რეპერი ქანიე უესთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს. რეპერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას Twitter-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეატყობინა.
"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და ჩვენი მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, – დაწერა რეპერმა.
We must now realize the promise of America by trusting God, unifying our vision and building our future. I am running for president of the United States 🇺🇸! #2020VISION
— ye (@kanyewest) July 5, 2020
აღსანიშნავია, რომ რეპერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა, ილონ მასკმა. "ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს", - ასე გამოეხმაურა ქანიე უესთის განცხადებას მასკი.
You have my full support!
— Elon Musk (@elonmusk) July 5, 2020
ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად დააყენა თუ არა რეპერმა თავისი კანდიდატურა, თუ მხოლოდ სოციალურ ქსელში განცხადებით შემოიფარგლა. რაც შეეხება ქანიეს პოპულარული ცოლის, კიმ კარდაშიანის რეაქციას, მას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ქმრის განცხადება გააზიარა და თან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა დაურთო.
— Kim Kardashian West (@KimKardashian) July 5, 2020
შავკანიანების 99.9% დაუჭერს მხარს, კიდევ ის თეთრკანიანები ვინც ქუჩებში მათ მხარდასაჭერად გამოვიდნენ ქუჩებში ვითომ "პროტესტის" დროს. ასე რომ ტრამპს და ბაიდენს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ეყოლებათ. აი მერე გამარჯვების შემთხვევაში რას შესთავაზებენ ამერიკას და მსოფლიოს რეპერი და კარდაშიანი ეს უკვე სხვა თემაა....ნურავინ ნუ გააკეთებთ პარალელს ზელენსკისთან, უკრაინას პროდასავლური და კორუპციაში არ გასვრილი ესაჭიროებოდა, მიიღეს კიდევაც. ზესახელმწიფო რომელსაც მსოფლიო ლიდერობაზე აქვს პრეტენზია სულ სხვა ღირებულების ადამიანი უნდა მართავდეს. თუნდაც ისეთი როგორიც მსახიობი ფორდი იყო. თანაც ნუ დაგვავიწყდება შავკანიანებს რევანშისტული განწყობა აქვთ თეთრკანიანების მიმართ და ამერიკული სახელმწიფროვებრივობის მოწყობილობის მიმართაც. მოკლედ 1-2 პანდემიის მაგვარიც და მსოფლიო საბოლოვოთ აირევა, დაახლოვებით ისე როგორც ფანტასტიკურ ფილმებში გვინახავს და ამას შეიძლება 20-30 წელიც არ დასჭირდეს. joy
სფიჩი რეპით თეტღ სახლში!