მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე
"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე

მე­ო­რე ტალ­ღას შევ­ხვდე­ბით უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ. გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა ძნე­ლია, მაგ­რამ თუ მე­ო­რე ტალ­ღა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა გა­უძ­ლებს ისე, რო­გორც გა­უძ­ლო პირ­ველ ტალ­ღას და მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ვერც იგ­რძნოს ეს მე­ო­რე ტალ­ღა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მთავ­რო­ბამ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს, რომ ეპი­დე­მია არ გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ახლა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ხელი უნდა შე­უ­შა­ლოს მე­ო­რე ტალ­ღის გავ­რცე­ლე­ბას.

"მე­ო­რე ტალ­ღის რის­კე­ბი რა თქმა უნდა არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მი­მოს­ვლა არ არის ქვეყ­ნებს შო­რის და სა­ზღვრე­ბი რკი­ნის ფარ­დით არ არის ჩა­კე­ტი­ლი, მა­ინც არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბი და სხვა სა­ხის მი­მოს­ვლა.

რის­კე­ბი არ­სე­ბობს და ეს რის­კე­ბი რომ და­ვიყ­ვა­ნოთ მი­ნი­მუ­მამ­დე ამი­სათ­ვის არა­ფე­რი ახა­ლის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის, ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, მთავ­რო­ბა და პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია წინ­სწრე­ბით დგამს ყვე­ლა ნა­ბიჯს და სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ წინ­სწრე­ბით გა­ა­ტა­რეს სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ეპი­დე­მია არ გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ახლა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ხელი უნდა შე­უ­შა­ლოს მე­ო­რე ტალ­ღას. ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია უკვე გა­წე­რი­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ზე ძნე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა აღ­მოჩ­ნდა და ისევ იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ქორ­წი­ლე­ბი.

"ჩემი მო­ლო­დი­ნია, რომ ჩვენ ავი­ცი­ლებთ მე­ო­რე ტალ­ღას, ან გა­და­ვა­ვა­დებთ მას. ამის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ შე­ი­მუ­შა­ვა და ჯერ­ჯე­რო­ბით ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სრულ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა, რომ თავი შე­ვი­კა­ვოთ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შეკ­რე­ბე­ბის­გან. ისევ იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ქორ­წი­ლე­ბი. ჩემი მო­ლი­დი­ნია, რომ სულ ცოტა ფარ­თე მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნამ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ღირ­სე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას და მე­ო­რე ტალ­ღა არ იქ­ნე­ბა.

დიდი იმე­დი მაქვს, რომ მი­მოს­ვლის გახ­სნა მოხ­დე­ბა გო­ნივ­რუ­ლად და დო­ზი­რე­ბუ­ლად. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ტალ­ღა ან არ იქ­ნე­ბა, ან გა­და­ვა­ვა­დებთ შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის­თვის. მე­ო­რე ტალ­ღას შევ­ხვდე­ბით უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ, გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა ძნე­ლია, მაგ­რამ თუ მე­ო­რე ტალ­ღა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა გა­უძ­ლებს ისე, რო­გორც გა­უძ­ლო პირ­ველ ტალ­ღას და მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ვერც იგ­რძნოს ეს მე­ო­რე ტალ­ღა" - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
1

აღარ გვინდა მეორე ტალღა, დავიღალეეთ. ეს ხალხიც რით ვერ მოეშვა ამ ღრეობებს

x
0

ხოდა, დააჯარიმონ - კანონი ხომ არსებობს? თუ ბობოლებზე არ ვრცელდება? ამ დაბადების დღეებს ხომ უკვე მოყვა ერთი ტრაგედია, კიდეე რამდენი ტრაგედია უნდა განმეორდეს, რომ მიხვდნენ - კანონი უნდა სრულდებოდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე

"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე

მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპასუხო ღონისძიებები გაატარეს, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა, შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღის გავრცელებას.

"მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის და საზღვრები რკინის ფარდით არ არის ჩაკეტილი, მაინც არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა.

რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების შესრულების კუთხით ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა და ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები.

"ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება.

დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა" - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება