მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში" - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე
"ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში" - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ. ხ.-ს ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ტარ­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა, უნდა ამო­იც­ნოს ზ.ხ. ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მან­ქა­ნა­ში.

გელ­ხა­უ­რის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს დიდი ხა­ნია უკვე ბრა­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თით წა­რუდ­გი­ნეს, თუმ­ცა ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა მხო­ლოდ დღეს ტარ­დე­ბა, რაც მისი თქმით, კი­დევ ერთი კი­თხვის ნი­შა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რისხთან მი­მარ­თე­ბა­ში.

„რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას, ტარ­დე­ბა ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლი­თაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უნდა ამო­იც­ნოს ზ.ხ., ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მან­ქა­ნა­ში და იც­ნობს თუ არა მას. რამ­დე­ნა­დაც გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, ბრა­ლი უკვე დიდი ხა­ნია მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თით წა­რუდ­გი­ნეს, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ დღეს ტარ­დე­ბა მისი ამოც­ნო­ბა, ეს კი­დევ ერთი კი­თხვის ნი­შა­ნი არის გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რისხთან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ არას­რულ­წლო­ვა­ნის და­კა­ვე­ბამ­დე დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და გვი­თხრეს, რომ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით მცხე­თა­ში, რათა მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში. ჩვენ დავ­თან­ხმდით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ი­ე­ბას­თან, ჩვენ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით ჩა­ვა­ბა­რეთ მათ ექ­სპერ­ტი­ზის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო მა­სა­ლა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერ­ზე არ გვით­ქვამს უარი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და მე­ო­რე დღეს მივ­დი­ო­დით, რომ მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში, რა­საც ამოც­ნო­ბა ჰქვია, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილს ამო­ეც­ნო ზ.ხ., თუმ­ცა ჩვენ გა­სა­ოც­რად ზ.ხ. ჩვენს ჩას­ვლამ­დე, დი­ლით ადრე და­ა­კა­ვეს და მას შემ­დეგ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ეს ამოც­ნო­ბა, რომ ეთ­ქვა ამირ­ხა­ნაშ­ვილს ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მან­ქა­ნა­ში ზ.ხ.“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა "მთა­ვა­რის" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

keti
0

rogor cdiloben tavis dagcevas mankanashi ijda tu ara mnishvneloba ar akvs monacilea chxubshi sheucvlian sasjels sxva saxit tuki ar datanxmdeba amirxansshvili ra xdeba titkos midis molaparakebebi ertmanetshi advokatebis eseti shtabechdileba mrcheba

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში" - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე

"ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში" - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა, უნდა ამოიცნოს ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში.

გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დიდი ხანია უკვე ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა ამოცნობის პროცედურა მხოლოდ დღეს ტარდება, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი კითხვის ნიშანია გამოძიების ხარისხთან მიმართებაში.

„რაც შეეხება დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას, ტარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ., ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა მას. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბრალი უკვე დიდი ხანია მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ დღეს ტარდება მისი ამოცნობა, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი არის გამოძიების ხარისხთან მიმართებაში. ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით მცხეთაში, რათა მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ჩვენ დავთანხმდით, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოიებასთან, ჩვენ ჩვენი სურვილით ჩავაბარეთ მათ ექსპერტიზისთვის ყველანაირი საჭირო მასალა. აბსოლუტურად არაფერზე არ გვითქვამს უარი გამოძიებისთვის და მეორე დღეს მივდიოდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, რასაც ამოცნობა ჰქვია, რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ.ხ., თუმცა ჩვენ გასაოცრად ზ.ხ. ჩვენს ჩასვლამდე, დილით ადრე დააკავეს და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს ამოცნობა, რომ ეთქვა ამირხანაშვილს ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში ზ.ხ.“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"სხეულზე ჰქონდა ტრავმები..." - ხელვაჩაურში დედა 9 წლის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა

"ადგილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია" - ადვოკატი

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ