მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება
"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახო ახვლე­დი­ა­ნი ჩვე­ნე­ბას ცვლის. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად თავ­დამ­სხმე­ლებს გა­ექ­ცა, ახალ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­ზა­ნი მათი ცემა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშწო­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის საქ­მე­ში არ­სე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან.

ახვლე­დი­ა­ნის მიერ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის და, ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ნა­გა­ვი ახვლე­დი­ა­ნი გიოს ძმა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა არას­დროს. ალ­ბათ ყვე­ლა კარ­გად და­აკ­ვირ­დით კად­რებ­ში, თუ რო­გორ ცდი­ლობს გიო მის დაც­ვას და ეს ნა­ძი­რა­ლა კი, რო­მე­ლიც "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად" არის ცნო­ბი­ლი პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ გი­ნე­ბით მის­დევ­დნენ მა­საც და გი­ო­საც მკვლე­ლე­ბი, ხოლო ახლა ეს ლა­ჩა­რი ცვლის ჩვე­ნე­ბას და ამ­ტკი­ცებს, რომ თურ­მე სა­ცე­მად არ მის­დევ­დნენ. თუ მარ­თლა ასე იყო, რის­თვის იჯე­ქი ბუჩ­ქებ­ში კურ­დღე­ლი­ვით გა­ნა­ბუ­ლი. ბუჩ­ქებ­ში კი არა შენი ად­გი­ლი მკვლე­ლე­ბის გვერ­დით არის სა­კან­ში. შენ ცო­ცხლად მო­სი­ა­რუ­ლე ლეშს ჩემი მკვდა­რი ძმა ჯო­ბია", - წერს ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახვლე­დი­ა­ნის ახა­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შე­კი­თხვა­ზე და­ე­წე­ოდ­ნენ თუ არა მდევ­რე­ბი ("ტო­ი­ო­ტა ქამრში" მსხდო­მი მო­რაგ­ბე­ე­ბი) მათ და უნ­დო­დათ თუ არა მდევ­რებს მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ არ ეთან­მხმე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ მდევ­რებს არ სურ­დათ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ და­უ­რე­კა მან 112-ს მა­შინ, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი მძვინ­ვა­რებ­და, ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ მას არც კი უფიქ­რია ამა­ზე, რად­გან "ამის თავი არ ჰქონ­და", ხოლო ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და შა­ქა­რაშ­ვი­ლი იმი­ტომ არ მო­ძებ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და სურ­და, მალე გაც­ლო­და ტე­რი­ტო­რი­ას."

ვახო ახვლე­დი­ა­ნი მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ჩე­ნე­ბა­ში ყვე­ბა: "ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც ცემა და­უ­წყეს გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი გა­მო­იქ­ცა ჩემ­კენ, უკან გა­მოყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და რო­გორც კი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, პირ­ველ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იქ­ცა ჩემ­სკენ და მო­ვი­და ჩემ­თან, და­მარ­ტყა ხელი სა­ხე­ში და მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბა ცხვი­რის მი­და­მო­ში და ვიგ­რძე­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც მე და­ვი­ნა­ხე, რომ სხვე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­სკენ ჩემ სა­ცე­მად, რის გა­მოც მე და ჩემ გვერ­დით მყო­ფი კი­დევ 3 ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გა­ვი­ქე­ცით უკან, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი რომ გა­ვი­ქე­ცით, მდევ­რე­ბიც გა­ჩერ­დნენ, გატ­რი­ალ­დნენ უკან, ჩას­ხდნენ თა­ვი­ანთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვიდ­ნენ".

ნა­ხეთ ჩვე­ნე­ბა სრუ­ლად: "მოგ­ვსდევ­დნენ და გვა­გი­ნებ­დნენ... ბუჩ­ქე­ბის­კენ ჩა­ვუხ­ვიე, ისი­ნი გა­ე­კიდ­ნენ შა­ქა­რაშ­ვილს" - რას ჰყვე­ბა ჩვე­ნე­ბა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახო ახვლე­დი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
0

რას ქვია ჩვენებას ცვლიან რა ხდება საერთოდ დასაჭერია ეს ახვლედიანიც ცრუ ჩვენების მიცემის გამო ვინ დააშინა ამისთანა გამოვიდეს თქვას პირდაპირ და მერე ხალხი დავუდგებით გვერდში ! 

ლ.გ.
1

ანი მართალი ხარ!!!

კი მარა ეს ქვეყანა ასე ჩალითაა დახურული??? ვის ჯერა ამის? მერე რა რომ შეცვალა. ამ ნაგავი ახვლედიანის გამო შეეწირა ანგელოზი ბავშვი. ჩემი აზრით, ამირხანაშვილიც არ ამბობს სიმართლეს, ისევე როგორც ბრეგვაძე და ღიბრაძე(ტაქსი რომ გააჩერა გაქცეულმა) რომელიც გარბოდა თავქუდმოგლეჯილი, ანუ საშიშროებას გაურბოდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ახვლედიანი, რომელიც შაქარაშვილთან ერთად თავდამსხმელებს გაექცა, ახალ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ თავდამსხმელების მიზანი მათი ცემა და ფიზიკური ანგარიშწორება არ ყოფილა. ვახო ახვლედიანის ჩვენება სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან.

ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ეხმაურება:

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც "დაზარალებულად" არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია", - წერს ანი შაქარაშვილი.

მედიაში გავრცელებული ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, სამართალდამცავების შეკითხვაზე დაეწეოდნენ თუ არა მდევრები ("ტოიოტა ქამრში" მსხდომი მორაგბეები) მათ და უნდოდათ თუ არა მდევრებს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ახვლედიანი პასუხობს, რომ არ ეთანმხმება ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მდევრებს არ სურდათ ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, სამართალდამცავების კითხვაზე, თუ რატომ არ დაურეკა მან 112-ს მაშინ, როდესაც კონფლიქტი მძვინვარებდა, ახვლედიანი პასუხობს, რომ მას არც კი უფიქრია ამაზე, რადგან "ამის თავი არ ჰქონდა", ხოლო ამირხანაშვილი და შაქარაშვილი იმიტომ არ მოძებნა, რომ შეშინებული იყო და სურდა, მალე გაცლოდა ტერიტორიას."

ვახო ახვლედიანი მანამდე გავრცელებულ ჩენებაში ყვება: "ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ, უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ".

ნახეთ ჩვენება სრულად: "მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა