მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს
შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

შსს-მ დღეს გა­ა­სა­ჯა­რო­ვა საქ­მის მოწ­მის ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ 112-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ჩა­ნა­წე­რიც.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს, მო­გა­წო­დოთ შუ­ა­ლე­დუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

საქ­მის მო­ცუ­ლო­ბი­სა და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საქ­მე­ზე გა­ფარ­თოვ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად, გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის დად­გე­ნის შემ­დგომ, შე­საძ­ლოა, შე­იც­ვა­ლოს საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია და დამ­ძიმ­დეს ბრალ­დე­ბა.

ასე­ვე, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­სა­ჯა­რო­ებთ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ "112"- ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზარს, სა­დაც ის იძა­ხებს პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს და ასე­ვე, ვა­სა­ჯა­რო­ებთ "112"- ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზარს ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს­თან, სა­დაც ოპე­რა­ტო­რი ბრეგ­ვა­ძის ლო­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბას ცდი­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გილ­ზე მი­სუ­ლი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის მოქ­მე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს, ამ სა­კითხს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია იკ­ვლევს და თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა მათი მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მა, მა­სა­ლე­ბი შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცე­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა და ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა 17 პირი. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, კერ­ძოდ: საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 450-მდე სა­გა­მო­ძი­ე­ბო და 400-მდე საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. მათ შო­რის:

  • გა­მო­კი­თხუ­ლია 93 პირი;
  • გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში და მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 121 ჩხრე­კა-ამო­ღე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ამო­ღე­ბუ­ლია 105 ერ­თე­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი. ასე­ვე, სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის მიზ­ნით, სა­ერ­თო ჯამ­ში, 40 პი­რის­გან - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ამო­ღე­ბუ­ლია ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი;
  • ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 41 პი­რის­გან აღე­ბუ­ლია დნმ-ის და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ნი­მუ­შე­ბი;
  • მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი­დან საქ­მე­ში გა­მა­ვალ ათე­უ­ლო­ბით პირ­ზე გა­მო­თხო­ვი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, მათი ლო­კა­ცი­ე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით;
  • ათე­უ­ლო­ბით ობი­ექ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 600 სა­ა­თამ­დე ჩა­ნა­წე­რი;
  • საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბი­სა და ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, და­ნიშ­ნუ­ლია 8 სა­ხე­ო­ბის 57 ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ნი­ა­და­გის, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ჩვენ კვლავ გან­ვაგ­რძობთ აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­თან და სის­ტე­მა­ტუ­რად ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. აქვე, მივ­მარ­თავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ცალ­კე­ულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან, რათა არ და­ზი­ან­დეს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და არ შე­ე­შა­ლოს ხელი საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნას.აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად" - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
1

ღმერთო როგორი ანერვიულებულია ბიჭი, რად უნდოდა ამას ზედმეტი კითხვები? როგორ არ დაინტერსდა პოლიცია რა ვითარება იყო გარშემო? 

Natashka
3

amas hqvia sidebilis gamovlinebis umaglesi formaaaaaa

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შსს-მ დღეს გაასაჯაროვა საქმის მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერიც.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს. რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ: საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:

  • გამოკითხულია 93 პირი;
  • გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
  • მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
  • ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;
  • საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ. აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"პირი, რომელიც აცხადებს, რომ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა" - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე

"მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა... მე არაფერ შუაში ვარ" - რას ამბობს "კაწრო", რომელიც შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს

პირი, რომელიც გუკა ამირხანაშვილთან შესახვედრად თეთრი მიკროავტობუსით მივიდა, ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია