სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა
საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

ჩი­ნეთ­ში შავი ჭი­რით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. შემ­თხვე­ვა ჩი­ნე­თის შიდა მონ­ღო­ლე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, მწყემ­სი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის იზო­ლა­ცი­ა­შია. უც­ნო­ბია ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გა­აძ­ლი­ე­რეს სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი და მე­სა­მე დო­ნის გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აიკ­რძა­ლა ნა­დი­რო­ბა იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა შავი ჭი­რის მა­ტა­რე­ბელ­ნი იყონ, აიკ­რძა­ლა მათი ხორ­ცის ჭა­მაც.

შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა გა­სულ წელს მონ­ღო­ლეთ­ში და­ფიქ­სირ­და და მის­გან ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო მღრღნე­ლის უმი ხორ­ცი იყო.

ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, თუმ­ცა შავი ჭირი ჩვენს დრო­ში აღა­რაა ისე­თი სა­ხი­ფა­თო, რო­გორც ადრე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი და­ა­ვა­დე­ბის­გან და რო­დის და­ფიქ­სირ­და ბო­ლოს შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

ზა­ხაშ­ვი­ლის თქმით, შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ არის უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა, ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა და ამ შემ­თხვე­ვე­ბის რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"შავი ჭირი არ არის ბო­ლომ­დე და­ვი­წყე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად ახ­სე­ნებს მსოფ­ლი­ოს თავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 1922 წელს, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და­ფიქ­სირ­და. ზო­გა­დად, შავი ჭი­რის ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან გა­რე­უ­ლი მღრღნე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი. ქვეყ­ნე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­დამ­ტა­ნე­ბის სა­ხე­ო­ბა. ძი­რი­თა­დად ისი­ნი ავად­დე­ბი­ან და შემ­დეგ ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მა რწყი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. რწყი­ლის გა­რე­შე ეს და­ა­ვა­დე­ბა მღრღნე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე ვერ გა­და­ვა" - გვე­უბ­ნე­ბა გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

- თით­ქოს მსოფ­ლი­ომ და­ა­მარ­ცხა შავი ჭირი...

- არ არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რად, შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ წე­ლი­წადს თავს იჩენს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­და­გას­კარ­ში ყო­ველ წე­ლი­წადს აქვთ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა. ეს არის, რო­გორც გი­თხა­რით, მღრღნე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, მათ­ში იფეთ­ქებს ხოლ­მე ეპი­დე­მია.

ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი და ეპი­დე­მი­ის შემ­დეგ, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ხდე­ბა ერ­თგვა­რი შეს­ვე­ნე­ბა. გამ­რავ­ლე­ბის შემ­დეგ კი ისევ იჩენს თავს. არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ბუ­ნებ­რი­ვი კე­რე­ბი, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვერ აღ­მო­ფხვრეს და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ადა­მი­ანს გა­და­ე­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ერთ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მღრღნე­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რწყი­ლი და ადა­მი­ა­ნი.

- თა­ვის არი­დე­ბის გზე­ბი რო­გო­რია?

- და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, ჩა­ტა­რე­ბულ ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებ­ზე.... ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მღრღნე­ლე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბით აღარ გვხვდე­ბა და აქ წყდე­ბა კავ­ში­რი.

თო­რემ შავი ჭი­რის ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი არ­სე­ბობს ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში... თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მეტ­ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, მე­ო­რე კი - ნაკ­ლე­ბად. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა.

- გან­კურ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა რო­გო­რია?

- ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ეს გახ­ლავთ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია და თუ დრო­უ­ლად მოხ­და ამოც­ნო­ბა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ბუ­ბო­ნუ­რი. სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა რე­ა­ლუ­რად, უბ­რა­ლოდ დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა. დღეს იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თია, რომ თით­ქმის და­ა­ვი­წყდათ ექი­მებს.

- გა­და­დე­ბის საფრ­თხე რამ­დე­ნად მა­ღა­ლია?

- ბუ­ბო­ნუ­რი ფორ­მის გა­და­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მე­ქა­ნი­კუ­რად უნდა მოხ­დეს და­ზი­ა­ნე­ბა კე­რის და შემ­დეგ შე­სუნ­თქვა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­ტვის­მი­ერ ფორ­მას, მისი გა­და­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ფა­ტა­ლურ შე­დეგს ვი­ღებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ვლინ­დე­ბა - მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­თა და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
4

საქართველოში, კერძოდ რომელია დაავადების 2 რეგიონი?

აქანე
3

სადაა მერე ეს ორი კერა? დააკონკრეთეთ!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

ჩინეთში შავი ჭირით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ერთი ადამიანი, მწყემსი, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია. უცნობია ინფიცირების წყარო.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გააძლიერეს სიფრთხილის ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ნადირობა იმ ცხოველებზე, რომლებიც შესაძლოა შავი ჭირის მატარებელნი იყონ, აიკრძალა მათი ხორცის ჭამაც.

შავი ჭირის შემთხვევა გასულ წელს მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების წყარო მღრღნელის უმი ხორცი იყო.

ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, თუმცა შავი ჭირი ჩვენს დროში აღარაა ისეთი სახიფათო, როგორც ადრე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა. ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა საქართველოში? - ამის შესახებ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ზახაშვილის თქმით, შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში არ არის უცნაური მოვლენა, ყოველწლიურად ხდება და ამ შემთხვევების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

"შავი ჭირი არ არის ბოლომდე დავიწყებული დაავადება და პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს თავს. საქართველოში ბოლოს დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა" - გვეუბნება გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.

- თითქოს მსოფლიომ დაამარცხა შავი ჭირი...

- არ არის დამარცხებული რეალურად, შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია.

ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.

- თავის არიდების გზები როგორია?

- დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, ჩატარებულ ყოველდღიურ სამუშაოებზე, ჰიგიენის ნორმებზე.... ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმებიც უმჯობესდება, ადამიანის საცხოვრებელში მღრღნელები იმ რაოდენობით აღარ გვხვდება და აქ წყდება კავშირი.

თორემ შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, საქართველოში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში... თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტნაკლებად აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება.

- განკურნების ალბათობა როგორია?

- ძალიან მაღალია, ეს გახლავთ ბაქტერიული ინფექცია და თუ დროულად მოხდა ამოცნობა, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუბონური. საშიში დაავადებაა რეალურად, უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა. დღეს იმდენად იშვიათია, რომ თითქმის დაავიწყდათ ექიმებს.

- გადადების საფრთხე რამდენად მაღალია?

- ბუბონური ფორმის გადადება ძალიან რთულია, მექანიკურად უნდა მოხდეს დაზიანება კერის და შემდეგ შესუნთქვა ჯანმრთელი ადამიანის მიერ. რაც შეეხება ფილტვისმიერ ფორმას, მისი გადადება უფრო მარტივია და ფატალურ შედეგს ვიღებთ.

რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებიდან მალევე ვლინდება - მაღალი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციითა და სუნთქვის გართულებით მიმდინარეობს.

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა

ზუგდიდში ვლაქერნობა მთელი საქართველოდან ჩასულმა მომლოცველებმა აღნიშნეს - როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში