პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"
რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

თა­ვი­დან რომ ვნა­ხე, მე­გო­ნა, მისი მო­რი­გი ფილ­მის­თვის პა­ვი­ლი­ონს თა­ვად აშე­ნებ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­ღებ მოდ­ნად აღ­ვიქ­ვი, თუმ­ცა ასე არ აღ­მოჩ­ნდა. რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა შვი­ლებ­თან, - ელი­სა­ბედ­თან, ალექ­სან­დრეს­თან და თებ­რო­ნი­ას­თან ერ­თად თა­ვის სო­ფელ ძეგ­ვში უჩ­ვე­უ­ლო იე­რის მქო­ნე ქოხი აა­შე­ნა. ქოხი ერთი შე­ხედ­ვი­თაა, თო­რემ მას მე „პა­ვი­ლი­ო­ნი“ და­ვარ­ქვი, რის­თვი­საც მა­სა­ლად ძვე­ლი კარ-ფან­ჯრე­ბი და კი­დევ სხვაგ­ვა­რი ხის მა­სა­ლა გა­მო­ი­ყე­ნა. ყვე­ლაფ­რი კი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, - ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ რთულ პე­რი­ოდს, როცა ადა­მი­ა­ნებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა, შიში გაჩ­ნდა, შე­ხე­და, რო­გორც სა­შუ­ა­ლე­ბას... რე­ა­ლუ­რად კი, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და მი­მარ­თუ­ლე­ბა მარ­თლაც რომ შე­ცუ­ვა­ლა... გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი თა­ვის ახალ საქ­მე­ებ­ზე AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა:

„მი­უ­ხე­და­ვად კა­ცობ­რი­ო­ბის უზარ­მა­ზა­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და ის­ტო­რი­ი­სა, რომ კვლა­ვაც ახალ-ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის­კენ ის­წრა­ფის და სხვა პლა­ნე­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე ფიქ­რობს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უც­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თურ­მე ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის კი არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, არა­მედ პა­ტა­რა, უხი­ლა­ვი მტრის, რო­მე­ლიც წამ­ში თავ­და­ყი­რა აყე­ნებს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­სა და კა­ცობ­რი­ო­ბას. მოკ­ლედ, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით... კარ­გა ხანს მე­გო­ნა, რე­ა­ლო­ბა­ში აღარ ვი­ყა­ვი და სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი, თუმ­ცა ამ ემო­ცი­ამ ჩემ­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­სპი­რა­ცი­აც გა­ა­ჩი­ნა. ამას­თან, სხვა­დას­ხვა ფიქ­რი აღ­მეძ­რა, რა­ღა­ცე­ბის წერა და­ვი­წყე... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პან­დე­მი­ამ უდი­დე­სი ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა, ვფიქ­რობ, რომ კარ­გი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როც იყო... ჩემი ბოლო ფილ­მის „მშვე­ნი­ე­რი ელე­ნეს“ გა­და­ღე­ბე­ბი მო­ვას­წა­რით, მაგ­რამ ფილმზე რა­ი­მე ტი­პის სა­მუ­შა­ოს გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მერე უკვე ფიქ­რი რთუ­ლი იყო და გავ­ჩერ­დით,“- გვიყ­ვე­ბა რე­ჟი­სო­რი და იმა­საც გვიყ­ვე­ბა, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში შვი­ლებ­თან ერ­თად, დროს რას უთ­მობ­და: „სახ­ლში გა­მო­კეტ­ვამ და სრუ­ლი­ად სხვა ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბამ, ხომ ვამ­ბობ, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მა­ფიქ­რა. მო­ვამ­ზა­დე ერთი სცე­ნა­რის მო­ნა­ხა­ზი, და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი ჩემს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ამ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ფილ­მის შემ­დგომ­ში გა­და­ღე­ბა­ზე და ამ კუ­თხი­თაც ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვე,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი.

- სახ­ლში ჩა­კე­ტილ­მა ყო­ფამ ბევ­რს მარ­თლაც სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა...

- კი, რო­გორც სხვებს, მეც მო­მე­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ ზე­და­პი­რუ­ლად ვცხოვ­რობთ, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ასე­ვე მივ­ყვე­ბით და უცებ გა­ირ­კვა, რომ ცოტა სხვაგ­ვრად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რად­გა­ნაც სხვა სი­ნამ­დვი­ლე­ში ვართ, ისეთ­ში, რო­გო­რიც ალ­ბათ არა­ვის სიზ­მარ­შიც არ გვი­ნა­ხავს... მერე დად­გა მო­მენ­ტი - კი­დევ რა უნდა გა­ვა­კე­თო? და მე და ჩემ­მა შვი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის ბი­ნა­ში ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლი, კედ­ლებ­ზე ხატ­ვა და­ვი­წყეთ. ორი-სამი კე­დე­ლი მოვ­ხა­ტეთ. ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს და­მი­ხა­ტავს და მივ­ხვდი, რომ ეს პრო­ცე­სი მავ­სებ­და და მამ­შვი­დებ­და. სა­ნამ მან­ქა­ნით სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ძეგ­ვში ამოვ­დი­ო­დით, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად სი­ტუ­ა­ცი­ას გავ­რი­დე­ბო­დით. მერე მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლეს და 2 კვი­რა სო­ფელ­ში ჩავ­რჩით. სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნდა იდეა, რომ რა­ღაც მარ­თლა უნდა მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა.

- და ქო­ხის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეთ?

- ასე გა­მო­ვი­და. ათას­ნა­ი­რი ხის მა­სა­ლა ეზო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და, ვი­ღაც რა­ღა­ცას გა­მოც­ვლი­და, - ფან­ჯა­რა, კარი, თუ სხვა რამ, ან ჩვენ გა­მოც­ვლი­დით ან ჩემი ძმა თა­ვის სახ­ლში, ყვე­ლა­ფერს თავს აქ ვუყ­რი­დით. აქვე იყო ჩემი ფილ­მე­ბი­დან დარ­ჩე­ნი­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის ნივ­თე­ბი - ნავი, სა­ცუ­რაო პონ­ტო­ნე­ბი, ხის მა­სა­ლა. ის ყვე­ლა­ფე­რი წლო­ბით ეწყო. სულ ვფიქ­რობ­დი, რაში შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და მერე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ექ­სპრომ­ტი იყო, არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი პრო­ექ­ტი და ბავ­შვებ­თან ერ­თად, ამ ქო­ხის აშე­ნე­ბა და­ვი­წყეთ. არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ამი­შე­ნე­ბია. თა­ვი­დან ნელ-ნელა და­ვი­წყეთ - ჯერ მო­რე­ბი მო­ვი­ტა­ნეთ, ფიც­რე­ბი, ლურ­სმა­ნი და ჩა­ქუ­ჩი ვი­შო­ვეთ და და­ვი­წყეთ. მოკ­ლედ, რა­ღაც ეტა­პამ­დე მი­ვე­დით, სა­ბო­ლო­ოდ რას მი­ვი­ღებთ, ჯერ კი­დევ არ ვიცი, რად­გა­ნაც პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა კედ­ლე­ბი და­ვას­რუ­ლეთ და გა­დავ­ხუ­რეთ. მო­მეხ­მა­რა ასე­ვე ჩემი მე­გო­ბა­რი, როცა უკვე მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, ჩა­მო­დი­ო­და და თა­ვი­სი ენ­თუ­ზი­აზ­მით გვერ­დით მედ­გა. გა­და­ხურ­ვა­ზე მე­ზო­ბე­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ, რად­გან მაგ საქ­მეს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა.

- სივ­რცე რას უნდა და­უთ­მოთ?

- ბავ­შვებს შიგ­ნით სივ­რცე მო­ე­წო­ნათ და ახლა ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­წოლს ვა­კე­თებთ. გვინ­და, ვიტ­რი­ნებ­შიც რა­ღაც მო­ვა­წყოთ. პა­ტა­რა მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლი, მა­გი­და სკა­მე­ბით. შიდა დი­ზა­ი­ნი ჯერ არ დაგ­ვი­წყია, თუმ­ცა ძა­ლი­ან გვინ­და, რომ გა­ვა­ლა­მა­ზოთ. ალ­ბათ გა­მო­ვა­ცხდებთ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც სურს, მო­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ, ჩვენ მზად ვართ, ად­გილს სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მობთ... მერე ბა­ღი­დან ნა­ვიც ამო­ვი­ტა­ნეთ და ისიც იქვე დავ­დგით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ად­გი­ლი სტუმ­რე­ბის­თვისც იქ­ნე­ბა, ან კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის.

- კი­დევ რა მა­სა­ლა გა­მო­ი­ყე­ნეთ?

- რე­ა­ლუ­რად წინა ფა­სა­დი არის ძვე­ლი კა­რე­ბი და ფან­ჯრე­ბი, მე­ო­რე მხა­რე ასე­ვე ვიტ­რა­ჟი გა­ვა­კე­თეთ, ყრუ კე­დელ­ზე გა­მო­ვი­ყე­ნე „პა­დო­ნე­ბი“ და ერ­თფან­ჯრი­ან უკა­ნა კე­დელ­ზეც. მერე იმ „პა­დო­ნე­ბის“ ფიც­რე­ბით შე­ფუთ­ვა და­ვი­წყეთ...

- ფუნ­და­მენ­ტად მო­რე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?

- კი, მო­ვი­ტა­ნეთ გა­დაჭ­რი­ლი მო­რე­ბი, რო­მე­ლიც და­ვა­წყეთ ქვის ფი­ლებ­ზე და მას­ზე და­ვა­ლა­გეთ ფიც­რე­ბი. შე­ნო­ბა მი­წი­დან 50/60 სმ-ზეა აწე­უ­ლი. შიდა ფარ­თო­ბი 18 კვ.მ-ია და გა­რეთ ტე­რა­სა - 10 კვმ-მდეა.

- მოკ­ლედ, ისე­თი პა­ვი­ლი­ო­ნი აა­წყეთ, რომ მგო­ნი, აქ კი­ნო­საც კი გა­და­ი­ღებთ...

- გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ად­გი­ლი კარ­გი იქ­ნე­ბა ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის, რომ ან­ტუ­რა­ჟი გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე რომ, მინ­და, ეს ად­გი­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ღია იყოს. მობ­რძან­დნენ.

- მსგავ­სი ნა­გე­ბო­ბის შექ­მნა ყვე­ლას შე­უძ­ლია?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც სურ­ვი­ლია, შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. დურ­გლო­ბა და ხეზე მუ­შა­ო­ბა სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მინ­დო­და, რა­ღაც ჩემი ხე­ლით ამე­შე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ აქამ­დე არას­დროს მიც­დია და მი­მუ­შა­ვია. მგო­ნია, რომ ესეც იგი­ვე შექ­მნის პრო­ცე­სია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით.

- ვფიქ­რობ, რომ ესეც კი­ნოა... თა­ვი­დან თქვე­ნი მო­რი­გი ფილ­მის­თვის შექ­მნი­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი მე­გო­ნა...

- კარ­გი სი­ტყვა თქვით - შე­იძ­ლე­ბა პა­ვი­ლი­ო­ნი და­ვარ­ქვათ! შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ჩემ­თვის კი­დევ ერთი პა­ტა­რა ფილ­მია!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
48

და რაა ახლა ეს, ცოტა ხანში დაწერს აი აქ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ და დამეხმარეთო.

sniper
0

მაგარი კაცი ხარ გიორგი, შემოქმედი, პოზიტივი. გაიხარე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

თავიდან რომ ვნახე, მეგონა, მისი მორიგი ფილმისთვის პავილიონს თავად აშენებდა, ის ყველაფერი გადასაღებ მოდნად აღვიქვი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა შვილებთან, - ელისაბედთან, ალექსანდრესთან და თებრონიასთან ერთად თავის სოფელ ძეგვში უჩვეულო იერის მქონე ქოხი ააშენა. ქოხი ერთი შეხედვითაა, თორემ მას მე „პავილიონი“ დავარქვი, რისთვისაც მასალად ძველი კარ-ფანჯრები და კიდევ სხვაგვარი ხის მასალა გამოიყენა. ყველაფრი კი პანდემიის პერიოდში მოხდა, - ბატონმა გიორგიმ რთულ პერიოდს, როცა ადამიანებში დაძაბულობა, შიში გაჩნდა, შეხედა, როგორც საშუალებას... რეალურად კი, მსოფლიო პანდემიამ ადამიანებს ცხოვრების სტილი და მიმართულება მართლაც რომ შეცუვალა... გიორგი ოვაშვილი თავის ახალ საქმეებზე AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

„მიუხედავად კაცობრიობის უზარმაზარი მემკვიდრეობისა და ისტორიისა, რომ კვლავაც ახალ-ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფის და სხვა პლანეტების ათვისებაზე ფიქრობს, მოულოდნელად დაუცველი აღმოჩნდა. თურმე ბირთვული იარაღის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ პატარა, უხილავი მტრის, რომელიც წამში თავდაყირა აყენებს ცივილიზაციასა და კაცობრიობას. მოკლედ, ჩვენს ცხოვრებაში ფანტასმაგორიული პერიოდი დადგა, რომელსაც ვერავინ წარმოვიდგენდით... კარგა ხანს მეგონა, რეალობაში აღარ ვიყავი და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, თუმცა ამ ემოციამ ჩემში გარკვეული ინსპირაციაც გააჩინა. ამასთან, სხვადასხვა ფიქრი აღმეძრა, რაღაცების წერა დავიწყე... მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიამ უდიდესი ტრაგედია დაატრიალა, ვფიქრობ, რომ კარგი ინსპირაციის წყაროც იყო... ჩემი ბოლო ფილმის „მშვენიერი ელენეს“ გადაღებები მოვასწარით, მაგრამ ფილმზე რაიმე ტიპის სამუშაოს გაგრძელებაზე მერე უკვე ფიქრი რთული იყო და გავჩერდით,“- გვიყვება რეჟისორი და იმასაც გვიყვება, თვითიზოლაციაში შვილებთან ერთად, დროს რას უთმობდა: „სახლში გამოკეტვამ და სრულიად სხვა ცხოვრების დაწყებამ, ხომ ვამბობ, ბევრი მიმართულებით დამაფიქრა. მოვამზადე ერთი სცენარის მონახაზი, დავიწყე საუბარი ჩემს უცხოელ პარტნიორებთან ამ სიტუაციებთან დაკავშირებული გარკვეული ისტორიის მქონე ფილმის შემდგომში გადაღებაზე და ამ კუთხითაც ნაყოფიერად ვიმუშავე,“ - აღნიშნავს გიორგი ოვაშვილი.

- სახლში ჩაკეტილმა ყოფამ ბევრს მართლაც საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება მისცა...

- კი, როგორც სხვებს, მეც მომეცა ამის საშუალება. საერთოდ, ადამიანები ხომ ზედაპირულად ვცხოვრობთ, ყოველდღიურობას ასევე მივყვებით და უცებ გაირკვა, რომ ცოტა სხვაგვრად უნდა ვიმოქმედოთ, რადგანაც სხვა სინამდვილეში ვართ, ისეთში, როგორიც ალბათ არავის სიზმარშიც არ გვინახავს... მერე დადგა მომენტი - კიდევ რა უნდა გავაკეთო? და მე და ჩემმა შვილებმა, რომლებიც თბილისის ბინაში ვიყავით გამოკეტილი, კედლებზე ხატვა დავიწყეთ. ორი-სამი კედელი მოვხატეთ. ცხოვრებაში არასდროს დამიხატავს და მივხვდი, რომ ეს პროცესი მავსებდა და მამშვიდებდა. სანამ მანქანით სიარულის საშუალება იყო, ძეგვში ამოვდიოდით, რომ რაღაცნაირად სიტუაციას გავრიდებოდით. მერე მანქანით გადაადგილება აკრძალეს და 2 კვირა სოფელში ჩავრჩით. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რაღაც მართლა უნდა მოგვეფიქრებინა.

- და ქოხის აშენება გადაწყვიტეთ?

- ასე გამოვიდა. ათასნაირი ხის მასალა ეზოში წლების განმავლობაში გროვდებოდა, ვიღაც რაღაცას გამოცვლიდა, - ფანჯარა, კარი, თუ სხვა რამ, ან ჩვენ გამოცვლიდით ან ჩემი ძმა თავის სახლში, ყველაფერს თავს აქ ვუყრიდით. აქვე იყო ჩემი ფილმებიდან დარჩენილი დეკორაციების ნივთები - ნავი, საცურაო პონტონები, ხის მასალა. ის ყველაფერი წლობით ეწყო. სულ ვფიქრობდი, რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა და მერე აბსოლუტურად ექსპრომტი იყო, არანაირი წინასწარი პროექტი და ბავშვებთან ერთად, ამ ქოხის აშენება დავიწყეთ. არადა, ცხოვრებაში არაფერი ამიშენებია. თავიდან ნელ-ნელა დავიწყეთ - ჯერ მორები მოვიტანეთ, ფიცრები, ლურსმანი და ჩაქუჩი ვიშოვეთ და დავიწყეთ. მოკლედ, რაღაც ეტაპამდე მივედით, საბოლოოდ რას მივიღებთ, ჯერ კიდევ არ ვიცი, რადგანაც პროცესი გრძელდება. თუმცა კედლები დავასრულეთ და გადავხურეთ. მომეხმარა ასევე ჩემი მეგობარი, როცა უკვე მანქანებით მოძრაობა შეიძლებოდა, ჩამოდიოდა და თავისი ენთუზიაზმით გვერდით მედგა. გადახურვაზე მეზობელი მოვიყვანეთ, რადგან მაგ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს და შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

- სივრცე რას უნდა დაუთმოთ?

- ბავშვებს შიგნით სივრცე მოეწონათ და ახლა ორსართულიან საწოლს ვაკეთებთ. გვინდა, ვიტრინებშიც რაღაც მოვაწყოთ. პატარა მისაღები ადგილი, მაგიდა სკამებით. შიდა დიზაინი ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ძალიან გვინდა, რომ გავალამაზოთ. ალბათ გამოვაცხდებთ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს, მოვიდნენ და თავიანთი იდეების განხორციელებისთვის გამოიყენონ, ჩვენ მზად ვართ, ადგილს სიამოვნებით დავუთმობთ... მერე ბაღიდან ნავიც ამოვიტანეთ და ისიც იქვე დავდგით. კარგი იქნება, თუ ეს ადგილი სტუმრებისთვისც იქნება, ან კულტურული ღონისძიებებისთვის.

- კიდევ რა მასალა გამოიყენეთ?

- რეალურად წინა ფასადი არის ძველი კარები და ფანჯრები, მეორე მხარე ასევე ვიტრაჟი გავაკეთეთ, ყრუ კედელზე გამოვიყენე „პადონები“ და ერთფანჯრიან უკანა კედელზეც. მერე იმ „პადონების“ ფიცრებით შეფუთვა დავიწყეთ...

- ფუნდამენტად მორებია გამოყენებული?

- კი, მოვიტანეთ გადაჭრილი მორები, რომელიც დავაწყეთ ქვის ფილებზე და მასზე დავალაგეთ ფიცრები. შენობა მიწიდან 50/60 სმ-ზეა აწეული. შიდა ფართობი 18 კვ.მ-ია და გარეთ ტერასა - 10 კვმ-მდეა.

- მოკლედ, ისეთი პავილიონი ააწყეთ, რომ მგონი, აქ კინოსაც კი გადაიღებთ...

- გადაღება შეიძლება, მაგალითად, რაიმე სცენის გათამაშება. ვფიქრობ, ეს ადგილი კარგი იქნება ფოტოგრაფებისთვის, რომ ანტურაჟი გამოიყენონ. ასე რომ, მინდა, ეს ადგილი ასეთი ადამიანებისთვის ღია იყოს. მობრძანდნენ.

- მსგავსი ნაგებობის შექმნა ყველას შეუძლია?

- რასაკვირველია, ყველაზე მთავარი მაინც სურვილია, შემდეგ კი ყველაფერი შესაძლებელია. დურგლობა და ხეზე მუშაობა სულ მაინტერესებდა, მინდოდა, რაღაც ჩემი ხელით ამეშენებინა, მაგრამ აქამდე არასდროს მიცდია და მიმუშავია. მგონია, რომ ესეც იგივე შექმნის პროცესია, შემოქმედებითი კუთხით.

- ვფიქრობ, რომ ესეც კინოა... თავიდან თქვენი მორიგი ფილმისთვის შექმნილი პავილიონი მეგონა...

- კარგი სიტყვა თქვით - შეიძლება პავილიონი დავარქვათ! შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია!

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან