სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი და სპორტდარ­ბა­ზე­ბი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­იხ­სნე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­ზე­ბი­სა და სპორტდარ­ბა­ზე­ბის­თვის დად­გე­ნილ რე­გუ­ლა­ცი­ებს შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს და ხვა­ლი­დან, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყებს შე­მოწ­მე­ბას.

"სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი და სპორტდარ­ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან ინ­სპექ­ტი­რე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეძ­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას. ამას­თან, დღე­ი­დან უკვე და­საშ­ვე­ბია ტრე­ნინ­გე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­შიც, ასე­ვე გა­იხ­სნა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. და­საშ­ვე­ბი გახ­და ღია სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც. საბ­ჭომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­ლა, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვოს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ღია სივ­რცე­ებ­ში კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გახ­სნა­ზე ეტა­პობ­რი­ვად მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე შე­თან­ხმდა ავი­ა­რე­ი­სე­ბის გან­რი­გი, რო­მელ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­საბ­რუ­ნებ­ლად, ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შე­ას­რუ­ლე­ბენ. რე­ი­სე­ბი შეს­რულ­დე­ბა შემ­დე­გი გან­რი­გით: 13 ივ­ლი­სი - ვარ­შა­ვა, 15 ივ­ლი­სი - ბარ­სე­ლო­ნა, 17 ივ­ლი­სი - რომი, 22 ივ­ლი­სი - პა­რი­ზი, 28 ივ­ლი­სი - ათე­ნი.

აღ­ნიშ­ნულ რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თის ფასი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა 200 ევ­რო­ზე მეტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კვლავ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 14-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა. მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო 15 უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა და გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია მათ­თვის სა­ზღვრე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ, მთავ­რო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან, სა­ზღვრე­ბის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ორ­მხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. ამ­ჟა­მად, რიგ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც უკვე გა­მოთ­ქვეს სა­ზღვრე­ბის გახ­სნის მზა­ო­ბა, დე­ტა­ლუ­რად თან­ხმდე­ბა ყვე­ლა ის პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­თა გავ­ლა მო­ქა­ლა­ქე­ებს მგზავ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ­მხრი­ვად მო­ე­თხო­ვე­ბათ.

შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აღ­დგე­ბა შიდა ავი­ა­რე­ი­სე­ბი. საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს PCR ტეს­ტი­რე­ბე­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბი და კლი­ნი­კე­ბის რე­სურ­სე­ბი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 953 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, სა­ი­და­ნაც 830 პირი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და.

უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე. გარ­დაც­ვლი­ლია 15 ადა­მი­ა­ნი. ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 3903 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 202 პირი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია", - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ნოტარიუსებს რა დაემართა რატომ არ ხსნიან ხალხს გაგვაგებინონ მაინც.რამოდენიმე ნოტარიუსი შერჩევით გაიხსნა თუ რა ხდება.

ინკვიზიტორი
2

თუ ჭკვიანათ იქნებით, მერე შეიძლება წყალიც ჩაგისხათო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას.

"საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას. ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გარდაიცვალა "ხუტა უფროსი" - ქართული კინო და თეატრი გოვენ ჭეიშვილს ემშვიდობება

როგორი გარემო ელოდებათ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური აქციის განახლებული პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება