ავტორი:

"ადგილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია" - ადვოკატი

"ადგილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია" - ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ის ადგილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია.

ადვოკატს უჭირს დააკონკრეტოს ტერიტორიის გადაწვა ვინმემ მიზანმიმართულად განახორციელა, თუ - არა. გელხაური საქმეში არსებულ კითხვებზეც საუბრობს.

"ის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ საქმეში და ამ გამოძიების მიმდინარეობისას, ეს ფაქტია. ის, რომ ამირხანაშვილი სადაც იმალებოდა, ის ტერიტორია დამწვარია, იქაურობა გადამწვარია, ესეც კითხვის ნიშნას აჩენს. წინასწარ პროგნოზები არ მინდა გავაკეთო, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. იქ, სადაც ამირხანაშვილი უთითებს, რომ ჯიხურის უკან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ იმალებოდა და ის ადგილი დამწვარი რომ ვნახე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა აღმენიშნა.

შეიძლება, სამომავლოდ სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასჭირდეთ, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეთ. გადამწვარია ყველაფერი და რა უნდა გააკეთონ? წარმოდგენა არ მაქვს, ვინმემ შეგნებულად დაწვა, თუ შემთხვევით დაიწვა. ის, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო ამირხანაშვილმა მონაწილეობა და გამოძიებას განუცხადა, რომ ის იმ ტერიტორიაზე, ბუჩქებში იმალებოდა, ეს ყველამ ვიცით. ხომ შეიძლება, ამ ტერიტორიის დათვალიერება ხელახლა გახდეს საჭირო? გამოძიების პერიოდში რა გამოიკვეთება, ხომ არ ვიცით? ფაქტია, რომ უამრავი მოწმე იტყუება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ჩვენებები მივიღეთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იაკობ ბრეგვაძეს მათთვის არ განუცხადებია ჩხუბი სად დაიწყო, მან ასევე მოატყუა, პოლიცია შეიყვანა შეცდომაში, უთხრა, რომ მისთვის უცნობი პირები ჩხუბობდნენ. ჩვენ გამოძიებას აბსოლუტურად ხელს ვუწყობთ, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავ მეორე მხარისგან. საუბარი რომ დავიწყეთ, ის პოლიციელები გამოსაკითხი არიან, ვინც ბრეგვაძე თბილისში წაიყვანესო, ამის შემდეგ მოხდა გამოკითხვა, ეს ფაქტია. ე.ი. გამოძიებაც მოატყუა ბრეგვაძემ. როცა ის პოლიციას ატყუებს და შსს-ში მისი მაღალჩინოსანი ნათესავი საუბრობს, რომ ის მხოლოდ დაზარალებულია და ერთადერთია, ვინც "112"-ში დარეკა, რა გააკეთა მერე? შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა პოლიცია", - აცხადებს გელხაური.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი დამუშავებულია? - რა ეჭვს გამოთქვამს ბრალდებულების ადვოკატი

"მკვლელობაზე იჯდა... 15 წლის წინ ქალი გააუპატიურეს და მოკლეს" - მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა

28 წლის ბიჭმა ბაბუა დედაზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა? - რას ყვებიან სოფელ მუხრანში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე