მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ჯგუ­ფის მიერ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით, სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჯგუ­ფუ­რად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 2 ივ­ლისს, ფოთ­ში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პი­რე­ბი წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, თავს და­ესხნენ ვ.ტ.-ს, რო­მე­ლიც მა­მას­თან და მე­გო­ბარ გ.ჟ-სთან ერ­თად პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, რა დრო­საც ასე­ვე ვ.ტ.-ს მა­მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

„ხელ­კე­ტე­ბით ცე­მის შემ­დეგ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ვ.ტ.-ს ქვე­და კი­დუ­რე­ბი და­უ­ზი­ა­ნეს, ხოლო შემ­დეგ ი.ქ.-ს კუთ­ვნი­ლი „მერ­სე­დეს-ვენ­ტოს“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა იმა­ვე დღეს ვ.ტ. მი­იყ­ვა­ნეს ქ.ფო­თის ნა­გავ­საყ­რე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ასე­ვე წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით მი­ვი­და ვ.ჯ. ნა­გავ­საყ­რე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ი.ქ.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა ვ.ტ.-ს მჭრე­ლი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი და­უ­სე­რეს და ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბით ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, რა დრო­საც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პი­რებ­მა ვ.ტ.-ს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბით თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბა. სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­დე­გად ვ.ტ.-მ გო­ნე­ბა და­კარ­გა, ხოლო თავ­დამ­სხმე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ვ.ტ. იმა­ვე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივ­ლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე საქ­მე­ზე 2020 წლის 5 ივ­ლისს კი­დევ ერთი პირი -გ.რ. და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, და ამა­ვე კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

„ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ. ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება. სასტიკი მოპყრობის შედეგად ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 2020 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი პირი -გ.რ. დააკავეს, რომელსაც ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ძიუდოისტ ტატიაშვილის ადვოკატი - "ვფიქრობ, რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვა სცადა"

"ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში" - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე