ავტორი:

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე - შემთხვევით გადარჩენილი ავარია" - ამ სათაურით გაავრცელა რიკოთის უღელტეხილზე გადაღებული კადრები ექსკლუზივიTV-მ.

ვიდეოში ჩანს, რომ ტრაილერი ორმხრივი მოძრაობის პირობებში, კვეთს ზოლს, რა დროსაც ქმნის საავარიო სიტუაციას. კადრებს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილიდან იღებენ. რომ არა ამ მანქანის მძღოლის დროული რეაგირება, შესაძლოა მძიმე შედეგიც დამდგარიყო.

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ისინი ტრანზიტული ტრაილერების მიერ ხშირად არსებულ დარღვევებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებზე ჯარიმა უნდა გაიზარდოს.

რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ დარღვევას, ამ კითხვით, AMBEBI.GE-მ შსს-ს მიმართა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125 მუხლის მეცხრე ნაწილით დაჯარიმდა. აღნიშნული მუხლი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ერთი წელი წაართვეს ტატიაშვილს ცხოვრებიდან, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა" - ადვოკატი