სურამში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ი.ქ-ს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და "სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა".
მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით 03:00 საათისთვის მეუღლეს საწოლში ესროლა.
როგორც მეზობლები ყვებიან, "ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს".
მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი "ალკოჰოლს ხშირად სვამდა".
"მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ", - აცხადებენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ სურამში ქმარმა ცოლი წუხელ მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.