სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე
როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე

გავ­ლე­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBCსა­ქარ­თვე­ლო­ზე და ჩვე­ნი ქვეყ­ნის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მე­თო­დებ­ზე ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევრ იმ 15 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი უსაფრ­თხოდ თვლის და სა­ზღვრებს უხ­სნის. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის არის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც ეს სტა­ტუ­სი აქვს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის 1000-ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ვირუ­სით 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. BBC წერს, რომ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფს, რო­მელ­საც "სამ მუშ­კე­ტერს" უწო­დე­ბენ, ადი­დე­ბენ პან­დე­მი­ას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის გამო.

სტა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­თა­ნაა შე­და­რე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სომ­ხეთ­ში ყო­ველ დღე COVID-19-ის ასო­ბით შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 26 ათასს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლი კი 500 ადა­მი­ა­ნია.

  • რო­გორ მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ ამ შე­დეგს?

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა თე­ბერ­ვლის მი­წუ­რულს გა­მოვ­ლინ­და და სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და სწრა­ფი რე­აქ­ცია. მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­კე­ტა ყვე­ლა სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლი, ასე­ვე შე­ჩერ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა. 21 მარტს აიკ­რძა­ლა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, ქვეყ­ნის შიგ­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბა, და­წეს­და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი აღ­დგო­მის დროს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, მთავ­რო­ბამ აკ­რძა­ლა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­ი­კე­ტა სა­საფ­ლა­ო­ე­ბი.

"პირ­ველ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვამ­დე ერთი თვით ადრე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ პან­დე­მი­ის საფრ­თხე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვე­ნი მდე­ბა­რე­ო­ბა და მცი­რე ზომა, ჩვენ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი“, - ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია BBC-სთან სა­უბ­რი­სას.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას და რე­გუ­ლა­რულ სი­ახ­ლე­ებს უძღვე­ბოდ­ნენ ქვეყ­ნის ტოპ მეც­ნი­ე­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზეც და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნეა და რომ რუ­სე­თი მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო ბიო-ია­რა­ღის პროგ­რა­მის ნა­წი­ლია.

  • ვინ არი­ან მუშ­კე­ტე­რე­ბი?

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რე­ბი თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

ტრი­ო­ში შე­დის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე და მთა­ვა­რი ვირუ­სო­ლო­გი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, შიდსი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვით ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, - წერს BBC.

მი­რი­ან მე­ლა­ძის ფოტო/1tv. BBC ამ ფო­ტოს ასე­თი წარ­წე­რით აქ­ვეყ­ნებს: სა­ქარ­თვე­ლოს სამი მუშ­კე­ტე­რი - პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­აა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რია. BBC წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 19 ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • რო­გორ მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ კო­რო­ნა­ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბას?

"და­წეს­და მძი­მე ჯა­რი­მე­ბი მათ­თვის, ვინც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სებს და­არ­ღვევ­და - და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 დო­ლა­რი ფი­ზი­კუ­რი, ხოლო 3000 დო­ლა­რი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის. გაფრ­თხი­ლე­ბა "დარ­ჩი სახ­ლში“ გან­თავ­სდა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბის ციფ­რულ მო­ნი­ტო­რებ­ზე, ასე­ვე იგი­ვე მე­სიჯს ადა­მი­ა­ნებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ ტე­ლე­ფონ­ზე მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ტი­პი­უ­რად მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფარ­თოდ უჭერ­და მხარს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მცდე­ლო­ბებს“, - წერს BBC.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ და სა­მა­გა­ლი­თო სო­ცი­ა­ლურ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­წყო ინ­ფექ­ცი­ას­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას.

BBC წერს, რომ მთა­ვა­რი ტეს­ტი აღ­დგო­მას დად­გა, რო­დე­საც ში­შობ­დნენ, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრე­ბო­და ღა­მით ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას. ქვეყ­ნის ძლი­ერ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ უარი არ თქვა ზი­ა­რე­ბის დროს სა­ერ­თო კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბამ მეც­ნი­ერ­თა რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
211

დიდი მადლობა სამ მუშკეტერს და ყველა ექიმს, ექთანს, მებაჟეს. და პერსონალურად პრემიერს ამ გაწეული დიდი შრომისთვის!

qeTo
70

ეს არის აფერისტობის და თაღლითობის მასტერკლასი!!!! 18 კაციანი ლეტალური შედეგით პანდემიას თუ საერთოდ ჭირდება მონიტორინგი, აბსურდია! სამაგიეროდ ქოცების სიაში ადგილები მოიხაზეს! შუბლძარღვგაწყვეტილები.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, როგორც გამოცემა წერს, საქართველო არის ევროკავშირის არაწევრ იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხოდ თვლის და საზღვრებს უხსნის. ამასთან, საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის არის ერთადერთი, რომელსაც ეს სტატუსი აქვს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში COVID-19-ის 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა აღწერილი და ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. BBC წერს, რომ მეცნიერთა ჯგუფს, რომელსაც "სამ მუშკეტერს" უწოდებენ, ადიდებენ პანდემიასთან წარმატებული რეაგირების გამო.

სტატიაში საქართველო მეზობელ სომხეთთანაა შედარებული და აღნიშნულია, რომ სომხეთში ყოველ დღე COVID-19-ის ასობით შემთხვევა ვლინდება, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილი კი 500 ადამიანია.

  • როგორ მიაღწია საქართველომ ამ შედეგს?

გამოცემა წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის მიწურულს გამოვლინდა და სახელმწიფოს ჰქონდა სწრაფი რეაქცია. მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, ბიზნესის ნაწილი, ასევე შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. 21 მარტს აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა, დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი.

მართლმადიდებლური აღდგომის დროს, რომელიც საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, მთავრობამ აკრძალა ტრანსპორტით გადაადგილება და დაიკეტა სასაფლაოები.

"პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორიცაა ჩვენი მდებარეობა და მცირე ზომა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ სხვა ქვეყნების მაგალითი“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია BBC-სთან საუბრისას.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას და რეგულარულ სიახლეებს უძღვებოდნენ ქვეყნის ტოპ მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

სტატიაში ასევე საუბარია ლუგარის ლაბორატორიაზეც და აღნიშნულია, რომ ეს ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა და რომ რუსეთი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის საიდუმლო ბიო-იარაღის პროგრამის ნაწილია.

  • ვინ არიან მუშკეტერები?

გამოცემა წერს, რომ საქართველოში ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერები თავიანთი გადაწყვეტილებებით დიდი პატივისცემით სარგებლობენ.

ტრიოში შედის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციური დაავადებების, შიდსისა და იმუნოლოგიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, - წერს BBC.

მირიან მელაძის ფოტო/1tv. BBC ამ ფოტოს ასეთი წარწერით აქვეყნებს: საქართველოს სამი მუშკეტერი - პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა მარინა ეზუგბაიაა, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია. BBC წერს, რომ საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი.

  • როგორ მიაღწია საქართველომ კორონავირუსთან წარმატებას?

"დაწესდა მძიმე ჯარიმები მათთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობის წესებს დაარღვევდა - დაახლოებით, 1000 დოლარი ფიზიკური, ხოლო 3000 დოლარი იურიდიული პირებისთვის. გაფრთხილება "დარჩი სახლში“ განთავსდა ავტობუსის გაჩერებების ციფრულ მონიტორებზე, ასევე იგივე მესიჯს ადამიანებს უგზავნიდნენ ტელეფონზე მობილური ოპერატორები.

მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციის ტიპიურად მაღალი ხარისხისა, ქართული საზოგადოება ფართოდ უჭერდა მხარს ეპიდემიასთან ბრძოლის მცდელობებს“, - წერს BBC.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველების თანამშრომლობამ და სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის შესრულებაში ხელი შეუწყო ინფექციასთან წარმატებულ ბრძოლას.

BBC წერს, რომ მთავარი ტესტი აღდგომას დადგა, როდესაც შიშობდნენ, რომ ათასობით ადამიანი დაესწრებოდა ღამით ტაძრებში ღვთისმსახურებას. ქვეყნის ძლიერმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებაზე, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ მეცნიერთა რჩევა გაითვალისწინა და სახლებში დარჩნენ.

კაშკაშა "კოცონები“ და გრანულოვანი ფენა - მზის ზედაპირის ფოტოები ყველაზე ახლო ხედით

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა