საბ­რუ­ნავ კა­პი­ტალს, ასე­ვე, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, EIB ჯგუ­ფი 80%-ით და­ა­ზღვევს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიერ გა­ცე­მულ სეს­ხებს საბ­რუ­ნა­ვი კა­პი­ტა­ლის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად იმ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სებ­სა და სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პა­ნი­ებ­ზე, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც COVID-19 პან­დე­მი­ამ ნე­გა­ტი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა InnovFin გა­რან­ტი­ის ფარ­გლებ­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს პარტნი­ო­რო­ბა ბანკს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას შეს­თა­ვა­ზოს ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბი ისეთ მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სებს და სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ინო­ვა­ცი­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მი­მარ­თა­ვენ კვლე­ვე­ბი­სა და დი­ჯი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ისე­თი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­გო­რიც InnovFin გა­რან­ტი­აა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ბიზ­ნე­სე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის და მათი სტან­დარ­ტე­ბის ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­თვის. რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ერ­თის მხრივ, გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ვუ­წი­ოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ბიზ­ნე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი COVID-19 პან­დე­მი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და მე­ო­რეს მხრივ, შევ­ძლებთ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­სა­ღი სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო EIB ჯგუფს ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

„ევ­რო­კავ­ში­რის ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და მიზ­ნად ისა­ხავს კი­დევ უფრო ინო­ვა­ცი­უ­რი, მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კის შექ­მნას, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­თან. მცი­რე ინო­ვა­ცი­ურ სა­წარ­მო­თა ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა EIB ჯგუ­ფის COVID-19 კრი­ზის­ზე სა­პა­სუ­ხო გეგ­მის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია. ეს ოპე­რა­ცია InnovFin SME Guarantee პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში EIB ჯგუ­ფი­სა და მისი სან­დო პარტნი­ო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­გა­რან­ტიო პროგ­რა­მის ახა­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც EIF–ს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ა­ფარ­თო­ვოს გა­რან­ტი­ე­ბი­სა და კონ­ტრ-გა­რან­ტი­ე­ბის პი­რო­ბე­ბი, სტი­მულს მის­ცემს ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს შეძ­ლონ იმ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბის საბ­რუ­ნა­ვი კა­პი­ტა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ზა­რალ­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ნე­გა­ტი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად“,- გა­ნა­ცხა­და EIB-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ლი­ლი­ა­ნა პავ­ლო­ვამ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ბან­კის ოპე­რა­ცი­ებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

„მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ზა­რალ­და COVID-19-ის კრი­ზი­სის გამო. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის მეშ­ვე­ო­ბით, შეძ­ლო ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა, რაც მათ და­ეხ­მა­რე­ბათ დაძ­ლი­ონ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ინო­ვა­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა.

კიო
0

ბატონმა არცილმა ცობია ის 17 000 000 დააბრუნოს 600მ2 მიცის სანაცვლოდ რომ გასცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოს ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის 50%-ს დააზღვევს და მიმართულია ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციებს და საბრუნავ კაპიტალს, ასევე, განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში, EIB ჯგუფი 80%-ით დააზღვევს ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემულ სესხებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაზეც COVID-19 პანდემიამ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა იქონია.

“მოხარული ვარ რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თანამშრომლობა InnovFin გარანტიის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. ეს პარტნიორობა ბანკს მისცემს შესაძლებლობას შესთავაზოს ფინანსური სერვისები ისეთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებს, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულნი და ინვესტიციებს მიმართავენ კვლევებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც InnovFin გარანტიაა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიზნესების მოდერნიზაციისთვის და მათი სტანდარტების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისთვის. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, მოხარული ვართ, რომ ერთის მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სასესხო პორტფელი. მინდა მადლობა გადავუხადო EIB ჯგუფს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„ევროკავშირის ბანკის დაფინანსება ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინოვაციური, მწვანე ეკონომიკის შექმნას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მცირე ინოვაციურ საწარმოთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა EIB ჯგუფის COVID-19 კრიზისზე საპასუხო გეგმის ძირითადი კომპონენტია. ეს ოპერაცია InnovFin SME Guarantee პროგრამის ფარგლებში EIB ჯგუფისა და მისი სანდო პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. საგარანტიო პროგრამის ახალი მახასიათებლები, რაც EIF–ს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვოს გარანტიებისა და კონტრ-გარანტიების პირობები, სტიმულს მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს შეძლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესების საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად“,- განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ბანკის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამ კომპანიების უმრავლესობა დაზარალდა COVID-19-ის კრიზისის გამო. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეშვეობით, შეძლო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მათ დაეხმარებათ დაძლიონ არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისთვის ინოვაციებში ინვესტიციები განახორციელონ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ