ავტორი:

"სხეულზე ჰქონდა ტრავმები..." - ხელვაჩაურში დედა 9 წლის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა

"სხეულზე ჰქონდა ტრავმები..." - ხელვაჩაურში დედა 9 წლის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა

ფაქტის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 წლის მოზარდზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ცისანა ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 9 წლის მოზარდს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, იგი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.

"ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა.

ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- აცხადებს ცისანა ჩიკვაიძე.

მომხდარ ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს