საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ჰა­ე­რის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 40-42 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

ცხე­ლი ამინ­დი ბევ­რს პრობ­ლე­მებს უქ­მნის, სი­ცხე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ვიც­ვათ გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ სი­ცხეს თავი ავა­რი­დოთ და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გვთა­ვა­ზობს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სახ­ლში სიგ­რი­ლე

1. შე­ე­ცა­დეთ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიგ­რი­ლე. სახ­ლში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ა­მოწ­მეთ დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღა­მით 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ. დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 32°C, ხოლო ღა­მით კი 24°C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წე­ლის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.

2. ღა­მით გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და და­ტო­ვეთ ღია დი­ლამ­დე, სა­ნამ გა­რეთ სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა (თუ ეს სა­ხი­ფა­თო არ არის).

3. დღი­სით შე­ამ­ცი­რეთ სახ­ლში სი­ცხის შეღ­წე­ვა - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი და და­რა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მზის მხა­რეს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მორ­თეთ ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა.

4. მზის მხა­რეს ჩა­მო­ა­ფა­რეთ დამჩრდი­ლა­ვი ფარ­დე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი, და­რა­ბე­ბი.

5. ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად სახ­ლს და­ა­ტე­ნი­ა­ნებს.

6. თუ სახ­ლში გაქვთ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი, და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბი, რათა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს აგა­ცი­ლებთ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხეს.

7. ვენ­ტი­ლა­ტო­რი გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბა 35°C-ს. ხოლო თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­მა­ტე­ბა 35°C-ს, ის ვერ მო­გიხ­სნით სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.

8. მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

  • თავი აა­რი­დეთ სი­ცხეს!

1. გა­და­დით ცხე­ლი ოთა­ხი­დან გრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით.

2. თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ე­ცა­დეთ დღის 2-3 სა­ა­თი გა­ა­ტა­როთ გრილ ად­გი­ლას (მა­გა­ლი­თად რო­მე­ლი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ჰა­ე­რი კონ­დენ­ცი­ო­ნე­რით გრილ­დე­ბა).

3. მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩა­ში გას­ვლას დღის ყვე­ლა­ზე ცხელ პე­რი­ოდ­ში.

4. მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ მის შე­ას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ლით ყვე­ლა­ზე გრი­ლი პე­რი­ო­დი: 04:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.

5. დარ­ჩით/გა­ჩერ­დით ჩრდილ­ში

6. არ და­ტო­ვოთ ბავ­შვე­ბი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში!

  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლი გრი­ლად და ტე­ნი­ა­ნად

1. მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი, ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი, სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი, და სხვა.

2. ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის, ღია ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი ან კეპი, ან ქოლ­გა, და მზის­გან დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

3. იხ­მა­რეთ სა­წო­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რე­უ­ლი და არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბა­ლი­ში, რათა სი­ცხის დაგ­რო­ვე­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

4. მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გარ­და ალ­კოჰო­ლის, ტკბი­ლი და კო­ფე­ი­ნი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა.

5. საკ­ვე­ბი მი­ი­ღეთ ხში­რად და მცი­რე ულუ­ფო­ბით. მო­ე­რი­დეთ ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს.

  • რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა?

1. ზე­მოთ წა­კი­თხუ­ლი გა­ა­ცა­ნით სხვებ­საც - ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მარ­ტო­ნი არი­ან.

2. ოჯახ­ში გა­ნი­ხი­ლეთ, თუ რო­გორ იმოქ­მე­დოთ მა­ღა­ლი სი­ცხის დროს ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, რათა ყვე­ლამ იცო­დეს, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რონ სა­კუ­თარ თავ­საც და სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც.

3. თუ იც­ნობთ ავად­მყოფ ან მარ­ტო­ხე­ლა ხან­დაზ­მუ­ლებს, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, მო­ი­ნა­ხუ­ლეთ სულ მცი­რე ყო­ველ­დღე.

4. თუ იცით, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ღე­ბუ­ლობს რო­მე­ლი­მე მე­დი­კა­მენტს, ჰკი­თხეთ მის მკურ­ნალ ექიმს, წა­მა­ლი ხომ არ მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მის თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე ან სი­თხის ბა­ლანსზე.

5. შე­ის­წავ­ლეთ პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის ჩვე­ვე­ბი, რათა იცო­დეთ რო­გორ მო­იქ­ცეთ სხვა­დას­ხვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. ეს ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რად­გან შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს.

6. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ამინ­დის პროგ­ნოზს ტე­ლე­ვი­ზი­ის, რა­დი­ოს ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.

  • თუ თქვენ ან სხვას ექ­ნე­ბა ასე­თი შეგ­რძნე­ბა:

1. თუ იგ­რძე­ნით თავ­ბრუს­ხვე­ვა, სი­სუს­ტე, ფო­რი­ა­ქი, ძლი­ე­რი წყურ­ვი­ლი ან თა­ვის ტკი­ვი­ლი, სას­წრა­ფოდ მო­თავ­სდით გრილ ად­გი­ლას და გა­ი­ზო­მეთ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

2. მი­ი­ღეთ წყა­ლი ან ხი­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი.

3. თუ გაქვთ კუნ­თე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი სპაზ­მი (გან­სა­კუთ­რებთ ფე­ხებ­ში, ხე­ლებ­ში ან მუ­ცელ­ზე), სა­ჭი­როა ელექტრო­ლი­ტე­ბის შემ­ცვე­ლი ხსნა­რე­ბის მი­ღე­ბა. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი ერთ სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს.

4. ექიმს მი­მარ­თეთ მა­ში­ნაც, თუ გრძნობთ უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მებს და ეს სიმპტო­მე­ბი დიდ­ხანს ნარ­ჩუნ­დე­ბა.

5. თუ ვინ­მემ თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, მო­სას­ვე­ნებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეთ გრილ ად­გი­ლას. მი­ე­ცით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

6. მი­მარ­თეთ ექიმს, თუ პი­როვ­ნე­ბას აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა ან კრუნ­ჩხვე­ბი.

7. თუ შემ­ჩნევთ, რომ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რომ ცხე­ლია, კანი გა­მომშრა­ლი აქვს, ბო­დავს, კრუნ­ჩხვე­ბი აქვს ან და­კარ­გა გო­ნე­ბა, სას­წრა­ფოდ გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ან და­უ­კავ­შირ­დით ოჯა­ხის ექიმს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­და­იყ­ვა­ნეთ გრილ ად­გი­ლას, და­აწ­ვი­ნეთ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, აუ­წი­ეთ ფე­ხე­ბი, გა­უხ­სე­ნით ტან­საც­მე­ლი, რომ არ უჭერ­დეს; კი­სერ­ზე, იღ­ლი­ის ქვეშ, სა­ზარ­დუ­ლის არე­ში და­ა­დეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტი, ტანი და­უ­ზი­ლეთ 25-30°C ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლით და გა­უ­ზო­მეთ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა. გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ა­თავ­სეთ გვერ­დზე.

  • თუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ

1. მე­დი­კა­მენ­ტი შე­ი­ნა­ხეთ 25°C-ის ქვე­მოთ ან მა­ცი­ვარ­ში (შე­ნახ­ვის წე­სე­ბი წა­ი­კი­თხეთ ინ­სტრუქ­ცი­ა­ში)

2. თუ გაქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი ან ღე­ბუ­ლობთ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენტს, მათი დო­ზი­სა და მი­ღე­ბის ჯე­რა­დო­ბის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკი
0

უსამართლო.ჯი

2020
5

რას გვიშვება ეს სააკაშვილი

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 40-42 გრადუსი დაფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცხელი ამინდი ბევრს პრობლემებს უქმნის, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. შესაბამისად უნდა დავიცვათ გარკვეული რეკომენდაციები, რომ სიცხეს თავი ავარიდოთ და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით:

  • შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

1. შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

2. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

3. დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.

4. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.

5. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

6. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

7. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

8. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

  • თავი აარიდეთ სიცხეს!

1. გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.

2. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).

3. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

4. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

5. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში

6. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

  • შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

1. მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

2. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.

3. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არ გამოიყენოთ ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

4. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

5. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

1. ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.

2. ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც.

3. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელთაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.

4. თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.

5. შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.

6. თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.

  • თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

1. თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა.

2. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

3. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

4. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

5. თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.

6. მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.

7. თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30°C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

  • თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

1. მედიკამენტი შეინახეთ 25°C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

2. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება