საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა
დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, სე­მე­კის ლი­ცენ­ზი­ა­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის ექ­სპერ­ტე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ვრცლად ისა­უბ­რა სე­მე­კის 2019 წლის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და 2020 წლის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ი­სას სე­მე­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე - მრი­ცხვე­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი წა­კი­თხვის რე­ჟიმ­ზე, ქოლ-ცენ­ტრის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე, დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე, სა­დე­პო­ზი­ტო­შე­ღა­ვა­თებ­ზე. რო­გორც სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, 2020 წელი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის რე­ფორ­მი­რე­ბის წე­ლია. „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­დი­ნა­რე წელს სე­მე­კი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ნორ­მა­ტი­ულ აქტს მი­ი­ღებს.

„ახა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი ბა­ზის შექ­მნა. სე­მე­კი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის და­ნერგვა­ზე. დღემ­დე კო­მი­სი­ამ­შე­ი­მუ­შა­ვა და და­ამ­ტკი­ცა და­ნა­ხარ­ჯე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აუ­დი­ტის წესი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის, ლი­ცენ­ზი­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის წე­სე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერთი მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მე­ო­რე მხრივ, კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებს ჰქონ­დეთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ აბო­ნენ­ტებს 2019 წელს კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ე­რი­ცხათ კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი, რა­მაც ჯა­მუ­რად 818 235 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რათ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ უსა­ფუძ­ვლოდ და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი, ჯამ­ში - 2 122 865 ლარი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კის ან­გა­რი­შის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შიდა მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 4.4%-ით იზ­რდე­ბა, თუმ­ცა მცირ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა. იზ­რდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი. 2019 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წილი 7.8%-ით­გა­ი­ზარ­და. აგ­რეთ­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტმა 6.7-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა ექ­სპორ­ტს, რო­დე­საც იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წელს 2.6-ს შე­ად­გენ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტორს, 2019 წელს ქვე­ყა­ნა­ში ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მშე­ად­გი­ნა, ზრდა ძი­რი­თა­დად შე­ე­ხო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და თბო­სად­გუ­რე­ბის მოხ­მა­რე­ბას. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შე­ად­გი­ნა, არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნე­ბის­თვის მოხ­მა­რე­ბა კი 1,519 მლნ კუბ. მ იყო, სა­ი­და­ნაც თბო­სად­გუ­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა 678 მლნ კუბ.მ-ია.

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში იზ­რდე­ბა მრი­ცხვე­ლი­ა­ნი აბო­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მრი­ცხვე­ლი­ა­ნი ერთი აბო­ნენ­ტის სა­შუ­ა­ლო მოხ­მა­რე­ბა გა­ი­ზარ­და 1.1%-ით, ხოლო კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო მოხ­მა­რე­ბა შემ­ცირ­და 7.8%-ით.

ვრცლად სე­მე­კის 2019 წლის ან­გა­რი­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სე­მე­კის ვებგ­ვერ­დზე: https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf

NS

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვარდენა
0

ცოცხალი ხარ ბიჭო, ცოცხალი....

iaia
0

ვარკეთილის მ/სადგურს როდის ეშველება ბიჭო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სემეკის 2019 წლის საქმიანობასა და 2020 წლის გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისას სემეკის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე - მრიცხველების დისტანციური წაკითხვის რეჟიმზე, ქოლ-ცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, დისტანციური მომსახურების გამარტივებულ პროგრამებზე, სადეპოზიტოშეღავათებზე. როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების წელია. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს სემეკი რამდენიმე ათეულ ნორმატიულ აქტს მიიღებს.

„ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპული რეგულაციების შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე. დღემდე კომისიამშეიმუშავა და დაამტკიცა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, ინვესტიციების შეფასების, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის, სადავო საკითხების განხილვის წესები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები და მეორე მხრივ, კომუნალურ კომპანიებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ აბონენტებს 2019 წელს კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს დაერიცხათ კომპენსაციები, რამაც ჯამურად 818 235 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში - 2 122 865 ლარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ანგარიშის შესაბამისად, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2019 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ითგაიზარდა. აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მშეადგინა, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,519 მლნ კუბ. მ იყო, საიდანაც თბოსადგურების მოხმარება 678 მლნ კუბ.მ-ია.

წყალმომარაგების სექტორში იზრდება მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა. ამასთანავე, საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი ერთი აბონენტის საშუალო მოხმარება გაიზარდა 1.1%-ით, ხოლო კომერციული მომხმარებლების საშუალო მოხმარება შემცირდა 7.8%-ით.

ვრცლად სემეკის 2019 წლის ანგარიში განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf

NS

როგორ მოვიგოთ 660 000 ლარზე მეტი?

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა