ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, ბავშვს ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.
"ისევ ისეთი მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ახლა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ორივე ხელის ზედა კიდურზე ღია მოტეხილობები ჰქონდა და გუშინ ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის ჩატარება, მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა და ამ ოპერაციასაც ჩაუტარებენ“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.